მონღოლეთთან ბათუმში მოგებულ ამხანაგურ მატჩში (6:1) საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა დუბლი შეასრულა და შეხვედრის დასრულების შემდეგ სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:
"პირველ რიგში ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. კარგად ვითამაშეთ. რაც შეეხება ჩემს გოლებს, დიდი ხანი არ მქონდა გატანილი და კარგია, რომ ეს მოვახერხე. ნავსი გატყდა და იმედია, მომავალში უფრო მეტს და მეტს გავიტან.
წინ ნორვეგიასთან უფრო მნიშვნელოვანი თამაში გველის და იმედი მაქვს, რომ გამარჯვების მოპოვებას გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ, რომლებიც მუდამ გვერდში გვიდგანან და გვეხმარებიან".