"ეს კრიზისია და შანსები თითქმის გაქრა" - ნორვეგია ჰოლანის ტრავმის გამო შოკშია

AutoSharing Option
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყების წინ ნორვეგიის ნაკრებისთვის თავდამსხმელ ერლინ ჰოლანის გამოკლება ნამდვილი შოკი გამოდგა. ის წინა დღით ჩვეულებრივად ვარჯიშობდა, მაგრამ შემდეგ საზარდულის პრობლემა შეექმნა და თავის გუნდს ესპანეთთან და საქართველოსთან ვერ დაეხმარება.

ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა მარბელაში ჟურნალისტებს შექმნილი ვითარება განუმარტა. მისი თქმით, იმედგაცრუებული არიან, თუმცა გუნდის ლიდერის გამოკლებით არაფერი შეიცვლება, რადგან სხვა მაღალი დონის ფეხბურთელებიც ჰყავს, განწყობა საბრძოლოა, ესპანეთთან თამაშის გეგმა თითქმის უცვლელი დარჩება, საქართველოსთან კი არაა გამორიცხული, ცვლილებებს მიმართოს.

"ვერაფერს მოვიმოქმედებთ. ასეთ სიტუაციაში საკვალიფიკაციო
ტურნირებისას ადრეც ვიყავით. არავის დავიმატებთ. თავდასხმაში ორი კანდიდატი გვყავს, ალეკსანდერ სიორლოტი (სოსიედადი) და იორგენ სტრანდ ლარსენი (სელტა). აგრეთვე - ნახევარდაცვაში ოლა ბრინჰილდსენი (მოლდე) და კრისტიან ტორსვედტი (სასუოლო). ამის შემდეგ 11 დღის განმავლობაში ჰოლანზე დასმულ კითხვებზე არ გიპასუხებთ", - დასძინა სოლბაკენმა.

კომენტარი ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა გააკეთა: "რა თქმა უნდა, ვნერვიულობთ და დაძაბულობამ იმატა, მაგრამ მე ეს მომწონს კიდეც. წარუმატებლობის შიში ყოველთვის არსებობს, რაც დამატებით მუხტს გვძენს".

ნორვეგიული Dagbladet-ი შექმნილ სიტუაციას კრიზისულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაზე უარესი სიახლეა, რაც შეიძლებოდა შეეტყოთ, რამეთუ ჰოლანის მსგავსი ვარსკვლავი არ ჰყავთ, მისი გამოკლება ძალიან სერიოზული დანაკლისია, სიორლოტი ჰოლანივით ექსტრემალურად სწრაფი არაა და სავარაუდოდ, ტაქტიკის გადაწყობა მოუწევთ.

NRK-ის საფეხბურთო ექსპერტი კარლ-ერიკ ტორპი ამბობს, რომ ჰოლანის ტრავმა წარმოუდგენლად გამაღიზიანებელია, ვინაიდან ის მეტოქეებთან ყველაზე დიდ სხვაობას სძენს ეროვნულ გუნდს და ახლა მათი შანსები თითქმის გაქრა.

"მარკა" ჰოლანის ტრავმას "ფურია როხას" დაცვისთვის შვების მომგვრელს უწოდებს, ხოლო AS-ი წერს, რომ ეს მათი მეტოქისთვის დიდი დარტყმაა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მის ნაცვლად არავის დავიმატებთო,ცუდად მენიშნა.ეტყობა არის შანსი,ჩვენთან მაინც შეძლოს თამაში.საამისოდაც მზად უნდა ვიყოთ.ეგეც არ იყოს,არც სხვები არიან საჩუქრები და ყოველი მაღალი ბურთი,ჩვენ საჯარიმოში ჩამოწოდებული,ჩვენთვის სახიფათო იქნება.ამას ოდეგორიც დაამატეთ და ოსტეგორიც ხომ ვიცით,საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელია.ბევრს მწარედ ეხსომება ამათთან ნათამაშები მატჩი,თბილისში,ნახევარ საათში,უკვე 4 გოლი რომ ჰქონდათ გატანილი.ძალიან მძიმე თამაში იქნება და ჰოლანის არყოფნა,მხოლოდ შეღავათი იქნება ჩვენი ბიჭებისათვის,მაგრამ არავითარ შემთხვევაში,გარანტირებული გამარჯვების იმედი.დარწმუნებული ვარ,ჩვენი ბიჭები გამარჯვებაზე გაიწევენ,ისიც მჯერა,ძალიან გაგვიჭირდება,თუმცა ისიც მჯერა,რომ გავიმარჯვებთ და ჯგუფიდან გასვლის შანსებს გავიუმჯობესებთ.ჩვენ კი,გულშემატკივრები ყველანაირად დავეხმარებით,ამის მიღწევაში.
სოსო
22 მარტი 2023 14:26
2
ევროპულ და ზოგადად აზრზე მოსული გუნდების ტაქტიკაა ეს, ლიდერი რომც დააკლდეთ ატეხავენ წუწუნს და ვაი ვიშს, არადა იმის გარეშეც უამრავი მონახაზი და გეგმა აქვთ. ამიტომ ერთი ჰალანდის ტრავმაზე ნუ ავაგებთ ოცნების კოშკებს, ნორვეგია ძალიან ძლიერი მწყობრი დისციპლინირებული გუნდია და რეალურად ჩვენზე ძლიერია! ამიტომ სრული მობილიზება და მონდომება თუ მოგვიტანს წარმატებას!
ბეჟო
22 მარტი 2023 11:43
1
რა თქმა უნდა ჩვენ გაგვიმართლდა, არ მგონია შეთქმულებებეს საფუძველი ქონდეს, ჰოლანდი პროფესიონალია და ეროვნული შეგრძნებაც სხვაზე ნაკლები არ ექნება, გვიმსუბუქდება მდგომარეობა მაგრამ ეუფორიაში ნუ მიეცემით, ნორვეგიასთან ცუდი მოგონებები გვაქვს, პრაგმატული და ფიზიკურად კარგად, ჩვენზე უკეთესად, მომზადებული გუნდია, ჰოლანდს თუ არ ჩავთვლით ადრე უფრო ძლიერი ნაკრები ყავდათ, კონცენტრაცია ბიჭებს, მთავარია დაღლილობის გამო სიტვაციებიდან ჩვეული გამოთიშევები არ იყოს და ცოტაც გაგვიმართლდეს...
გუსანი
22 მარტი 2023 11:41
0
ხალხო ნუ ნერვიულობთ,მე იმდენად მჯერა და მეიმედება ხვიჩასი და მიქაუტაძესი,ზურიკოს და ბუდუსი,რომ დარწმუნებულიც კი ვარ ასეთი თავდამსხმელებით ესპანეთსაც და ნორვეგიასაც შავ დღეში ჩავაგდებთ,რაც შეეხება შოტლანდიასა და კვიპროსის,არც მაგათთან უნდა მოვდუნდეთ,ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა,ბურთი კიდე მრგვალია,მე უფრო მგონია რომ მოედნის შუაგული აუცილებლად უნდა ავიღოთ,ძალიან დიდი როლი აქვს ჩაკვეტაძეს,მან უნდა აიღოს თავის თავზე თამაში,მას ეს შეუძლია უმაღლეს დონეზე,მცველები ყველა მაგარი ბიჭები არიან,საზონოვმა უნდა აჩვენოს რომ ტოპია,მე ესეთი ახალგაზრდა და დამაჯერებლად მოთამაშე მცველი დიდი ხანია არ მინახავს,ან სად იყო აქამდე?ერთი რამ ცხადია რომ ესეთი გუნდით შეგვიძლია ძალიან შორს წავიდეთ,ისე შორს რომ ვერ წარმომიდგენია,აბა ეხლა ყველაფერი ჩვენ ბიჭებზეა დამოკიდებული,ღმერთმა დაგლოცოთ!!!
ზაზა
22 მარტი 2023 11:26
0
რეალურად ვთქვათ ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდია ჰალანდი დააკლდათ და რეზერვში ყავთ სოსიედადის და სელტას ფორვარდი და ჩვენ საიდან გვყავს კვარას და მამარდას გარდა გახსენებაც კი არ ღირს.
ეეე
22 მარტი 2023 11:23
2
ჰალანდის გარეშეც ჩვენზე ძლიერი გუნდია ნორვეგია, ასე რომ საწუწუნო მაგათ კიარა ჩვენ გვაქვს.
ბექა
22 მარტი 2023 11:14
2
მე 70 წელს ვუახლოვდები. ჩემი დაკვირვებით, დასავლეთ ევროპელი ჟურნალისტები მუდამ ესე იქცევიან, თამაშის წინ ლაპარაკობენ თავიანთი გუნდის პრობლემებზე, არიქა რა ცუდად ვართო, აკრიტიკებენ, მაგრამ აქებენ მოწინააღმდეგეს. არიქა, რა მაგრები არიანო. ჩვენები პირიქით იქცევიან, მატჩის წინ აქებენ საკუთარ გუნდს, რათა განწყობა შექმნან. (მე არ გაკრიტიკებთ). ასე არის 1972 წლიდან, როცა ტოტენჰემთან გავნადგურდით. იქ ისე მიდიოდნენ, გეგონება უეჭველი მოგებული გვქონდა.
და მეორე, თუ ჩვენები მშვიდ, წყნარ გარემოში, აჟიოტაჟის გარეშე ემზადებიან და პრესაში-ხალხში თამაშისადმი სერიოზული -, არა ტრაბახა მიდგომაა. თითქმის სულ ვიგებდით.
იქნებ ეხლაც გვეცადა, მაგალითად ჰალანდი არ არის მაგრამ ნორვეგია შეკრული გუნდია. ესეთი აქცენტი მოწინააღმდეგეზე, ხოლო ჩვენზე რამდენად შეინარჩუნეს ფორმა. ხომ არ განმეორდება წინა ციკლი, როცა ევროლიგაზე ნახევარფინალში გავედით, მაგრამ შესარჩევზე ცუდად გამოვედით. და რა თქმა უნდა სპეციალისტების და ჟურნალისტების მიერ გუნდის მზადების შედარებით მშრალი აღწერა, ქება დიდების გარეშე.
ჰაჰა
22 მარტი 2023 10:17
1
ჩვენ გვკითხონ აბა როგორი იყო ერთა ლიგის ფინალში ხვიჩა რომ არ იყო და ხვიჩას კითხონ აბა როგორი იყო. თან 30 წლიანი ლოდინის მერე გულში ნემი რომ გაგვიყარეს
1.
22 მარტი 2023 09:37
1
ჰალანდებს ვერ დავბადავ
სტალე სოლბაკენი
22 მარტი 2023 07:54
1
ძალიან ბევრმა გულშემატკივარმა ეჭვი გამოთქვა ამასთან დაკავშირებით. მიაჩნიათ, რომ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის თამაშების წინ ტრავმის რისკი გამორიცხა და თან დაასვენა.
ქ. გ.
22 მარტი 2023 07:45
5
ისევე, როგორც კიტეიშვილი.
22 მარტი 2023 11:15
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული