იძულებითი ცვლილება საქართველოს ნაკრებში - სანიოლმა 17 წლის მოთამაშე მიიწვია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის მატჩებისთვის მომავალი კვირიდან შეიკრიბება. ვილი სანიოლის მიერ გამოცხადებულ 26-კაციან შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა, "კოპენჰაგენის" მცველმა დავით ხოჭოლავამ მუხლის ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად კი ფრანგი მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ბათუმის "დინამოს" უკანახაზელი მამუკა კობახიძე იქნება.

ეროვნულ ნაკრებს საწვრთნელ შეკრებაზე 17 წლის დებიუტანტი შეუერთდება. "დინამო თბილისის" წევრი გაბრიელ სიგუა ვილი სანიოლმა უახლოესი ორი მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

"ჯვაროსნებს" ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი აკლია. სხვა მხვრივ, სიაში ყველა ის მოთამაშეა, რომელიც სამწვრთნელო შტაბმა შეარჩია.

შეგახსენებთ, 25 მარტს ბათუმში მონღოლეთის ნაკრებს ამხანაგურად
გავეჯიბრებით, სამი დღის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ნორვეგიელებს ვუმასპინძლებთ.

altსაქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტში გასამართი მატჩებისთვის

altშანსი გაგნიძეს! სანიოლის სია სერია "ა"-ს მცველის გარეშე - რისი ფუფუნება არ გვაქვს?!

altკვარაცხელია აჯობებს თუ ჰოლანი? - ევროპისათვის საინტერესო დაპირისპირება

altრა სურს სანიოლს? - მონღოლთა ისტორია, დღევანდელობა და 0:14 იაპონიასთან

მკითხველის კომენტარები / 37 /
ოოოო, ჰალანდი და კობახიძე - კაცი საქართველოს ჩემპიონატში ვერ დარბის და ნაკრებში რა ესაქმება ???
ზურა
18 მარტი 2023 21:57
3
ლოჩოშვილის გამოძახება არ ჯობდა?!
ირაკლი
18 მარტი 2023 21:25
3
თუ ხოჭოლავაც არ იქნება, იმ მონსტრს (ჰაალანდს) ლოჩოშვილზე უკეთ კობახიძე დახვდებოდა? აშკარა შეცდომაა.
ქომაგი
18 მარტი 2023 23:38
1
უსუსტესი ჩემპიონატის უსუსტეს მცველს რო იძახებ რომლის გუნდის კარში ვისაც არ ეზარება ყველა გუნდი რო გოლებს იტანს და სერიას მცველს რო არ იმჩნევ. აყურებინეთ ვინმემ სანიოლს ბათუმის თამაშები.
უსამართლიბის ზეიმი!!!
18 მარტი 2023 22:23
4
იცით რა მიკვირს?რანაირად ახერხებენ იმას,რომ ზედ სანაკრებო მატჩების წინ იღებენ ტრავმებს?!შემდეგ კი,ჰოპ და სანაკრებო პაუზის შემდეგ,პირველივე ტურში,თავიანთი კლუბების ძირითადში თამაშობენ?!რანაირად?!ეს რომ პირველი შემთხვევა იყოს,კიდევ ჰო,მაგრამ..
ყველაზე მეტად
19 მარტი 2023 02:32
3
აღარ უნდა თამაში და ნუ უნდა.გაუშვით.ხოჭოლავა ასეთ რაღაცეებს პირველად არ შვრება.სახვეწარი არაფერია.წავაგებთ და არც ეს იქნება დიდი ტრაგედია.მთავარია ახალგაზრდები წარმოვაჩინოთ.
ჯანაშია ვაგნერი.
19 მარტი 2023 03:08
7
ეგ პატარა კაცი მთავრობას დაეჯახა იმის გამო რო მეორე ფრონტი არ გახსნა და თავისი სიმამრის გადასარჩენად საუკეთესო ქართველი ახალგაზრდები არ ჩახოცა სხვის ომში და იმის მერე სულ ეგრე იქცევა ნაკრების თამაშები რო ახლოვდება,,მე კიდე აქედან ვეტყვი ხოჭოსაც და სხვებსაც ვინც ეგრე ფიქრობთ,,მთელი თბილისი და არამარტო თბილისი გადაჭედილია ომს გამოქცეული ორ მეტრიანი უკრაინელი ახალგაზრდებით და აქ გულაობენ თან რესტორნიდან კლუბში და კლუბიდან რესტორანში გადადიან და თურმე ჩვენ უნდა გაგვეგზავნა ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდები სხვის ომში დასახოცათ მაშინ როცა თავად უკრაინელები გარბიან თავისი ქვეყნიდან,,ჯერ თვითონ უკრაინამ გამოაცხადოს ქუდზე კაცი და მერე დარჩნენ ნაწყენები სხვა ყვეყნებისგან თუ არ ექნებათ მხარდაჭერა,,საერთოდ აღარ გამოიძახოთ არ გვჭირდება ნაკრებში უგულო ფეხბურთელები
გელა
19 მარტი 2023 10:18
7
აუ გელა ძაან გასული ხარ რა...
იდიოტოლოგი
19 მარტი 2023 15:26
1
ყველა გამოხმაურება
კობახიძეს რაფერს ვერჩი, მაგრამ ლოჩო მაგას ცალი ფეხითაც სჯობია. რაღაც საოცრებასთან გვაქვს საქმე. სიგუას აქებენ და წარმატებას ვუსურვებ.
ვანჩოპე
19 მარტი 2023 00:19
0
წარმატებები სიგუას! დიახ საჭიროა ასეთი თამამი გადაწყვეტილებები სანიოლისგან. მეტი შანსი ახალგაზრდებს. მითუმეტეს მოედნის ცენტრში სადაც ასე ძაან უჭირს ნაკრებს. გაგნიძეც დარწმუნებული ვარ თავს კარგად წარმოაჩენს. წარმატებები…!
მათე
18 მარტი 2023 22:33
1
Ogond eg araaa...xocholavas imedi mqonda dzalian magal burtebze,albat sazonovs mouwevs holandtan widaoba...
Givi
18 მარტი 2023 21:41
2
რას ამბობ ეგ რომ მოხდეს ნაღდი პენალტი გვიჭირავს, არ გახსოვს როგორი უაზრო პენალტი აიკიდა ახალგაზრდულში თურქებთან.
ტტტ
18 მარტი 2023 21:56
7
ისე ეგ სიგუა არ ჩანს ცუდი ბიჭი, გოლებიც გაქვს და კარგია, რო აჩვევენ ნაკრებს
გოგა
18 მარტი 2023 21:53
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული