სანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ნორვეგიასთან ნამატჩევს (1:1), პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დებიუტით უკმაყოფილო დავრჩი. ბურთს ხშირად ვკარგავდით. მეორე ტაიმში მოედანზე მცველის ნაცვლად თავდამსხმელი შევიყვანე, უკეთ გავისარჯეთ და თამაში გადავარჩინეთ. ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. მამარდაშვილი გოლის მომენტში ცოტა არადამაჯერებელი იყო, მაგრამ შემდეგ მან ფანტასტიკურად ითამაშა. გიორგი ყოველ კვირას ამტკიცებს "ვალენსიაში" თავის სათამაშო დონეს და მასზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის.

მიქაუტაძე ბოლო დროს, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში, უკეთესად მოქმედებს. ბუდუ ზივზივაძე ამ ეტაპზე "კარლსრუეში" ცოტას თამაშობს და როცა ის
ფორმაში იქნება, მათი ერთად ნახვა უკეთესი იქნება.

ჩემი, როგორც მწვრთნელის დავალებაა, მაქსიმალურად იშვიათად დავუშვათ ის შეცდომები, რაც გვქონდა. გასული წლების ერთა ლიგის მატჩებს თუ შევხედავთ, კვარაცხელია ცენტრში ხშირად მოქმედებდა. ხვიჩას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და სადაც უნდა დავაყენო, სრული მობილიზებით თამაშობს. მისთვის მარცხნივ თამაში უმჯობესია. მომავალში გავითვალიწინებ, თუ სად იქნება ის უფრო ეფექტური.

ყველამ კარგად ვიცით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერია. ის ტრავმირებული დიდი ხნით იყო. ამ მატჩშიც ვნახეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთი სწრაფი და შრომატევადია. ნახევარმცველებს უწევთ როგორც წინ, ასვე უკან თამაში, როგორც კვარაცხელია აკეთებს. ჩაკვეტაძე ამ ეტაპზე ამისთვის მზად არაა, ამ მომენტს ველოდები და როგორც კი მზად იქნება, ითამაშებს. ხედავთ, ჩვენთან კარი ყველასთვის ღიაა და ვინც იმსახურებს, აუცილებლად ითამაშებს".

