საქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ახალი ციკლი, ახალი იმედები, კიდევ უფრო ოპტიმისტური, ჩინებული ატმოსფერო პირთამდე სავსე სტადიონზე - ქართველი ფეხბურთელები საბრძოლო განწყობით გავიდნენ მოედანზე და უნდა დაემტკიცებინათ, რამდენად საფუძვლიანია გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრები დებიუტშივე დაეუფლნენ ინიციატივას და სიორლოტმა თავისი გუნდი დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ნახევარზე აწევა უჭირდა, გადაცემებისას შეცდომებს უშვებდნენ, ბურთი კვარაცხელიამდე და მიქაუტაძემდე თითქმის არ მიდიოდა და თამაში მეტოქის კარნახით მიმდინარეობდა. „ვიკინგებმა“ კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა ვერ გამოიყენა - ედეგორმა ვერ უწია მიზანს,
შემდეგ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. პირველი შანსი "ჯვაროსნებისგან" ხვიჩას მიეცა, მაგრამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად შეუტია. კაკაბაძეს მახვილი კუთხიდან მეკარე ნილუნდმა არ გაატანინა. მე-60 წუთზე კი მიქაუტაძე მოედნის ცენტრში ორ მეურვეს გაექცა და ანგარიში გაათანაბრა. სანიოლის შეგირდები უკვე უპირატესობას ფლობდნენ. შეცვლაზე შესული ლობჟანიძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაში ლამაზი სანახავი გახდა. მერე ტრავმირებული აზაროვი გოჩოლეიშვილმა შეცვალა. ნორდებმა კონტრიერიშისას ორი კარგი შანსი ხელიდან გაუშვეს - პირველ შემთხვევაში მამარდაშვილმა გვიხსნა, მეორეში კი ედეგორი იყო არაზუსტი. მორიგი შეტევისას კვარაცხელიამ ისევ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. ბოლოს ნორვეგიელები მიიჩნევდნენ, რომ ბურთი საჯარიმოში ჩვენს მცველს მოხვდა ხელზე, რაც VAR-მა არ დაადასტურა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - ნორვეგია 1:1
გოლები: 0:1 სიორლოტი (15), 1:1 მიქაუტაძე (60)

საქართველო: მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე (ლობჟანიძე 59), კაკაბაძე, დავითაშვილი (ზივზივაძე 59), კვეკვესკირი, აბურჯანია  (გაგნიძე 90), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 70), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ბერიძე 90)

ნორვეგია: ნილანდი, მეილინგი, სტანდბერგი, ესტეგორი, პედერესენი (რიერსონი 90+5), ეურსენსი, ბერგი (ტორსვედტი 90+5), ედეგორი, სოლბაკენი (ბრინჰილდსენი 82), ელიუნუსი (ბერგი 77), სიორლოტი

მკითხველის კომენტარები / 214 /
ბურთის დამჭერი კაცი არ გვეღირსა ცენტრში. ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი ჰაერივით სჭირდება ნაკრებს
დუდუ
29 მარტი 2023 01:06
1
აბსოლუტური სისულელე იყო, დავითაშვილის, აბურჯანიას, აზაროვის, კვეკვესკირის დაყენება, სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ოთო
29 მარტი 2023 01:05
1
ვიდეო დადეთ
Coco loco
29 მარტი 2023 01:04
1
არ შეუძლიათ მეტი და რა ქნან. მაქედან ოთხი კაცის გარდა არცერთია სანაკრებო. პირველ ბურთს დაცვა ვერ იღებს, ბურთი ვერ ააქვთ და ამიტომ მეკარე და დაცვა იშორებს და ურტყავს, ნახევარდაცვა საერთოდ არ გვყავს და კიდევ კარგად გადავრჩით. მე უბრალოდ ის მიკვირს, საკუთარი გუნდები როგორ ათამაშებენ ვისაც ათამაშებენ ხოლო ვისაც არა ის არც იმსახურებს
სიმართლე
29 მარტი 2023 00:55
2
ვილის დიდ პატივს ვცემ თუმცა დღეს მას არ ჰქონდა კარგი დღე, არასწორად შეარჩია სასტარტო შემადგენლობა და გასაკვირია რომ აბურჯანიას ხელს არ უსვებს საგანგებოდ. აზაროვი,აბურჯანია,ტაბიძე და დავითაშვილი არ იყვნენ ფორმაში ან გაცილებით დაბალი დონის ფეხბურთელები არიან ვიდრე : გოჩოლეიშვილი,ჩაკვეტაძე,გაგნიძე,საზანოვი. ეს გამოჩნდა კიდეც და აბურჯაბიას ნაცვლად ჩაკვეტაძე რატომ არ გამოიყვანა გამოცანად რჩება. 4-3-3 არაა სწორი ტაქტიკა ძლიერ გუნდებთან და 4-4-2 სრულიად უზრუნველყოფდა ამოცანებს, ეს ცხადი გახდა პირველ 5 წუთში თუმცა ჯიუტად ისევ იგივე სქემა დატოვა და ცენტრი საერთოდ დაკარგული იყო თითქმის ბოლოდე. ეს არ იყო გონივრული გადაწყვეტილება. ნორვეგიის გუნდი არაა კარგ ფორმაში, ესეც აშკარა იყო. ხვიჩას რესურსი კი ამ არასწორმა ტაქტიკამ სრულად გაანულა... ეს არ იყო სწორი ფეხბურთი და ვილის დღეს ძალიან დაბალი შეფასება ეკუთვნის.
nika
29 მარტი 2023 00:45
1
პატივს იმიტომ ცემ რომ ფეხბურთის აზრზე არა ხარ. ეს ვილის ძახილი კიდე ცალკე ტუტუცობაა პროვინციალიზმი
immigranti
29 მარტი 2023 01:37
8
ზურიკო დავითაშვილმა ეგოიზმში ყაზაიშვილი ჩაანაცვლა? პასი იცი რა არის ბიჭო?
Რაგბის ფანი
29 მარტი 2023 00:45
1
სული კბილით მეჭირა, რომ არ წაგვეგო... ბოლო წამები, ,,პენალტის ჩეკინგი'' რომ მიდიოდა ჯოჯოხეთად მექცა, და ალბათ, არამარტო მე.. ნუთუ ეს ის გუნდია, რომელსაც ევროპაზე გასვლის პრეტენზია ააქვს? სანიოლმა პრესკომპერენციაზე განაცხადა: ,,თითქმის ყველა ორთაბრძოლა წავაგეთო''... და მერე შე დალოცვილო, ნუთუ არ შეიძლება დაითვალო, ვინ, სად, რამდენჯერ წააგოოო? გადაბერებული ფეხბურთელები რომ გყავს, მაგას რა დიდი გამოთვლა უნდა? ჩაიხედე პასპორტებში... შეუიარეღებელი თვალითაც ჩანდა, რომ გუნდში 3-4 ,,კუ'' გყავს და მაგიტომაც არ გამოგვივიდა კოლექტიური პრესინგით ბურთის ართმევა... დაცვის ცენტრი, ბოდიში და ,,დირკა''... სანთლები უნდა დავუნთოთ მამარდას და ღმერთს... წარმატებები ნაკრებს, მე მხოლოდ ,,მოყვარეს, პირში უძრახეს'' პრინციპი მალაპარაკეებს მხოლოოდ...
გიორგი-50
29 მარტი 2023 00:30
0
ვერც დაცვას და ვერც ნახევარდაცვას ბურთი ვერ აჰქონდა. ესეთი ნახევარდაცვა კამბოჯას არა ჰყავს. ესეთი უვარგისი სასტავი სანიოლს არ უნდა დაეყენებინა. ვინმეს გაუგია ნახევარდაცვის გარეშე გუნდს მოეგოს???? პრესინგი არ შეუძლიათ, დაცვა პირველ ბურთს ვერ იგებს. სპალეტისთვის მთავარი ნახევარდაცვა და პრესინგია, სანიოლისთვის ვინმემ იცის რა არის მთავარი ?????? ესეთ სასტავს მტერიც კი არ დააყენებდა..........
გიო
29 მარტი 2023 00:29
1
საქართველოს ნაკრებს- მადლობა ბიჭებო თამაშისთვის და გაწეული შრომისთვის, რომ არ წააგეთ,კმაყოფილი ვარ ძალიან.
მომავალში იმედია მოიგებთ კიდევაც.ხანდახან ასეა,მცდელობისდამიუხედავად არ გამოდის,არა უშავს,წინ კიდევ გაქვთ თამაშები.თუ ვთქვათ და წააგეთ,არც ეგაა პრობლემა: ცხოვრება ფეხბურთით არც იწყება და არც მთავრდება :-) :-)
წარმატებები
მოცლილი
29 მარტი 2023 00:29
12
არაფერი კარგი რომ არ გველოდება ამ ჯგუფში ფაქტია...
Zviads
29 მარტი 2023 00:23
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული