2 წლის წინ მაკედონიასთან დავმარცხდით... რა შეიცვალა მას შემდეგ?

AutoSharing Option
2020 წლის 12 ნოემბერს ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა და ევროპირველობაზე საგზური ვერ მოიპოვა. მაშინ თითქოს და ჩვენთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, ხვიჩა კვარაცხელიას ლიდერობით საკუთარ კედლებში გამარჯვება უნდა მოგვეპოვებინა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად დიდ ფორუმზე გვეთამაშა, თუმცა ყველაფერი ისე როდია, როგორც ტკბილ ზღაპრებში, აწ უკვე ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ ახალგაზრდას მაშინ კოვიდ 19-ი დაუდგინდა, არ გვყავდა არც გიორგი ჩაკვეტაძე... კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლებმა კი ამ მასშტაბის დანაკლისს ისიც დაუმატეს, რომ მოედანზე გულშემატკივარი არ შეუშვეს... ყველასთვის გასაგები
მიზეზებიდან გამომდინარე საქართველოს მთავარ სტადიონზე მაყურებლების 100%-იანი დასწრება გამორიცხული იყო, თუმცა FIFA-მ მოგვცა უფლება 30%-ის შესვლის, რაც დაახლოებით 18 000 კაცს უდრის... ვინ იცის, იქნებ იმ მცირე რაოდენობით მაყურებელს შეექმნა ის გარემო, რაც ჩვენს ბიჭებს ფრთებს შეასხამდა და ყველაფერი საპირისპიროდ დატრიალდებოდა...

Sportall.Ge

მაგრამ წარსული წარსულია, თქმულა, არ აქვს მნიშვნელობა წინა თამაშს, მთავარია შედეგი შემდგომ შეხვედრაში მიიღოო და ეს ასეცაა, მაკედონიასთან წაგების შემდეგ ფეხბურთელები დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოექცნენ, რასაც მორიგი წარუმატებელი და ჩავარდნილი საკვალიფიკაციო ეტაპი მოყვა... თუმცა ვილი სანიოლისა და ფეხბურთის ფედერაციის თაოსნობით, შეიქმნა ეროვნული გერბის ახალი იდენტობა, ახალი ჰიმნი, ფორმა შეიცვალა და ყველაფერი სასიკეთოდ დატრიალდა, მაკედონიას კი გაუმართლა, რომ იმ ფინალში ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს არ შეხვდა.

Sportall.Ge

ალბათ გახსოვთ ერთა ლიგის C დივიზიონში ქართველების ტრიუმფალური სვლა, ჯგუფში, სადაც გამოდიოდნენ იგივე მაკედონიელები, ჩვენთვის უხერხული მეტოქე ბულგარელები და გიბრალტარელები, მხოლოდ და მხოლოდ 1 ფრე და 5 გამარჯვება, ჩინებული თამაში, ახალი თაობა, გამოკვეთილი ლიდერი და ბევრი გოლის გამტანი გუნდში, დიდი ხნის განმავლობაში წილისყრამდე ვითვლიდით ქულებს, განვიხილავდით შესაძლო ვარიანტებს, თუ რა გზით მოვახერხებდით დიდ ფორუმზე მოხვედრას, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. საქართველოს ნაკრები დღეს კარგ ფეხბურთს აჩვენებს, არის სიღრმე, ბიჭებიც ბოლომდე იხარჯებიან და მიღებულ შანსს თავგანწირვით იყენებენ.

რამდენიმე წლის წინ რომ გვეფიქრა, სერია A-ში 2 ფეხბურთელი გვეყოლებათქო, რომლებიდანაც ერთი კარგი დაცვით გამოირჩევა, მეორე კი გათამაშების ლიდერია და გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურაათქო, ალბათ არ დაიჯერებდით, გვეყოლება ლა ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული და სანდო მეკარეთქო, ჩაკვეტაძე ისე აღიდგენს ფორმას, რომ ძველ მოგონებებს გაგვახსენებსთქო, საუკეთესო დრიბლიორებში 2 წარმომადგენელი იქნებათქო ("ჩაკვე" და "კვარა") ალბათ არ დაიჯერებდით, მაგრამ დღეს ეს რეალობაა, ქართულ ფეხბურთს მოულოდნელად "ოქროს თაობა" შემოეპარა, მოდიან და მოდიან გამორჩეული ახალგაზრდები, ვითარდებიან და კვარაცხელიას, მამარდაშვილის, დავითაშვილის, ჩაკვეტაძისა კიტეიშვილის და სხვა ქართველების შემყურე ევროპელ სკაუტებს საქართველოსკენ ატრიალებენ, თუნდაც ამას მოწმობს ფიესბუქ გვერდ 90min-ის ექსკლუზიური სიახლე, რომლის თანახმადაც, გიორგი გოჩოლეიშვილით "ვალენსიას" გარდა ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად მოასპარეზე გუნდი ინტერესდება. ქართული ფეხბურთი ვილი სანიოლის თაოსნობით კარგ ხელშია, ფრანგული სულისკვეთება, დიდი გამოცდილება და კარგი ადამიანობა ბიჭებს ფრთებს ასხამს, ალბათ შეამჩნევდით, თუ როგორ უხარიათ შეკრებაზე ჩამოსვლა, მუდამ იცინიან, "ერთობიან", მოედანზე კი წარმატებას აღწევენ, ბოლოს და ბოლოს 2021 წელს საბერძნეთთან საკუთარ კედლებში 1:2 წაგების შემდეგ ჩვენი ნაკრები დაუმარცხებელია და ეს სერია უკვე 12 მატჩიანია, თანაც ისე, რომ 10-ში გავიმარჯვეთ.