მკითხველის კომენტარები / 69 /
სამწუხაროა რო ვერ მოვიგეთ.იქნებ ვინმემ აუხსნას სანიოლს რო ჩაკვეტაძესთან ერთად ნაკრები უფრო ქართულ და ჯიგრიან ფეხბურთს თამაშობს.გიო რო შემოეყვანა მოვიგებდით.
kote
29 მარტი 2023 08:12
3
მიქაუტაძე რო გყავს წინ და მეკარე მაღალ ბურთს უგზავნის წააგებს ყველა ორთაბრძოლას ახმახ მცველებთან აბა რას იზავს???? დაბალი მინდვრის ფეხბურთი უნდა გაგეშვა ბიძიკო მინდვრის..... 8კაცი მცველი რო გამოგყავს და 3შემტევი ნეტა რისი იმედი გქონდა???? საიდან მოათრიე უთამაშებელი აზაროვი? ტაბიძე არასდროს გამოგიძახებია და ეხლა სასტავში ტენე ისე რომ წინა თამაში არც გამოცადე..კვეკვე აბუს გახსენებაც არმინდა ფეხბურთელების გარდა ყველაფერი არიან! ჩაკვეს თუარ შეუძლია წინ და უკან სირბილი თავი მომაჭერი თუ აბურჯანიასავით არ იაროს მთელი თამაში! აბურჯანია დარბის შენ ნაკრებში თუ კვეკვესკირი?? ლობჟანიძე რომ ფორმაში არაა და შემოგყავს... ზივზივაძეს რომ თვეობით ბურთი არ უნახია და აქ ანახებ როგორია.... თუატ იცი მწვრთნელობა სირცხვილი კიარაა წადი გოლფი ითამაშე.! ამდენი ხალხის წინ 8კაციან მცველით რო გამოდიხარ ეს არის გულშემატკივრების თვალებში შეფურთხება ხალხი იმისთვის არ დადის რომ სხვა გუნდის თამაშს უყუროს...... დააყენე შემტევი სასტავი!!!!
რონი
29 მარტი 2023 08:04
4
გოლი რომ გავიტანეთ, იმის მერე უნდა შეეყვანა ჩაკვეტაძე. მათჩის ბოლოს 20-25 წუთი რომ მიეცა მისთვის, მოვიგებდით ტამაშს. სანიოლმა ჯერ ვერ გაიგო, რას ნიშნავს ჩვენთვის გიორგი. გიორგისთან ერთად ნაკრები უფრო ქართულ ფეხბურთს თამაშობს. მორბენალი გუნდები ტექნიკით უნდა შეიყვანო შოკში.
ქ. გ.
29 მარტი 2023 07:50
0
მათჩის წინ სანიოლმა ვერ დაიჯერა, რომ შეიძლებოდა უფრო თამამად და აგრესიულად თამაში. ამიტომ თამაშის გეგმაც და სასტარტო შემადგენლობაც მეტოქის გადაჭარბებული პატივისცემით იყო შერჩეული.
ქ. გ.
29 მარტი 2023 07:44
0
ერთი სული მქონდა ჩაკვეს როდის შემოიყვანდა ვინ ყავს ერთი ჩაკვეზე უკეთესი გინდ ძირითადში გინდ სათადარიგოში. კვარაცხელია მარტო და ჩაკვეს რომ ერთ წლიანი ტრავმა არ მიეღო კვარაზე მეტი თუარა ნაკლები არ იქნებოდა
ტოტტი
29 მარტი 2023 07:20
2
მონღოლეთთან 2 ტაიმი ითამაშა და საუკეთესო იყო
როგორ დავიჯერო ნორვეგიასთან 15 წუთს ვერ შეძლებდა ფიზიკურად დგომას.
მე არაპროფესიონალი მივხვდი რომ ძირითადში გოჩოლეიშვილი და გაგნიძე უნდა დაეყენებინა.
მოკლედ პირველი ტაიმი წააგო სანიოლმა.
კიდევ კარგი მეორეში გამოასწორა შეცდომები
Las
29 მარტი 2023 07:20
2
სანამ ჯერ კიდევ დრო გვაქვს, ვილი სახლში და კანკავა ნაკრებში. ივნისამდე მოესწრება ნორმალური მწვრთნელის მოყვანა. თუ არა და განმეორდება *ვაისი^ და იქნება უკვე გვიან.
კარგით რა
29 მარტი 2023 07:15
7
გუშინდელი თამაში სრულად ჩააგდო სანიოლიმ. რა ჩაკვე მზად არაა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე ველოდი და კიდეც უნდა შეეცვალა აბურჯანიაც, დავითაშვილიც და კაკაბაძეც.... და ამაა ვაისი "დაემართა...
mirosan
29 მარტი 2023 07:14
1
ნუ ბოდიშობ მუსტერ ვილი ვინც ხოდზეა იმან უნდა ითამაშოს რა თქმა უნდა ესეც კიდე კაია რო იცი გამოიყვან და საქმეს ისე ვერ გააკეთებს თვითონ აღელდება იქ ოჯახი პირადი მხარდამჭერი გინდა რომ რაღაც მაინც ქნა და შეიძლება ორ მეტრიან სოლბაკენს ისსე დაუდგე თავი დაამტვრევინო კიდე ბევრი გამოტოვო,ჩაკვეც იპოვის იმ პოზიციას სადაც მართლა გამოადგება ნაკრებს.გოჩოლეიშვილი კაი იყო,ტაბიძეც კაი იყო ჟორჟმა ქულა მოიტანა ვილი ამას ამბობდა დროაო,მეგობრებო 3:0 წაგებულ გამწარებულ ნორვეგიელებს დავუხვდით თეთრ ფორმებში და გაწკიპინებული გვინდოდა გამოვსულიყავით?! ასე თუ ისე არ წავაგეთ მეორე ტაიმი გვქონდა და მოვიგეთ,შოტლანდიამ ესპანეთს მოუგო საგიჟეთ ჯგუფში ვართ,ბრძოლა ერთმანეთის გვერდით დგომა და ყველამ თქვენ კლუბებში 90 წუთები)) ეს იქნება საშინაო დავალება ქართველი ქომაგისგან...ივნისამდე საქართველოო
მირო
29 მარტი 2023 04:40
3
სანიოლი იმ პირობით ჩამოათრიეს რომ რასაც ეტყვიან იმას გააკეთებს. ზემოდანაა ბრძანება ნაკრებმა არ უნდა მოიგოს
X.
29 მარტი 2023 03:12
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული