"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ნორვეგიასთან ნამატჩევს (1:1), პრესკონფერენციაზე, კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გააკეთეს.

გიორგი გოჩოლეიშვილი: "დაძაბულ მომენტში შემოსვლა მომიწია. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვიყავი. მეორე ტაიმში მართლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ.

შესაძლოა, მარცხენა ფლანგზე ნაკლებად კომფორტულად ვარ, თუმცა, სადაც მთავარი მწვრთნელი დამავალებს, იქ უნდა ვითამაშო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს."

ზურიკო დავითაშვილი: "პირველ ტაიმში შეცდომები იყო, რაც მეორე 45 წუთში გამოვასწორეთ. კარგი იქნებოდა, გამარჯვება მოგვეპოვებინა. 3 ქულის მოპოვება შეიძლებოდა, თუმცა მაინც ნორმალური შედეგია. იმედია, შემდეგ მატჩებში გამოვასწორებთ".

გიორგი აბურჯანია: "გაგვიჭირდა, იმ ტემპით თამაში ვერ
დავიწყეთ, რასაც მწვრთნელი გვთხოვდა და ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ნახევარში გამოვასწორეთ".

გიორგი მამარდაშვილი: "შედეგი დადებითია. მეორე ნახევარში გაცილებით კარგად ვითამაშეთ."

ნიკა კვეკვესკირი: "პირველ ტაიმში საკუთარი თამაში ვერ ვიპოვეთ. მეორე 45 წუთში ყველაფერი ვცადეთ. ამ გუნდს ყველაფერი აქვს, რათა უკეთესი გახდეს".

გიორგი მიქაუტაძე: "მიხარია, რომ ამდენი გულშემატკივარი გავახარეთ. იოლად გასატანი ბურთი არ იყო და მიხარია, რომ ეს მოვახერხე."

მკითხველის კომენტარები / 35 /
ზურიკო! მარტო არ თამაშობ და ისწავლე პასის კეთება, თორემ ასე გაგრძელებით ნაკრებსაც დაემშვიდობები და დიდ ფეხბურთსაც!
შაკო
23:11 28-03-2023
0
ისეთ კომენტარებს აკეთებენ,როგორც ფეხბურთელები,ისე გულშემატკივარი,თითქოს ნორვეგიამ კი არა,საქართველომ ააცილა კარს 4 მეტრიდან. რეალობა სხვა იყო მოედანზე და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ,მთელი თამაში დომინირებდა ნორვეგია და ის ფაქტი,რომ მეორე ტაიმში რაღაც მოვახერხეთ,ცალკე ნორვეგიის ფრთხილი ტაქტიკის და ცალკე ბიჭების დიდი მონდომების ამბავი იყო,თან გულშემაკივარიც მოწოდების სიმაღლეზე იყო. ჩვენი ჯგუფის მეორე გუნდი არის შოტლანდია და არა ნორვეგია,ამიტომაც ნორვეგიასთან ქულების დაკარგვა არ იყო კარგი ამბავი. რაც არ უნდა იყოს,უკეთეს თამაშს ველოდი,თუმცა სანაკრებო პაუზები ეგეთია,ერთ დღეს გუნდი დაფრინავს და მეორე შემთხვევაში კი,უბრალოდ არ არიან ფორმაში. თან არ მიყვარს,როცა ადამიანის დაჩაგვრა ხდება და ეს დაჩაგვრა ეხება ლოჩოშვილის ამბავს. ლუკა იმსახურებს ნაკრებში თამაშს და ის მიზეზი,თითქოს ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია ან ბევრს არ თამაშობს არის უადგილო და სისულელე. სერია ა-ში თამაშობს კაცი,ეჭიდავება კვარასნაირ მაღალი დონის შემტევებს და თან სამცველიან სქემაში თამაშობს,ხოდა რატომ ვერ მოიძებნა მისი ადგილი? რასთან გვაქვს საქმე? როგორ დავიჯერო,რომ ტაბიძე ან კობახიძე უფრო მაგარი მომაზადებულები არიან,ვიდრე ლუკა. თან ბიჭი ელოდა დაძახებას და უნდა დაეძახათ,სულ რო არ ეთამაშა მაინც. სხვა საკითხია,თუ ერი შევთანხდით უკვე,რომ არ გვინდა წარმატება,როგორც ეს მაკედონიასთან მოხდა და სახლის ფაქტორი გავანულეთ. თუ წარმატება გინდა,მაშინ მთელი შენი რესურსი უნდა ჩადო და ყველას უნდა მიეცეს შანსი,თან კარგი მცველია ლოჩოშვილი. აგერ ნორვეგიის ნაკრებში,ნაპოლის ღრმა სათადარიგო ოსტეგორი ყავდათ ორივე თამაშში,ხოდა დავიჯერო საქართველოს ნაკრების დაცვა ისეთი მაგარია,რომ ლოჩოშვილს არ დავუძახოთ? საქმეც ამაშია,არ არის მაგარი დაცვა,ტაბიძე სოლბაკენმა სამჯერ მაინც გადირკა და სწორედ ეს პოზიცია ლუკასთვის იდეალური.

ეს ქვეყანა ყველასია,ამიტომ ლუკას მსგავსად ყველას უნდა ქონდეს საშუალება თავისი აგური დადოს წარმატებაში. რაზე ვსაუბრობ თუ მჯეროდეს,საქართველოს ნაკრებში ვერ ხვდება განაცხადში სეარია ა-ს გუნდში მობურთავე მცველი,ხოლო ხვდება აზერბაიჯანის და საქართველოს ეროვნული ლიგიდან მცველი. მესმის რო გამოციდლებაა მტავარი ნაკრებში,თუმცა თუ არ გამოიძახე,რანაირად მიიღებს გამოცდილებას? თან ერის დამოკიდებულებაც ორაზროვანია,მხოლოდ კვარას ძახილი მიდის და ლოჩოშვილი იქაც დავივიწყეთ,რატომ ხდება ასე? კვარა ყველას გვიყვარს,თუმცა ლოჩოშვილი არ უნდა დაიჩაგროს. ჩვენ ხომ არ ვართ ნაპოლი,ჩვენ ვართ საქართველო და საქართველო ყველა ქართველს უნდა ქომაგობდეს,მე ესე მესმის. სიყვარულიც შერჩევითია ამ ქვეყანაში? ამ ქვეყანას მაშინ ეშველება,როცა გამორჩევა არ იქნება და ყველა ყველას გვერდზე დავუდგებით. ლოჩოშვილის არ გამოძახებაზე გულის ისე დამწყდა,თითქოს მე არ გამომიძახეს ნაკრებში. თან ხოჭოლავას ამბავიც მოხდა,რაც ასევე სამარცხვინოა და ერის სირცხვილი. საქმე იმაშია,რომ ხოჭოლავას გამოიძახებენ ისევ,ხოლო ლოჩოშვილს არა,რატომ? რახან სლავა უკრაინას არ გაჰყვირის ყოველდღე? რა ქვია ამ ქვეყანას? უკრაინა? მე როგორც მახსოვს,საქართველო ქვია და თუ ეგრეა,რატომ იხევით სხვის გამო? 2008 წელს,რატომ არ გაჰყვიროდა შევჩენკო ან ზელენსი დიდება საქართველოს? თუ ჩვენი ომი ომი არ იყო ან ჩვენი ბიჭები ხალხი? ან ჩვენი ბავშვები ბავშვები არ არიან?
უბრალო ფანი
07:37 29-03-2023
15

სიახლეები პოპულარული