Sportall.Ge

აწ უკვე ჯგუფურ ეტაპზე მსჯელობა არა სუბიექტურად, არამედ ობიექტურად შეგვიძლია, ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიასთან, კვიპროსთან, შოტლანდიასთან და ესპანეთთან ერთად მოვხვდით, თქვენი აზრით, რომელ ნაკრებს გაუადვილდება თბილისში ან ბათუმში თამაში? რა თქმა უნდა, ვერც ერთს, ეს არ არის ალოგიკური სიტყვები ან კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზა, აქ მარტივადაა საქმე, ქართველი ფეხბურთელების ბოლო დროინდელი წარმატებიდან გამომდინარე, იმედი თავიდან ჩაისახა, გაჩნდა იმის საფუძველი, რომ ოცნება რეალობაში გადავიტანოთ და ფეხბურთი მხატვრული ენთუზიაზმით ვითამაშოთ, რატომაც არა? უკვე ევროპაშიც ამბობენ, რომ საქართველოს ევრო და მსოფლიოს სარბიელზე მალე ვიხილავთ, ჩვენი ბიჭები გაგვახარებენ თავიანთი წარმატებით, თავდადებით, ზღაპრის ბოლო? ზღაპრის ბოლო კეთილია და ქართული ოცნებაც ახდება, სწორედ მაშინ გაერთიანდება მოსახლეობა, როდესაც ქართული ჰიმნი რომელიმე დიდ ფორუმზე გაისმება, სწორედ მაშინ დადგება ხალხი ერთად და მაშინ დაიწყება ქვეყნის აღმასვლაც...

ისმის შეკითხვა, რა შეიცვალა მაკედონიასთან მარცხის შემდეგ? ბევრი, ძალიან ბევრი რამ. მედალს ორი მხარე აქვს, ვერასდროს გავიგებთ, სად ვიქნებოდით ის მატჩი რომ მოგვეგო წინ თუ უკან, რატომ უკან? რომ არა ქართველი გულშემატკივარის ასეთი წყენა, ასეთი დამოკიდებულება ალბათ ასეთი სიტუაცია არ დადგებოდა, კი, ფეხბურთელები ყველაზე მეტად განიცდიან, მაგრამ ქომაგები ამას ვერ ხედავენ, მათთვის მთავარი შედეგია და ვერც გაამტყუნებ. წაგებული ფინალის შემდეგ საჭირო იყო მაყურებლის თვალში ნაკრების რეაბილიტაცია, იმ სიყვარულის დაბრუნება, რაც საჭირო იყო... და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, სწორედ ამიტომ ვთქვი, არ აქვს მნიშვნელობა წინა თამაშს, მთავარია მომდევნო შეხვედრაში მიაღწიო მიზანს და საქართველო მიზანთან ახლოსაა... ჩვენ აუცილებლად ვიასპარეზებთ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე... ეს დღე კი ახლოვდება...


მკითხველის კომენტარები / 8 /
მარტლა გაუმარტლა სანიოლს მაგან უნდა ტქვას კარგ ვარსკვლავზე ვარ დაბადებულიო
aron
10:17 13-11-2022
0
მეგონა მარტო მე ვფიქრობდი, რომ ის მარცხი დაგვეხმარა ფეხზე წამოდგომაში, ყოჩაღ ავტორს ისე შეაფასა როგორც გამოთქმაა - არც მწვადი დაწვა და არც შამფურიო
ევლიპიდე
19:11 12-11-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული