საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა მაროკოსთან - ლიდერების გარეშე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის უკანასკნელი შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც თავის მხრივ, მარტში გასამართ ნორვეგიასთან დაპირისპირებამდე უკანასკნელი მატჩია.

ვილი სანიოლის გუნდს დიდი დანაკლისი აქვს - ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ ფრანგი დამრიგებელი გარკვეულ სიახლეებს შემოგვთავაზებს, მათ შორის, ტაქტიკაში. გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, ნაკრების რიგებში საკმაოდ დიდი ხანია, რომ არ გვინახავს - გიორგი ქვილითაია, ლევან შენგელია... გიორგი ბერიძე და დავით ვოლკოვი კიდევ ერთი შანსის მოლოდინში არიან. სამწუხარო ისაა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ უკანასკნელ შეხვედრაში ტრავმა
მიიღო და ის ვერ ითამაშებს.

სასტარტო შემადგენლობაზე ვარაუდი მაინც შესაძლებელია.

მეკარე

ყველაზე რთულად გამოსაცნობი ეს პოზიციაა. ერთი მხრივ, მშვენიერ ფორმაში მყოფმა გიორგი მამარდაშვილმა რატომ არ უნდა ითამაშოს, თუმცა სასაყვედურო არც გამოცდილი გიორგი ლორიას მიმართ გვაქვს. გიბრალტართან უკანასკნელ მატჩში ლორია ტრავმის გამო შეცვალეს, ჩრდილომაკედონიელებთან კი სათადარიგო იყო, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მას დრო ახლა მიეცეს. არც ისაა გამორიცხული, კიპერებს თითო ტაიმი დაეთმოთ.

Sportall.Ge

ცენტრალური მცველები

მაინც ვივარაუდოთ, რომ სანიოლი ისევ 3-მცველიან ტაქტიკას დაეყრდნობა. ნაკრების დამრიგებელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მოთამაშეები, რომელთაც კარგი საკლუბო მდგომარეობა აქვთ და "ჯვაროსნების" რიგებში ცოტას თამაშობენ, ახლა შანსს მიიღებენ. აქედან გამომდინარე, "კრემონეზეს" უკანახაზელ ლუკა ლოჩოშვილს ძირითად შემადგენლობაში ველით.

თითქოს გამორიცხულია, მცველებს შორის მთლიანი ექსპერიმენტი ვიხილოთ. ამიტომ ჯიმი ტაბიძესა და საბა საზონოვზე მეტად საბა კვირკველიასა და კაპიტან გურამ კაშიას თამაშია მოსალოდნელი.

ფლანგები

გიორგი გოჩოლეიშვილი გუნდთან ერთადაა და თუ არა ამხანაგურ მატჩში, სხვაგან სად უნდა ვიხილოთ?! იმის შანსი დიდია, მომავალ ზაფხულს გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე "შახტარის" პოტენციური წევრი რამაზ სვანაძის გუნდში იყოს. მაროკოსთან დაპირისპირებაში მისი კონკურენტი საბა ლობჟანიძე იქნება, ოთარ კაკაბაძე კი ტრავმირებულია.

Sportall.Ge

რაც შეეხება მარცხენა ფლანგს - ირაკლი აზაროვი 21-წლამდელთა ნაკრებშია, გურამ გიორბელიძე კი სიაში არაა. შესაბამისად, გიორგი წიტაიშვილის თამაში უალტერნატივოდ გამოიყურება.

ნახევარმცველები

ოთარ კიტეიშვილი, როგორც იქნა, დაბრუნდა, თანაც, მშვენიერი საკლუბო მატჩებით და მისი სანაკრებო გამოსვლის მიმართ დიდი მოლოდინი გვაქვს. "კიტე" ჩვენს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი მოთამაშეა.

Sportall.Ge

რაც შეეხება კიტეიშვილის მეწყვილეს, ვარიანტი საკმაოდ ბევრია - ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, ანზორ მექვაბიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, თუმცა სავარაუდო მაინც ისაა, კვეკვესკირმა სასტარტოში დაიწყოს და დრო სხვებსაც მიეცეთ.

შემტევები

უკვე ხსენებული მიზეზის გამო, სამწუხაროდ, გიორგი ჩაკვეტაძეს ძირითად თერთმეტეულში ვერ მოვიაზრებთ. მარცხენა შემტევის პოზიციაზე გიორგი ბერიძის თამაშის დიდი შანსი არსებობს.
ზურიკო დავითაშვილი აუცილებლად დაიწყებს.

Sportall.Ge

რაც შეეხება დროის განაწილებას, ცენტრფორვარდზე ნამდვილად იქნება. დავით ვოლკოვის გამოჩენა ალბათ პირველივე წუთებიდანაა მოსალოდნელი, გიორგი ქვილითაია კი შანსს მეორე ტაიმში მიიღებს.

შეგახსენებთ, საქართველოსა და მსოფლიო ჩენპიონატის მონაწილე მაროკოს შეხვედრა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 17 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altსაქართველოს ნაკრები საემიროებში ჩავიდა - ჩაკვეტაძე გუნდს შეუერთდა

altროგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრები კვარაცხელიას გარეშე? - როცა ჩაკვეტაძეც საეჭვოა...

altსანიოლმა ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას მდგომარეობასა და ყაზაიშვილის არგამოძახებაზე ისაუბრა

altსაქართველოს ნაკრები მაროკოსთან - ვის დაეყრდნობა და დაასვენებს სანიოლი?

მკითხველის კომენტარები / 16 /
ამ ვოლკოვს ვიმმემ უთხარით წვერი ან გაიპარსოს ან შეისწოროს მაინც, ავღანეთის ნაკრებს ვგავართ
თემო
16 ნოემბერი 2022 18:26
2
კვარაცხელიასთან ერთად ქვილითაია კი არა მთელი ნაკრები თამაშობს ფეხბურთს,კვარაცხელიას გარეშე ვერც ზივზივაძე და ვერც მიქაუტაძე ვერ შეასრულებენ იმ მოლოდონს რაც მათი ქვილითაიაზე უკეთესი ფეხბურთელობა გგონიათ აქ ძალიან ბევრს,ვფიქრობ რომ ქვილითაია კვარავხელიასთან ერთად უფრო შედეგიანი იქნება ვიდრე ზივზივაძე,მიქაუტაძე ან ვინმე სხვა და ამას ერთად ვნახავთ...
ბაჩი
16 ნოემბერი 2022 18:17
7
ქვილითაიას იწუნებთო ერთი წერდა ქვემოთ.რა აქვს საქები ან რა გაუკეთებია საერთოდ ნაკრებში?დიდი კრიშა ყავს ვიღაც რომელიც სტატისტიკას უგროვებს ნაკრებში თამაშისას,რომ იქნებ სადმე კვიპროსს იქით გაიყიდოსო.არადა როცა ეგ მოედანზე,ჩათვალეთ ვითომ 10 კაცია მინდორზე ჩვენგან.
გულშემატკივარი
16 ნოემბერი 2022 16:56
5
ჩამოსაწერი ყოფილხარ ღვთისავარ.
რევაზ შავლოვიში
16 ნოემბერი 2022 16:00
2
ვაი, შე მართლა უბედუროო
რევაზ შავლოვიში
16 ნოემბერი 2022 23:31
0
მართლა ჩამოსაწერი ყოფილხარ, შე უბედურო
გენო შავდია
16 ნოემბერი 2022 17:31
1
ცუდია კვარაცხელიას, ჩაკვეტაძის, ზივზივაძის და მიქაუტაძის (გაუგებარია თუ რა მიზეზით არ თამაშობს ჟორჟი. არსად არ თქმულა თუ რა მიზეზით არ ითამაშებს იგი მაროკოს წინააღმდეგ!) ართამაში. ერთი მხრივ შეიძლება ითქვას - რაღა გამოვიდა თუ ამდენი ფეხბურთელი დაგვაკლდება, მაგრამ მთავარი არა მოგება, არამედ მწვრთნელის მხრიდან ახალი ფეხბურთელების საქმეში ნახვაა და დამტკიცება, რომ ბოლო შეხვედრაში, გიბრალტართან კვარას გარეშე მოთამაშე ნაკრებში მინუსების გამოჩენა შემთხვევითი მოვლენა იყო და დიდ ნაკრებებსაც ემართებათ სუსტებთან ვერთამაში!
მთავარია მწვრთნელის დავალებები ზედმიწევნით ზუსტად შესრულდეს და მოთამაშეები სრულიად დაიხარჯნონ, ვინაიდან სეზონი დასრულებულია და ამასთან, მინიმუმ იტალიელი სკაუტები დააკვირდებიან აღნიშნულ მატჩს...
ლაშა
16 ნოემბერი 2022 12:49
6
ვანჩოპეს დისლაიქზე შეცდომით დამეჭირა. ვეთანხმები.
უკაცრავად
16 ნოემბერი 2022 18:20
0
ბევრგან დაიწერა ჟორჟის არგამოძახების მიზეზი. თასზე თამაში აქვს 19 ში
ვანჩოპე
16 ნოემბერი 2022 15:54
1
ყველა გამოხმაურება
ქვილითაიას გამოძახებას სხირტლაძე გამოეძახა ჯობდა! ბათუმიდან ფანცულაია და ფლამარიონიც საინტერესო იქნებოდა! ქვილითაია ძალიან სუსტია!
ტარიელ მაღალდაძე
16 ნოემბერი 2022 12:27
15
რა შეაწუხეთ გული ამ ფლამარიონით, ცოტა გვყავს მაგაზე უკეთესი ქართველი თავდამსხმელები?!...
ელგუჯა
16 ნოემბერი 2022 18:28
2
ქვილითაიას იწუნებთ და ფანცულაიას გამოძახებას როგორ ითხოვთ? ვაწაძეც მოვითხოვოთ მიქელთაძეც სხირტლაძეც... 10 თავდამსხმელს ხომ ვერ გამოიძახებს. ფლამარიონის გამოცდა ღირდა ამხანაგურში მაინც მაგრამ უნდა მოუმატოს მაგანაც
მე
16 ნოემბერი 2022 13:29
3
Kargi sakrdenebi da centrforvardi tu es poziciebi mogvarda droze, am gunds namdvilad eqneba kargi momavali...
Givi
16 ნოემბერი 2022 12:05
2
გოჩოლეიშვილს ალბათ უფრო ვარჯიშზე დააკვირდება, ეგ გუნდთან შესაგუებლად არის გამოძახებული. რა თქმა უნდა, თუ ვარჯიშზე აჩვენა დონე, ხასიათი და მონდომება მაგ შემთხვევაში აუცილებლად ათამაშებს.
პ.ს. ჩემი აზრით შახტარი არ არის სწორი არჩევანი. უნდა დაეწყო ისეთი გუნდიდან, სადაც მუდმივად ითამაშებს. შეიძლება გაანათხოვრონ. (მაგრამ ქვეყანაში სადაც ომია, ფეხბურთისთვის არ ცალიათ).
ჰაჰა
16 ნოემბერი 2022 11:50
2
ნაკრების წევრის ახალგაზრდულში გამოძახებას რავიცი ვერ უყურებ დადებითად.
ახალგაზრდულის დანიშნულება არის ეროვნულ ნაკრებს მოუმზადოს კადრი და ტუ მოთამაშე ისედაც ეროვნულშია რა საჭიროა მისი ახალგაზრდულში გამოძახება.
ამათ რო კითხო კვარაცხელიაც უნდა გამოიძახონ :)
las
16 ნოემბერი 2022 11:28
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული