სანიოლმა ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას მდგომარეობასა და ყაზაიშვილის არგამოძახებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამგზავრებამდე პრესკონფერენცია გამართა. მოგეხსენებათ, 17 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე მაროკოს ნაკრებს ამხანაგურად გავეჯიბრებით. სამწუხაროდ, ტრავმის გამო, ხვიჩა კვარაცხელია "ჯვაროსნებს" ვერ დაეხმარება.

ვილი სანიოლი:

"ერთა ლიგის" პირველ ადგილზე დასრულებით კმაყოფილი ვართ. ეს შედეგებზე ითქმის და ნაკლებად თამაშის ხარისხზე, განსაკუთრებით, გიბრალტართან. ეს ყველაზე ცუდი მატჩი იყო, რაც ბოლო დროს ვაჩვენეთ. ამის მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის, მინდვრის საფარი...

პროგრესი სახეზეა და ჩვენი მიზანია ეს საკვალიფიკაციო ეტაპზე გაგრძელდეს. იმედი მაქვს, ხვიჩა კვარაცხელია ტრავმას მოირჩენს
და მალე დაბრუნდება. მას ბოლოს გასულ კვირას ვესაუბრე.

ესპანეთის ნაკრები ჯგუფის ფავორიტია, დანარჩენებთან კი ბრძოლა შეგვიძლია. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ 2-3 ნაბიჯით წინ ვართ,  პროგრესი უნდა გავაგრძელოთ და დასახულ მიზანს მივაღწიოთ...

ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატამდე საკმაოდ დიდი დროა, ეროვნული ნაკრების რომელი ფეხბურთელები ითამაშებენ აქ, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ეს ტურნირი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობისაა, ისევე, როგორც შესარჩევი ეტაპი.

საკმაოდ უჩვეულოა, როცა მსოფლიო ჩემპიონატი ნოემბერში ტარდება. გადავწყვიტე არა მხოლოდ გამოცდილი მოთამაშეები, არამედ დებიუტანტებიც გამომეძახებინა. აქ დაბრუნდნენ შენგელია და ბერიძე. ისინი მაროკოს წინააღმდეგ ითამაშებენ, მხოლოდ ვარჯიშისთვის არ გამომიძახებია. მაროკო ძალიან კარგი გუნდია და ყველას ექნება საშუალება, თავი გამოიჩინოს...

გიორგი ჩაკვეტაძეს 2-3 დღე სჭირდება, რათა დაისვენოს. ვერ გეტყვით, ის ითამაშებს თუ არა მაროკოსთან, არ ვიცი, თუმცა აუცილებელია, გუნდთან ერთად იყოს და თავი მის ნაწილად იგრძნოს.

ნებისმიერი სერია აუცილებლად სრულდება. გვსურს გაგრძელდეს, თუმცა ამაზე არ ვფიქრობთ. ისინი ითამაშებენ, ბოლოს ცოტა დრო რომ ეძლეოდათ, თუმცა, კლუბში გამოირჩევიან, მაგალითად, ლუკა ლოჩოშვილი. მესმის, რომ ბევრი ცვლილების დროს ხარისხი იკარგება, თუმცა მთავარი არა მაროკოსთან შედეგის მიღწევა, არამედ ნორვეგიის ნაკრებზე ფიქრია და ამ მიზნით ახალ ფეხბურთელებს გამოვცდით...

ირაკლი აზაროვს კლუბში ბევრი გაუცდა, ბოლოს ითამაშა და იმედია, თავს დაიმკვიდრებს. გიორბელიძის არგამოძახება ჩემი არჩევანი იყო. მარცხენა ფლანგზე დიდი კონკურენციაა. გურამი მომწონს, როგორც ფეხბურთელი. 

რაც შეეხება ყაზაიშვილს, ცნობილი მიზეზების გამო ახლა მისი გამოძახება მიზანშეწონილი არ იქნებოდა, ვიმსჯელეთ და გუნდური ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, არ გამოვიძახეთ.

რაც შეეხება მესამე მეკარეს, ადრე კუპატაძეს ვეყრდნობოდი. კერესელიძის გამოცდა მსურდა, თუმცა ტრავმა მიიღო. ამ ეტაპზე, მესამე მეკარის გამოძახება საჭიროდ არ ჩავთვალე. ისე, არის რამდენიმე ვარიანტი, რომელთაც ამ სტატუსისთვის გავითვალისწინებ, მაგალითად, შოვნაძე და გუგეშაშვილი.

მიხარია, რომ ჩვენი ფეხბურთელები ტოპლიგებში წარმატებით ასპარეზობენ. მახარებს, რომ ღირებულება იზრდება. ეს იმ წინსვლის შედეგია, რომელსაც მივაღწიეთ.

ნორვეგიის ნაკრებს, ჰოლანის გარდა, სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც ჰყავს. მათ თამაშს უნდა ვუყურო, რათა უკეთესი შთაბეჭდილება შემექმნას.

მსოფლიო ჩემპიონატს ოჯახთან ერთად ვუყურებ, თუმცა ამ დროსაც საქართველოს ნაკრებზე ვიფიქრებ."

altტრავმის გამო ხვიჩა ნაკრებს ვერ დაეხმარება - მორიგი შანსი ალთუნაშვილს

მკითხველის კომენტარები / 14 /
მაროკო ძლიერი, ტექნიკურად, ტაქტიკურად და ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდია.სწორედ ასეთ გუნდებთან, თან ამხანაურშია სწორედ შესაძლებელი ახალი სახეების აღმოჩენა.პრაქტიკულად მეორე შემადგენლობაა და სწორიცაა. კვარამ, ჩაკვემ, მიქაუტაძემ, კაკაბაძემ მძიმე სეზონი ჩაათავეს და ახლა ტრამვის მიღების რისკი ნამდვილად არსებობდა. დაე დაისვენონ, დაიმსახურეს. ეხლა აუცელებლადაა სანახავი უახლოესი ალტერნატივა, რადგან ტფუ-ტფუ, ტრამვის შემთხვევაში, უშანსოდ არ უნდა დავრჩეთ, რადგან თუ დიდ ფორუმზე გასვლა გვსურს, მხოლოდ გრძელი და სრულფასოვანი სკამითაა ეს მხოლოდ შესაძლებელი. ეგრეა ნაპოლი დღეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ, მინიმუმ 2 ფეხბურთელს გამოავლენს ეს თამაში, თუნდაც ოქროს ერთი ფეხბურთელი რომ გამოვლინდეს, მიღწევაა. ასეთი ფეხბურთელების აღმოჩენა კი, მეორე შემადგენლობით, ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაშითაა შესაძლებელი. აი ამ სიტუაციაში რომ ფეხბურთელი გამოიკვეთება და თვალში მოგხვდება, ანუ თამაშს რომ წარმართავს, ისაა სწორედ სრულფასოვანი რეზერვი და არააქვს მნიშვნელი, ტუ რომელ პოზიციაზე მოხდება ეს. დღეს ნაკრები ისეთ სტადიაზეა, რომ დარწმუნებული ვარ, ბიჭები მისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ, მაქსიმალური მონდომებით,. ვნახოთ, ვინ გამოიკვეთება. სწორედ ამიტომ არააქვს ანგარიშს მნიშვნელობა, თუმცა ვნახოთ. სანიოლი კი მწვრთნელია.
ლევან მაღლაკელიძე
20:44 16-11-2022
1
ბიჭებმა გამოცდის ჩაბარებაზე კი არ უნდა იფიქრონ თამაშის დროს არამედ გამარჯვებაზე უნდა იფიქრონ და ინდა გაიმარჯვონ ისინი ჩვენ ქვეყანას წარმოადგენენ . წარმატებები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს
gio9
17:05 16-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული