ტრავმის გამო ხვიჩა ნაკრებს ვერ დაეხმარება - მორიგი შანსი ალთუნაშვილს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეიდან წლის ბოლო ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა. მაროკოსთან შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო "ნაპოლის" ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მომდევნო ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებს ბათუმის "დინამოს" წევრი სანდრო ალთუნაშვილი შეურთდა.

დღეს საქართველოს ნაკრები ილია კოკაიას სახელობის სპორტულ ცენტრში პირველ ვარჯიშს გამართავს. საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში 15 ნოემბერს გაემგზავრება და მაროკოსთან მატჩისთვის მოემზადება.

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში 17 ნოემბერს, თბილისის
დროით 20 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
მე როგორც გულშემატკივარი ეგოისტი ვარ სულ მინდა ხვიჩამ ითამაშოს, ვინც კარგად თამაშობს იმისი ნახვა მინდა აბა ვინც ფაფხურობს იმას კი არ დავეძებ. ამ დროს საკუთარ თავზე ვფიქრობ რადგან შოუს ნახვა მინდა :)
ეგ სრულიად ნორმალურია თუმცა, გულშემატკივარს უნდა გვეყოს იმის შეგნება, რომ ყველგან შეთქმულების თეორიები არ ვეძიოთ და ნორმალურად მივიღოთ ტრავმის ფაქტორიც.
როცა დასჭირდა ნაკრებს, ყველა თამაშზე თავი არ დაუზოგავს ხვიჩას. ერთა ლიგის ჯგუფიდან ფაქტობრივად მარტომ გაგვიყვანა და რომელ ასპექტში არ დაუდგა ნაკრებს გვერდით?!
იქნებ ამხანაგურის გამოტოვება გადავიტანოთ როგორმე და რაღაც აბსურდები არ ვაბრალოთ ან მწვრთნელს და ან ფეხბურთელს.
მწვრთნელს რომ არ ნდომოდა არც წინა სანაკრებოებზე გამოუშვებდა.
Skeleton
14 ნოემბერი 2022 18:16
1
უფრთხილდება უკვე ფეხებს? აღარ უღირს ნაკრებში თამაში?
123
14 ნოემბერი 2022 18:06
23
რა სამარცხვინო კომენტარია, როდის არ ითამაშა ნაკრებში ბოლომდე მონდომებით? თქვენნაირი ვითომ გულშეატკივარი მართლა არ იმსახურებს მისნაირ სპორტსმენებს.
!!
14 ნოემბერი 2022 23:19
0
როგორ ამოგდით ასეთი ბოღმა პირიდან არ მესმის. ოდესმე კაცმა მცორედი საფუძველი მაინც მოგცა მსგავსი გეფიქრა? თუ გევასება სიბოროტის ლაპარაკი
რა ბოღმა ხარ
14 ნოემბერი 2022 22:25
0
ხვიჩას მაგივრად მამუჩაშვილი ათამაშეთ,ქართველი კრიშტიანო რონალდო.კარში ალავიძე დააყენეთ-მიმიქარია ნოიერი.დაცვაში კობახიძე-მიმიქარია ვან დაიკი.მაყურებლებად ბათუმელები წაიყვანეთ-თუ წავაგებთ მაროკოს ფეხბურთელებს გადაუხტებიან და ეჩხუბებიან რატო მოგვიგეთო.არჩილ ბერიძე არ დაგავიწყდეთ მსაჯსაც ეჩხუბოს თუ წავაგეთ
ბაბუაწვერა
14 ნოემბერი 2022 17:15
3
ამხანაგური მატჩია!!! ძალიან კარგი, ხვიჩა თუ დაისვენებს... სხვებს გამოვცდით. არ არის აუცილებელი მოგებაზე რისკის გაწევა.
tngh
14 ნოემბერი 2022 15:46
1
ე ბიჭო რაის ალთუნაშვილი?! თუ მართლა უყურებს ეს ვილი ეროვნული ლიგის თამაშებბს და თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს კვერნაძე რატომ არ გამოიძახა? ტიპი დაფრინავს თან მხოლოდ 19 წლის არის...
რიკი
14 ნოემბერი 2022 15:38
0
კვარაცხელია ყველას ძალიან გვიყვარს და გვინდ არომ ზევით და ზევით წავიდეს.მაგრა დალოცვილებო ეს სტადია ისე რო დაგედოთ და მთავრ გვერდე საქართველო იტალიის მატჩი გამოგეტანათ არ შეიძლებოდა საქმე ნაკრებს ეხება რომელიც მსოფლი ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვის.პატივი ეცით სხვებსაც.
მოსეხონელი
14 ნოემბერი 2022 14:10
1
გამორიცხულია რომ ნაპოლიმ ახლა ხვიჩა გაყიდოს.ტიფოზები სერიოზულ ბუნტს მოაწყობენ.ხვიჩა ნეაპოლის ახალი სიყვარულია.ვინც დათო ტურაშვილის გადაცემა ნახა ამაში დამეთანხმებით.მე მგონი მარადონას შემდეგ ასეთი პოპულარული არც არავინ ყოფილა.
ამაშია საქმე
14 ნოემბერი 2022 14:03
5
ხვიჩას კონტრაქტის შესახებ და იმის შესახებ, რომ საქართველოში იქნება, მაგრამ, ალბათ, ვერ ითამაშებს ამხანაგურ თამაშში.
https://www.calcionapoli24.it/rassegna_stampa/il-mattino-giuntoli-vuole-blindare-kvaratskhelia-ha-parlato-con-i-suoi-n538930.html
ქ. გ.
14 ნოემბერი 2022 14:03
2
მეორე მხრივ, სხვა ფეხბურთელებს ეძლევა შანსი ამახანაგურში და ეს ძალიანაც კარგია.
irakli
14 ნოემბერი 2022 13:48
4
ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ! ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე ხვიჩას არ ათამაშებენ! ლივერპული სერიოზულად ფიქრობს ხვიჩას აყვანას და არავის არ აწყობს, რომ რამე მოუვიდეს სერიოზული! ინდოელ მილიარდელს უნდა ლივერპულის შეძენა და ორთავეს წაიყვანს ოსიმენსაც და ხვიჩასაც! რეალი აღმოჩნედება თამაშგარეში თუ არ გააქტიურდა! დე ლაურენტისი მაგარი ფულის მოღუნვას ცდილობს!
მწვრთვნელი
14 ნოემბერი 2022 13:46
11
სახელს რომ ირქმევთ, ჯერ როგორ იწერება და გამოითქმება სწორად, ჯობდა ის გაგერკვიათ))) მ წ ვ რ თ ნ ე ლ ი.
)))
14 ნოემბერი 2022 15:10
1
"დე ლაურენტისმა დამირეკა ახლა ხანს" - :)!
მწვრთვნელი
14 ნოემბერი 2022 14:46
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული