პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები მონღოლეთს ვერ ამარცხებს...

AutoSharing Option
ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და მონღოლეთის ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ექსპერიმენტული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელმაც თავიდანვე შეუტია და კობახიძის თავით დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. მე-15 წუთზე ჩაკვეტაძეს გატანა მეკარემ არ დაანება, მაგრამ დამატებაზე ყველას ვოლკოვმა დაასწრო და ჩვენი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ვოლკოვმა ბურთი ძელს გაარტყა, ჩაკვეტაძემ კარგი შანსი ვერ გამოიყენა და მეტოქემ კონტრიერიშისას მეკარისა და ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მე-40 წუთზე გოჩოლეიშვილი საჯარიმოში მცველმა წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, თუმცა ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი
მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - მონღოლეთი
გოლები: 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბალჯინიამი (31)
გამოუყენებელი პენალტი: ჩაკვეტაძე (40)

საქართველო: ლორია, კობახიძე, დვალი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, აბურჯანია, გაგნიძე, წიტაიშვილი, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, ვოლკოვი

მკითხველის კომენტარები / 29 /
გუნდში ჯერჯერობით გაგნიძე,წიტაიშვილი,საზონოვი,გოჩოლეიშვილი,დანარჩენები სუსტად გამოიყურებიან!!!
ზაზა
25 მარტი 2023 19:05
2
გოლი,აშკარა თამაშგარიდან გაიტანა.ჩაკვეტაძე საკუთარი თავის აჩრდილია,წიტაიშვილს აშკარად ეტყობა სათამაშო პრაქტიკის არ წონა,ლობჟანიძეც სუსტად გამოიყურება,გაგნიძეს არაუშავს,ართმევაზე კარგია.ლორია უნდა შეეგუოს მეორეობას,და ზოგადად ასეთი ცენტრით ძალიან გაგვიჭირდება.
ვოლკოვმა
25 მარტი 2023 19:00
0
თამაშის წინაც დავწერე შემადგენლობა რომ ვნახე, ეს შემადგენლობა დიდი ანგარიშით რომ მოიგებს არ მჯერა მეთქი. ასეთ გუნდებს მყვირალა ანგარიშით უნდა უგებდეთ და მოუგებდით კიდევაც რომ არა ასეთი გულმავიწყობა. დავწერე თამაშის წინ გიბრალტარი არ დაგვემართოს მეთქი და სანიოლს დაავიწყდა გიბრალტარი? რით ვერ გავიგეთ რომ არ ვართ გერმანია ან საფრანგეთი რომ მეორე შემადგენლობით თუნდაც მონღოლეთს ან გაბრალტარს ისტორია არ დავაწერინოთ? გამოიყვანე რააა შემადგენლობა და მერე ათამაშე ეგ გამოსაცდელები. ახლა ამ გუნდამა როგორ გინდა ნოევეგიასთან ითამაშოს? არადა დარწმუნებული ვარ ხვიჩა 20-25 წუთში დუბლს გააკეთებდა. წაიყვანე ანგარიში და დაჩაგრე დასაჩაგრი მოწინააღმდეგე. ახლა კი გინდაც მოიგე რაღა მნიშვნელობა აქვს? ნორვეგიასთან ისეთი ჟილკით გუნდი ვეღარ გავა და შესარჩევიც შეიძლება ისეთი დაწყება ვერ გამოგივიდეს როგრიც გვინდოდა. სირცხვილია ყველას ისტორია აწერინო ყოველთვის.
G.LA
25 მარტი 2023 19:07
17
ლიჩოშვილი უთამაშებელიაო და კობახიძე რო თამაშობს რაა მერე? ზურგ უკან ისეთი პასი გაუძვრა რამის ბეჭი ამოიგდო ჩაჭრას რო ცდილობდა. სანიოლის სამწვრთნელო კვალიფიკაციაც იშიფრება უკვე რა დონეზეც აქვს. ეხლა კვარას გამოიყვანს მოიგებს თამაშს გამოვლენ მერე ვაზელინა ვეტერანი ფეხბურთელები და დაიწყებენ ნაკრებზე და სქნიოლზე სადღეგრძელოებს.
a a
25 მარტი 2023 18:59
10
აუ რა მაგრები ხართ
დავით 67
25 მარტი 2023 18:55
3
არაფრად არ გამოგვადგა მონღოლეთთან თამაში ისეთი ნულები არიან კალორიებსაც არ წვავენ ჩვენები მემგონი
Nu.
25 მარტი 2023 19:41
5
კვარადონა და ნახირი.. მეტი სათქმელი არაფერია. ჩაკვეტაძის დიდი დამცველი ვიყავი მაგრამ ეხლა დავრწმუნდი რომ ნაკრებშიც არ იმსახურებს გამოძახებას ისეთი მონდომებით თამაშობს თითქოს ყანიდან ნაშრომი ეხლა შეუშვეს სტადიონზე.
რონი
25 მარტი 2023 19:05
11
Ლორიას მადლობა და წადი.კობახიძეს იმედია აღარასოდეს ვნახავ ნაკრებში
jordan beli
25 მარტი 2023 19:02
2
ცხოვრებაში არ მინახია ესეთი არაფრის მომცემი სპარინგი ჰაერს ეთამაშებოდნენ მემგონი, ნორვეგიას საერთოდ მოუმზადებელი და გაუხურებელი შევხვდებით
1
25 მარტი 2023 19:47
10
რა უაზრო ფორმებიაა. არც გერბს გავს არ დროშას. რ იყო სადა ჯვრები ჯვაროსნებზე
იმერელი
25 მარტი 2023 21:51
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული