საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას მაროკოს წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში 17 ნოემბერს შედგება.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნულ ნაკრებში მაროკოსთან მატჩისთვის 22 ფეხბურთელია გამოძახებული.

შემადგენლობაში ორი დებიუტანტია - 21 წლამდელთა ნაკრების წევრები გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვი, რომლებიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგური მატჩისთვის მოემზადებიან. 14 ნოემბერს ჩვენი გუნდი თბილისში შეიკრიბება. 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრება.

გიორგი მიქაუტაძე და
დავით ხოჭოლავა საკლუბო მატჩების გამო წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია", ესპანეთი)

დაცვა: გურამ კაშია ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვირკველია ("ნეფთჩი", ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი ("კრემონეზე", კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე ("დინამო", თბილისი), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე ("ჰათაისპორი", ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ლეხი", პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია ("პანეთოლიკოსი", აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო", თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია ("ჟილ ვისენტე", ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი ("ბორდო", საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი", ნეაპოლი, იტალია), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი ("საბურთალო", თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი ("საბაჰი", ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი)

საქართველოსა და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 17 ნოემბერს, 20:00 საათზე, ქალაქ შარჯაში გაიმართება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

14 ნოემბერს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მოახლოებულ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. სასტუმრო "შერატონში" პრესკონფერენცია 15:00 საათზე დაიწყება.

Nakrebi
მკითხველის კომენტარები / 44 /
ქვილითაიას რაუნდა ნაკრებში სირცხვილია
dato
10 ნოემბერი 2022 18:25
9
სამრცხვინო შენი კომენტარია იმის მაგივრად რომ გაამხნევო სისულეებს წერ . სანიოლის ვერავინ ასწავლის ვინ გამოიძაზოს და ვინ არა .
gio9
14 ნოემბერი 2022 01:17
0
Ალბათ დიდი ანგარიშით წააგებთ ქართველები და მიწაზე დაეშვებით.მინდა ერთხელ კიდევ შეგხვდეთ სომხები(კავკასიელი ბრაზილიელები) და ნახავთ რასაც გიზავთ
G.LA
10 ნოემბერი 2022 18:11
58
რას ამბობ ბრაზილიას სომხეთთან კოჭიც ვერ მიუსხლტება. ოღონდ საპოჟნიკობასა და ჟეშტიანშიკობაში.
Pepo
10 ნოემბერი 2022 23:00
1
ახპერჯან რას მიაც მააცვავ ჰაა? წადი იერევანში რას ამძიმებ ქართულ მიწას მაგრამ ვაი რო არც ერევნელ ახპერებს არ ჭირდებით და ტყუილად ეტენებით )))))
roni
10 ნოემბერი 2022 22:42
1
ყველა გამოხმაურება
Tavidanve chans rom witaishvili dacvis marcxena flangze dadgeba,ar momwons es amabavi am bichs shetevashi ufro gamodis tamashi tan im flangze sadac lobjanidzea romelsac ashkarad regresi aqvs am bolos...
Givi
10 ნოემბერი 2022 18:01
0
უჩა ლობჟანიძე და გელაშვილი გამოეძახა ბარემ.
Გლახუნა
10 ნოემბერი 2022 17:42
5
მამარდას ფასი 25 მლნ გახდა ტრანსფერმარკტზე
25 მლნ
10 ნოემბერი 2022 16:52
2
მივესალმები ტაბიძის დაბრუნებას ნაკრებში. ტრამვის შემდეგ დაიკარგა, იმედია ახლა ძველ ფორმასც აღიდგენს და უფრო მეტადაც განვითარდება. გოჩოლეიშვილი და ბერიძეც მაინტერესებს ნაკრებში. ზივზივაძე თუ არ გვყავს მჯერა ვოლკოვი გვასახელებს, მას მონდომება არ აკლია. ქვილიათაია ალბათ ზივზივაძის და მიქაუტაძის არ ყოფნის გამო მოიწვია. უკეთესი იქნებოდა სხვა მოესინჯა ვილის.
G.LA
10 ნოემბერი 2022 16:47
3
ხვიჩამ დღეს არ ივარჯიშა.
ვიდეო
https://www.napolicalciomercato.it/wp-content/uploads/2022/11/kvaratskhelia.mp4
ქ. გ.
10 ნოემბერი 2022 16:46
1
მოლდოვამ და აზერბაიჯანმა იპოვეს ორი მეტოქე და ამათ რა ჭირთ
Haaland
10 ნოემბერი 2022 16:43
7
21 დავითვალე და 22-ე აკლია თუ თვლა მერევა
22-ე ვინ არის?
10 ნოემბერი 2022 16:40
1
გამიხარდა რომ ბერიძე გამოიძახა, ძალზედ საინტერესო თავდამსხმელია და უთუოდ გამოგვადგება.აი ეს ქვილითაია რამ გაახსენა მართლა არ ვიცი.
თომა
10 ნოემბერი 2022 16:39
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული