დე ძერბი "ბაიერნის" ჩაბარებას უახლოვდება

AutoSharing Option
"ბრაიტონის" მთავარი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი "ბაიერნის" ჩაბარებას უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერის" სპორტული დირექტორის, მაქს ებერლის აზრით, იტალიელი მწვრთნელი "ბაიერნის" სტილს საკუთარ იდეებს იდეალურად მოარგებს.

გამოცემის ინფორმაციით, დე ძერბის რამდენიმე თვის წინ "ბრაიტონში" დარჩენა სურდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან აზრთა სხვადასხვაობის გამო გადაწყვეტილება შეცვალა.

შეგახსენებთ, "ბაიერნს" სეზონის ბოლოს თომას ტუხელი დატოვებს, მიუნხენური გრანდის ჩაბარებაზე კი უარი რალფ რანგნიკმა და ხულიენ ლოპეტეგიმ უკვე განაცხადეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ეს გუნდი სულ გამოშტერდა,თუ მართლა ეს ვითომ მწვრთნელი წაიყვანეს
Master
16:57 13-05-2024
5

სიახლეები პოპულარული