საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
სიმართლე უნდა ითქვას: კლასით ჩვენზე მაღალი ნაკრებია და გაგვიმართლა რომ ა) ჰალანდი არ ტავდათ ბ) დაღლილები იყვნენ გ) რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს - ჩვენზე მეტი მომენტი ქონდათ მაინც. სულ გამართლების იმედი ვერ გვექნება
rasa
28 მარტი 2023 22:11
0
როგორ შეეტყო ჩვენს იმედს ილიათოლას კურთხევა.
vai vai
28 მარტი 2023 22:10
25
ჰაალანდის არ ყოფნა 2 თამაშში 1 ქულად დაუჯდათ ნორვეგიელებს.

დავაფასოთ ჩვენი ბიჭები ტრამვების ზღვარზე რომ ჩამოდიან ნაკრებში, იქნება ეს ფეხბურთში, კალათბურში, რაგბიში.. არ იყო ადვილი ფრე!
ჰაალანდს
28 მარტი 2023 22:09
4
ეს ერთი ქულა არის ღვთის და მიქაუტაძისგან ბოძებული საჩუქარი. არ ვიმსახურებდით.
vaaaah
28 მარტი 2023 22:09
10
აი, ძაააალიან ქუდბედიანი უნდა იყო, რომ დავითაშვილის დონის ფეხბურთელი ბორდოში გაიჩითო. ტიპი საკუთარ თავს ემატავება, პასი რაა, არც სმენია მგონი.
ქომაგი
28 მარტი 2023 22:08
13
100% ტიპი ვერაფერს ხედავს თავისი ფეხების გარდა. ჭ-კლასია დავითაშვილი.
გიორგი
28 მარტი 2023 22:23
3
გაზრდილხარ ეს კარგია,აწი შეიძლება…
ქომაგ-ს
28 მარტი 2023 22:17
2
ყველა გამოხმაურება
კვარაცხელოვი რატომ არ იყო დღეს?
ბაგი
28 მარტი 2023 22:08
85
გინებაფილი ხარ? გსიამოვნებს, რომ გახურავენ?
რატი
28 მარტი 2023 23:13
0
ესეიგი შენა ხარ ქართველი შე უბედურო და ხვიჩა არ არი კვარაცხელოვს რომ ეძახი
Qartveli
28 მარტი 2023 22:49
0
ყველა გამოხმაურება
თავიდანვე ოთხი მცველით რომ დაგვეწყო უკეთესი იქნებოდა, 5 მცველიანმა ტაქტიკამ ხვიჩა დაკარგა ფაქტობრივად. გოჩოლეიშვილმა და მამარდამ დაგლიჯეს იმდენად რამდენადაც აბურჯანიამ დაგვაგლიჯა ნერვები, მააინტერესებს ნახევარმცველს რამდენი პასი აქვს გაკეთებული.
დიმა
28 მარტი 2023 22:07
1
აბურჯანია 0
ჯონი
28 მარტი 2023 22:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული