სანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ნორვეგიასთან ნამატჩევს (1:1), პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დებიუტით უკმაყოფილო დავრჩი. ბურთს ხშირად ვკარგავდით. მეორე ტაიმში მოედანზე მცველის ნაცვლად თავდამსხმელი შევიყვანე, უკეთ გავისარჯეთ და თამაში გადავარჩინეთ. ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. მამარდაშვილი გოლის მომენტში ცოტა არადამაჯერებელი იყო, მაგრამ შემდეგ მან ფანტასტიკურად ითამაშა. გიორგი ყოველ კვირას ამტკიცებს "ვალენსიაში" თავის სათამაშო დონეს და მასზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის.

მიქაუტაძე ბოლო დროს, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში, უკეთესად მოქმედებს. ბუდუ ზივზივაძე ამ ეტაპზე "კარლსრუეში" ცოტას თამაშობს და როცა ის
ფორმაში იქნება, მათი ერთად ნახვა უკეთესი იქნება.

ჩემი, როგორც მწვრთნელის დავალებაა, მაქსიმალურად იშვიათად დავუშვათ ის შეცდომები, რაც გვქონდა. გასული წლების ერთა ლიგის მატჩებს თუ შევხედავთ, კვარაცხელია ცენტრში ხშირად მოქმედებდა. ხვიჩას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და სადაც უნდა დავაყენო, სრული მობილიზებით თამაშობს. მისთვის მარცხნივ თამაში უმჯობესია. მომავალში გავითვალიწინებ, თუ სად იქნება ის უფრო ეფექტური.

ყველამ კარგად ვიცით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერია. ის ტრავმირებული დიდი ხნით იყო. ამ მატჩშიც ვნახეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთი სწრაფი და შრომატევადია. ნახევარმცველებს უწევთ როგორც წინ, ასვე უკან თამაში, როგორც კვარაცხელია აკეთებს. ჩაკვეტაძე ამ ეტაპზე ამისთვის მზად არაა, ამ მომენტს ველოდები და როგორც კი მზად იქნება, ითამაშებს. ხედავთ, ჩვენთან კარი ყველასთვის ღიაა და ვინც იმსახურებს, აუცილებლად ითამაშებს".

მკითხველის კომენტარები / 69 /
მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებს და მწვრთნელი აგებს! ჩაკვე მზად არარის, მონღოლეთთანაც კი ეტყობოდა რო თვითრწმენა აქვს დაკარგული (სამწუხაროდ).. ტაბიძის მოხსნამ და მიქაუტაძის არ გაყვანამ მოიგო მეორე ტაიმი! ახლა ვინც სანიოლიზე ხელს იშვერთ, უბრალოდ არ იცით და არ გაგეგებათ ეს სპორტი. მადლობა ბიჭებს მწვრთნელებიანად, მადლობა იმიტო რო, დღეს ჩვენ ნორვეგიასთან ფრეზე ვწუწუნებთ.. მადლობა!
ბასკი
29 მარტი 2023 03:11
14
სანიოლი ტყუილად იბრალებს თამაშის გამოსწორებას - უბრალოდ პირველ ტაიმში ქარი ნორვეგიელებს ეხმარებოდა და მეორეში ჩვენ...
დდდ
29 მარტი 2023 03:01
10
რაც უფრო დიდ ხანს რჩება მწვრთნელი ნაკრებში, მით უფრო მეტად ექცევა ფედერაციის გავლენის ქვეშ.. იმათთვის კი ნაკრები მეათეხარისხოვანია...ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნუთუ იმდენი ვერ დავიმსახურეთ, რომ კვარა და ჩაკვე ერთად ვნახოთ საქმეში?!... ხომ აშკარაა, რომ კვარასთვის ნორმალური პასის მიმცემი არავინაა?!... ნაკრებში ისედაც საფეხბურთო ინტელექტის უდიდესი დეფიციტია, კიტეს ტრამვა აქვს და ასეთ დროს ჩაკვეტაძის ფორმაზე აპელირება ( არადა, ძლივს ფორმა აღიდგინა და ნავსიც გატეხა) რამდენად ადეკვატურია?!... რა უნდა გაეფუჭებინა ჩაკვეს იმის ფასი, რასაც ფედერაციის პროტეჟეები აფუჭებენ?!... ვინმე გაგვცემს პასუხს ამ შეკითხვებზე, თუ გულშემატკივრებმაც წყლის ჭავლებზე დავიწყოთ ცეკვა?!...
ვოოტ
29 მარტი 2023 02:17
9
ვილი, შენი არ მშურს. კვიპროსთან მაინც გამოიყვანე ჩაკვე და კიტე. ვნახოთ ბოლო-ბოლო ესენი ირბენენ თუ სეირნობაზე შეჯერდებიან. წიტაიშვილი ძალიან მოძრავი და აქტიურია, რაც სულ არ აქვს გუნდის 2/3-ს. ათამაშე ეს ბიჭი, ის ნამდვილი სპორტსმენია. დავითაშვილი 10 წუთზე მეტი არ უნდა ათამაშო, სანამ თავის აწევასა და პასს არ ისწავლის, თუ ისწავლა ოდესმე. ვეტერანები კი პატივით უნდა გავაცილოთ. ახალგაზრდებისგან რაღაც შეიძლება გამოდნეს.
გიორგი
29 მარტი 2023 02:12
2
ნაკრებს სანამ დვალიშვილი არ მოშორდება
ისევ ისეთი ჭირი გვექნება სანამ თვითონ მოვიშორეთ ნაკრებიდან. ასეთი რა მოუშორებელი გახდა რონ მოთამაშეც და ფუნქციონერიც ასე ანგრევს ნაკრებს? რა გინდათ ბოლოს მაგ ფედერაციაშიც აქციები მოგიწყოთ თუ პარლამენტში გადახვალთ მაქედან თქვენთითონ? რა შეგვიკაკით ხელში….@@@ მოაშორეთ ბალასტი ნაკრებიდან ან მოგაშორებთ ყველას მაქედან. ადმინ თუ დაბლოკო შენ იყო აბურჯანია და კვეკესჯირი ერთად.
G.LA
29 მარტი 2023 01:36
2
კვეკვესკირს საუკეთესო შეფასება დამეწერა,ტიპმა საუცხოოდ გაიყვანა მიქაუტაძე საგოლეზე და აქ კიდევ ლანძღავენ,თქვენ ბიძიკო ჩანაწერისთვის ხო არ გიყურებიათ?!
MARGALONA
29 მარტი 2023 01:19
18
ამას თვალებში ყანწი აქ!? გაადახვიოსნ თAვიდან უყუროს! კვეკვე რომელსაც წინ პასი არ აქ რა უნდა ნაკრებში იგივე აბუს! გოლს მამარდას აბრალებს და დააკვირდით კვეკვესკირი დგას და უყურებს !! გაგნიძე დაგლიჯავდა იგივე ჩაკვე!!! აზაროვს ბუდუს კვეკვეს სათამაშო პრაქტიკა ააქვთ!? არა ! მეც გადავხდი ფულს და არანაკლებ ვითAმაშEბ კვეკვეზე და აბუზე სირცხვილია
cotne
29 მარტი 2023 01:17
2
ჩაკვე უნდა იდგეს ცენტრში, ამ კაი კაცს ან სლოგანის თამაშისთვი არ უდევნებია თვალი ან მე ვარ ქაჯი. ჩაკვე არ ათამაშო არვიცი რაა
Who are you
29 მარტი 2023 01:11
1
ოო, სხვები ხომ მზად გყავდა ყველა, შენმა მზემ, ვითომ ისე ირბინეს.. პირველ ტაიმში, რასაც ჰქვია, გადაადგილდებოდნენ მხოლოდ. ეთამაშა, მაგ ბიჭს 10 წუთი მაინც..
გუგა
29 მარტი 2023 01:00
1
Ise exla gadavxede da witaishvili ganacxadshic ar iko,arada mongolettan normalurad itamasha,ra iko chakvestan ertad dasajes?ise vinc wina tamashisas golebi shekara an ar atamashes an bolos gamoikvanes chventan rava kvelaferi ukugma xdeba saocariaa...
Givi
29 მარტი 2023 00:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული