ჰაკიმ ზიეშმა საქართველოს ნაკრებს მოედნის ცენტრიდან გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროს ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში მაროკოს უპირისპირდება და პირველი ნახევრის შემდეგ 0:2 მარცხდება.

პირველი გოლი მე-5 წუთზე "სევილიას" ფორვარდმა იუსუფ ელ ნესირიმ გაიტანა. რაც შეეხება მეორე გოლს, 35-ე წუთზე "ჩელსის" ნახევარმცველმა ჰაკიმ ზიეჩმა მოედნის ცენტრიდან ულამაზესი დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა და გიორგი მამარდაშვილს შანსი არ დაუტოვა.

altსაშინელი პირველი ტაიმი - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან მარცხდება

მკითხველის კომენტარები / 17 /
კარგით შეეშვით თავის შეცდომაც ეყოფა
papa
17 ნოემბერი 2022 22:04
3
რაღა დაგიმალოთ და სასარგებლო გოლი გაუშვა მამარდაშვილმა და სასარგებლო ორი რამითაა: 1) გველის ნაკბენივით დაამახსოვრდება ეს ბავშვური შეცდომა და მეტს აღარ იზავს ასეთ სისულელეს და 2) კიდევ კარგი რომ ესეთი გოლი ამხანაგურ შეხვედრაში გაუშვა და არა სერიოზულ გადამწყვეტ თამაშში. იდეაში ამხანაგური შეხვედრები ესეთი ლაფსუსების ახმოფხვრისთვისაა
z
17 ნოემბერი 2022 21:40
3
რაოო ვისი მეკარეო …?! ერთი კუთხურიდან უშვებს მეორე ცენტრიდან !!!’ დააბრუნეთ ლორია და მაკარიძე და ეგ ბავშვთა ბაღი შეინახეთ სადმე შორს …თუნდაც 130 მილიონი გაუხდეს ფასი !!!
რაოოო
17 ნოემბერი 2022 21:21
28
მე არ გადავაყოლებ …ზოგიერთებივით ორი ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოს ერთერთ მაგარ გუნდში იმდენი სტაბილური სეზონი ორ ავტოგოლს რომ აძახებენ …უბრალოდ იმდენად ახალგაზრდები და გამოუცდელები არიან რომ ავიწყდებათ სად არის კარები და რომ
თვითონ არიან მეკარეები …ბოლოსდაბოლოს მეკარე არის კონიაკივით რაც უფრო ძველია და გამოცდილი მით უკეთესია …და მთავარი სანამ კარგად თამაშობს ლორია იქნება თუ მაკარიძე ითამაშოს ვაა…დონე დაუვარდებათ ან გავლენ პენსიაზე ე მერე ბატონო გინდ მამარდა გინდ კუპატაძე ვინც იქნება უკეთეს ფორმაში და დონეზე…უბრალოდ ტეხავს ეს 22 წლის არის გაუმართლა ვალენსიაში და პერსპექტივის გამო 30 მილიონი გახდა მაგის გამო ლორია ამოაგდო არც ლამაზია მერე ყველამ ვიცით და ჩანს კიდეც რომ ლორიაც და მაკარიძეც ( ეგ ვერაა ცოტა ფორმაში კი ბატონო ) უკეთესი მეკარეები არიან რაა !!!!
ზურას
17 ნოემბერი 2022 22:15
5
თუ ძმა ხარ ნუ გადააყოლებ ეხლა ამ შეცდომას, იმედი მაქვს ისწავლის თავის შეცდომებზე. მეორეჯერ თუ დაუშვებს იგივე შეცდომას მერე იძახე რაც გინდა და მეც დაგეთანხმები რომ ე.ი. ვერ სწავლობს და ვერ ვითარდება, მაგრამ ამ ბიჭს არაფერი ეტყობა რომ უტვინო მოთამაშე იყოს, ასე რომ წარმატებები და განვითარება გიორგის!!!
ზურა
17 ნოემბერი 2022 21:43
6
ეხლა მეორე ტაიმში დადგებიან ჩვენები დაცვაში და მერე იტყვიან მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთო)
გიუშა
17 ნოემბერი 2022 21:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული