0:3 - საქართველოს ნაკრები მაროკოსთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მაროკოსთან 0:3 დამარცხდა.

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა ჩვენი ეროვნული გუნდი თავისი ლიდერის, კვარაცხელიას გარეშე. მეტოქემ თავიდანვე შემოგვიტია და ენ-ნესირიმ თავისი გუნდი დააწინაურა. მაროკოელები უპირატესობას ფლობდნენ, ტექნიკურად თამაშობდნენ, ორივე ფლანგიდან გვიტევდნენ და ელ-ნესირს გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. საპასუხო იერიშისას კი ვოლკოვმა კარის წინ ვერ შეძლო ბურთის კარში გადაგზავნა. მოწინააღმდეგე თავადაც თამაშობდა, „ჯვაროსნებსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას და შეხვედრა საკმაოდ ლამაზი სანახავი გახლდათ. 25-ე წუთზე ჰაკიმი ლოჩოშვილს გაექცა და ისევ მეკარემ
გადაგვარჩინა. მერე ზიეშმა წინ გამოსულ მამარდაშვილს მოედნის საკუთარი ნახევრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ვიზავი 2:0 გავიდა წინ. ცოტა ხანში აფრიკელებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი, რომელშიც საქართველოს ნაკრები აშკარად დაიჯაბნა, 0:2 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ მაროკოელთა მწვრთნელმა წამყვანი ფეხბურთელები ჰაკიმი და ენ-ნესირი შეცვალა. თამაში გათანაბრდა, მაგრამ სანიოლის შეგირდები სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. 72-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში დარტყმული ბურთი ხელზე კვირკველიას მოხვდა და ბუფალმა პენალტით ანგარიში გაზარდა. ცხადი შეიქნა, რომ მოედანზე არ გვყავდა ლიდერი, რომელიც თამაშს დაალაგებდა და გაამწვავებდა, ჩვენი შეტევები ერთფეროვანი და უხიფათო იყო. მხოლოდ ერთხელ მიეცათ გატანის შესაძლებლობა და ბერიძის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ბუნუ ადვილად დაეუფლა.

მოკლედ, ვაღიაროთ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა, თან ძალებიც დაზოგა და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარა.

ამით შეწყდა საქართველოს ნაკრების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ კვარაცხელიასთან ერთად სხვა გუნდია და მის გარეშე - სულ სხვა.

შარჯა. „შარჯა სტადიუმი“
მაროკო - საქართველო 3:0
გოლები: 1:0 ენ-ნესირი (5), 2:0 ზიეში (30), 3:0 ბუფალი (72, პენ)

მაროკო: ბუნუ, საისი (ელ იამიგი 63), აგერდი, ჰაკიმი (მაზრაუი 46), ატიატ-ალა, ზიეში (ზაროური 69), ამალა (ჩაირი 63), ჟაბრანი, უნაი, ბუფალი, ენ-ნესირი (ჰამდალა 46)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია (საზონოვი 78), კაშია, ლოჩოშვილი, გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი (ბერიძე 78), აბურჯანია (მექვაბიშვილი 78), წიტაიშვილი (შენგელია 35), დავითაშვილი (ლობჟანიძე 62), კიტეიშვილი, ვოლკოვი (ქვილითაია 62)

მკითხველის კომენტარები / 164 /
არაუშავს,ქვილითაიას დავაბრალოთ,
ვაკრიტიკოთ ვაკრიტიკოთ...
ბაჩი
17 ნოემბერი 2022 22:15
4
სისწრაფე რო ჭირდებათ კი იცოდნენ და დღესაც მაგიტო დაიჩაგრენ მარა არ შეუძლიათ ეს სწრაფად თამაში და რაღაც სხვა ტაქტიკა უნდა მოიფიქროს ხიზავამ ასე რო არ შერცხვენ
1.2.3.4.5.6.
17 ნოემბერი 2022 23:05
5
წიტაიშვილი რაზე გაიყვანა 35 წუთზე მოუვიდა რამე?
f
17 ნოემბერი 2022 22:49
1
ერთადერთი პლუსი ამ თამაშს ჰქონდა ის, რომ ალთუნაშვილი წარმოგვიდგა როგორც შემდგარი ფეხბურთელი, ძალიან მომეწონა მისი თამაში. მეორე ის, რომ საბოლოოდ დავინახეთ, რომ კვირკველია არაა სანაკრებო ფეხბურთელი. მამარდას რაც შეეხება, ცენტრიდან გოლი კიდევ კარგი ამხანაგურში გაუშვა და არა ლა ლიგაში, თორემ მისი კარიერა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. იმედია, აწი ეგეთ შეცდომას აღარ დაუშვებს ეს ოქროს ბიჭი.
ბმბ
18 ნოემბერი 2022 13:12
1
ვილის ყოჩაღ :(((( აფსაიტების კეთება უსწავლებია :( დანარჩენი დამხმარე ვაიტრენერებიც მალადეც
აფსაიტი
17 ნოემბერი 2022 22:12
6
Ferma mkvdari sulebit savse mase gaagrdzelet da nagdat gafrindebit
Glgo
17 ნოემბერი 2022 22:12
2
ხოტბას ვასხამდით ენას კბილი არ დავაჭირეთ ქება დიდებით და შედეგი სახეზეა.
კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო
მოი
17 ნოემბერი 2022 22:10
2
ეს რა იხო გუშინ ერტმა ცარიელ კარში ბურტს ფეხი აცილა როცა ბურტზე ფეხის აცილება უფრო ცნელი იხო,მერე ტავის კარიდან გაგვიტანეს,ამ სასტავიდან 3-4 კაცს ტუ ატამაშებ დანარჩენს რა უნდა ნაკრებში,გუშინ ამატი ხურება იხო საცოდაობა
K
18 ნოემბერი 2022 11:46
0
არ შეიძლება დაცვაში გედგეს 3 კაცი, რომელთა ფიზიკური წონა რეგბის პირველხაზელთა წონას უტოლდება.დაცვის ცენტრი და "აპორნია" პირველი რიგის მისახედი; მერე ბურთის სწრაფად ამოტანა და ასევე სწრაფად ტაქტიკური გადაწყობა სიტუაციის შესაბამისად.
ერთია ძალისმიერ ნელ გუნდთან თამაში და სხვაა მაროკოსთანა ტექნიკურ და სწრაფთან
მაროკოს კონდიციები რა თქმა უნდა უფრო მაღალი იყო იმიტომ რომ მას მსოფლიო ჩემპიონატი აქვს სათამაშო ...კვარა და ჩაკვე რა თქმა უნდა სხვანაირად ათამაშებდნენ გუნდს, მაგრამ ასე უმწეოები მაინც არ უნდა ვყოფილიყავით
3 დღეში ნახავთ მაროკოს ეგზეკუციას ხორვატებთან
მერაბ გ.
18 ნოემბერი 2022 10:32
0
მე მგონია რო მსაჯის არაკომპეტენტურობის გამო წავაგეთ, ნამდვილად არ ვიმსახურებდით და ტყუილად ლანძღავთ ბიჭებს
zura
17 ნოემბერი 2022 23:18
33
კი, ეგრეა... და კიდევ ვლ. მასლაჩემკო გვთარსავდა იმქვეყნიდან...
დდდ
17 ნოემბერი 2022 23:26
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული