სანიოლი: ნორვეგიის ნაკრები სულ სხვა დონისაა და მზად უნდა ვიყოთ!

AutoSharing Option
28 მარტს ნორვეგიის ნაკრებთან ჩასატარებელი მატჩის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

"რა თქმა უნდა, ესპანეთი-ნორვეგიის მატჩს ვუყურეთ. პირველი დასკვნა, რაც გამოვიტანეთ, ისინი ამხელა ანგარიშით მარცხს არ იმსახურებდნენ. ჩვენმა ნაკრებმა კარგად იცის, რამდენად რთულ მეტოქესთან ექნებათ ურთიერთობა.

ყველაზე მეტად გუნდური ასპარეზობა მაინტერესებს და ცალკეულ მოწინააღმდეგეებს მნიშვნელობა არ აქვს.

დიდი პატივისცემა "ერთა ლიგის" მეტოქეებთან, მაგრამ ნორვეგიის ნაკრები სულ სხვა დონისაა და მათთან დაპირისპირებას მოუთმენლად ველით.

როგორც ფეხბურთის მოყვარულს, ყოველთვის მსურს, საუკეთესოებმა ითამაშონ. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. ჰოლანის
დანაკლისი დიდია, მეტოქე ამის გამო სხვანაირად ითამაშებს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ჩვენ და "ნაპოლი" სხვადასხვა ფილოსოფიით ვთამაშობთ. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში განსხვავდება, თუმცა ის ორივეგან ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მივიწვიე. ისინი ბევრს მუშაობენ, რათა ნაკრებს დაეხმარონ."

altსაუკეთესო ჩაკვეტაძე და სანიოლის გამართლებული იმედები - საქართველოს ნაკრები ქულებში

მკითხველის კომენტარები / 49 /
ნაპოლისნაირად იტალიის ნაკრები ვერ თამაშობს და ჩვენ როგორ ვითამაშებთ. მთავარია შეტევაში მრალფეროვანი თამაში დავუპირისპიროთ და არ ვიყოთ ერთი კაცის იმედზე, რომელსაც მოტივაცია ისედაც არ ჭირდება.
zaza
27 მარტი 2023 17:07
0
არ არის ნორვეგია იმ დონის გუნდი რომ ვერ მოუგოთ. არაფრით გამორჩეულმა სლოვენიამ ჯგუფში 4 ქულა აიღო ნორვეგიასთან თავის ჰალანდიან ოდეგარდიანათ და ჩვენ რატომ ვერ უნდა ავიღოთ? აგერ გუშინ ყაახებმა ძლიერ გამოცდილ დანიას მოუგეს 0-2 დან. დიდი მონდომება და კონცენტარციაა საჭირო, ყველაფერი კარგად იქნება.
G.LA
27 მარტი 2023 19:57
2
მესმის შენი, მაგრამ გინახავს როდესმე საქართველოს ნაკრების შემობრუნებული თამაში? თუ პირველ გოლს გაიტანენ მაშინ შეიძლება მოიგონ. ისიც მხოლოდ შეიძლება და არა 0-2 დან შემობრუნება. რა ვიცი მე არ მახსენდება ასეთი რამ.
დავით 67
27 მარტი 2023 22:16
0
დღევანდელი საქართველოს ნაკრები არაა ის გუნდი, რომ ითამაშოს იმაზე, რომ არ წააგოს ან ფრეს მიაღწიოს!
ჩვენ უნდა ვითამაშოთ მოგებაზე, ოღონდ გარკვეული ტაქტიქით, არა ქაოტურად და არა უბრალოთ: შევუტიოთ!
დავეთანხმები ზოგიერთს - შეიძლება წავაგოთ!
აგერ იტალიამ წააგო საკუთარ მოედანზე ინგლისთან.
მოკლედ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
წარმატება ბიჭებს!
თემური
27 მარტი 2023 18:33
2
არ ჰყავს ნორვეგიას იმ დონის დაცვა, რომ ხვიჩა თამაშიდან გათიშოს. აქ ის არის მთავარი ჩვენ რამდენად გამოვიყენებთ ხვიჩას შექმნილ მომენტებს.
გიგა
27 მარტი 2023 18:42
2
სხვა დონისაა, თუ არ არის სხვა დონის ნაკრებმა თავისი თამაში უნდა აჩვენოს სახლში მაინც! სანიოლი ხვდება, რომ დაცვაში ჩაჯდომა ამ თამაში არ ივარგებს, მაგრამ 90 წუთი პრესინგიც ვერ იქნება, ესეც იცის! აქედან გამომდინარე შეარჩევს მოთამაშეებს! არ უნდა შეგვეშინდეს გოლის გაშვების და ორთაბძოლები უნდა შევეცადოთ,რომ მოვიგოთ! სხვანაირად რავი ბრაზილია არავართ,რომ 4 ბურთი გავუშვათ და 5 გავიტანოთ!
მწვრთნელი
27 მარტი 2023 16:50
0
1000%it getabxmebi,maxsovs vaisis dros avstriastan chajnen 2 gaushves mere daiwyes tamashi,tavidanve unda sheutio egaa mtavari anu "susti var da ar shemidzlia "agar unda iyos itamashet mogebistvis da ara sheidzleba movigot!!!!
L.J .
27 მარტი 2023 18:05
0
მოვიგებთ
ლევან მაღლაკელიძე
27 მარტი 2023 16:40
2
ნორვეგია ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია.ესპანეთთან თამაშს ვინც უყურა დამეთანხმება,რომ არა ერთი სახიფათო მომენტი შექმნეს.მიკრო დეტალები გადაწყვეტს ბევრს.ერთ მუშტად შეკრული უნდა ვიყოთ მთელი გუნდი და მაყურებელიც.კვარა იმედია კვლავ გაიბრწყინებს.ღმერთი ჩვენკენ!
BOSS
28 მარტი 2023 02:03
0
რათქმაუნდა რთული მეტოქეა მაგრამ ყველაფერი ხდება მონდომებითა და გააზრებული თამაშით
წარმატებები
HK
27 მარტი 2023 18:23
0
ბოლო დროს ჩვენი ნაკრების ოფიციალური თამაშებიდან, მოსაწონი იყო გასვლები მაკედონიასთან და ბულგარეთთან. დანარჩენი მატჩები, მათ შორის გიბრალტართან, შინ ბულგარეთთსნ და მაკედონიასთან, არ მომეწონა. გუნდი არასტაბილურია. აქედან გამომდინარე, სამივე შედეგია მოსალოდნელი. თუ მოვიგეთ, იქნება სერიოზული, წინ გადადგმული ნაბიჯი.
დიმა
27 მარტი 2023 21:24
0
ფავორიტები არიან სტუმრები, მაგრამ ჩვენ შეგვწევს ძალა, სწორი ტაქტიკით შესაძლებელია მათთან წარმატების მიღწევა. კვარას ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ სასიკეთოდ, 2 კაცი მუდმივად ეჯდება ფეხე, რაც დანარჩენ შემტევებს გაუხსნის გზას! მთავარია ჩაკვეს და ზურიკოს წაუვიდეს თამაში. ცენტრში როგორ დავიჭერთ ბურყს ეგ უკვე კვეკვეზე იქნება დამოკიდებული, წარმატებები!
ჯიჯი
27 მარტი 2023 19:28
2
საიდან ასკვნი რომ ფავორიტები არიან სტუმრები?!... შეეშვით ჩვენი ბიჭების დამცირებას, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ფავორიტები ნაღდად არ არიან!
ელგუჯა
27 მარტი 2023 22:31
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული