სანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ნორვეგიასთან ნამატჩევს (1:1), პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დებიუტით უკმაყოფილო დავრჩი. ბურთს ხშირად ვკარგავდით. მეორე ტაიმში მოედანზე მცველის ნაცვლად თავდამსხმელი შევიყვანე, უკეთ გავისარჯეთ და თამაში გადავარჩინეთ. ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. მამარდაშვილი გოლის მომენტში ცოტა არადამაჯერებელი იყო, მაგრამ შემდეგ მან ფანტასტიკურად ითამაშა. გიორგი ყოველ კვირას ამტკიცებს "ვალენსიაში" თავის სათამაშო დონეს და მასზე ბევრი საუბარი საჭირო არ არის.

მიქაუტაძე ბოლო დროს, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში, უკეთესად მოქმედებს. ბუდუ ზივზივაძე ამ ეტაპზე "კარლსრუეში" ცოტას თამაშობს და როცა ის
ფორმაში იქნება, მათი ერთად ნახვა უკეთესი იქნება.

ჩემი, როგორც მწვრთნელის დავალებაა, მაქსიმალურად იშვიათად დავუშვათ ის შეცდომები, რაც გვქონდა. გასული წლების ერთა ლიგის მატჩებს თუ შევხედავთ, კვარაცხელია ცენტრში ხშირად მოქმედებდა. ხვიჩას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში და სადაც უნდა დავაყენო, სრული მობილიზებით თამაშობს. მისთვის მარცხნივ თამაში უმჯობესია. მომავალში გავითვალიწინებ, თუ სად იქნება ის უფრო ეფექტური.

ყველამ კარგად ვიცით, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერია. ის ტრავმირებული დიდი ხნით იყო. ამ მატჩშიც ვნახეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთი სწრაფი და შრომატევადია. ნახევარმცველებს უწევთ როგორც წინ, ასვე უკან თამაში, როგორც კვარაცხელია აკეთებს. ჩაკვეტაძე ამ ეტაპზე ამისთვის მზად არაა, ამ მომენტს ველოდები და როგორც კი მზად იქნება, ითამაშებს. ხედავთ, ჩვენთან კარი ყველასთვის ღიაა და ვინც იმსახურებს, აუცილებლად ითამაშებს".

მკითხველის კომენტარები / 69 /
შუაში ძალიან გვიჭირს აბურჯანია და კვეკვესკირი კარგი ფეხბურთელები არიან მაგრამ იმ დონის მოთამაშები არ არიან რომ ნორვეგიასთან შოტლანდიასთან და ამ დონის ნაკრებებთან "გაქაჩონ" სამწუხაროა რომ რესურსიც არ არის მათი შეცვლის კიტეიშვილი ნამდვილად დიდი ძალააა მაგრამ სულ ტრამვა აქვს სამწუხაროდ გაგნიძე ჯერ პატარაა არ აქვს გამოცდილება ნაკრებში წყალივით გვჭირდება შუაში ფეხბურთელები.
იმედი მაქვს რომ მარადიშვილის ჩამოყვანა მოხერხდება ეროვნულ ნაკრებში ეს ბიჭი ძალიან გაგვაძლიერებს ტექნიკური და მობილური ფეხბურთელები გვჭირდება რომელებსაც მოედნის კარგი ხედვა აქვთ ამ პოზიციაზე კვეკვესკირი და აბურჯანია ძალიან სუსტები არიან ფაქტიურად შემტევებამდე ბურთი არ მიდის და ისე მარტივად აღებინებდნენ ბურთს ნორვეგიას რომ სულ ჩვენს ნახევარზე იყო თამაში.
zaza
29 მარტი 2023 00:49
1
ამდენ კომენტარში ძლივს ერთი ობიექტური და გულშემატკივარი ადამიანის კომენტარი ვნახე,ზაზა.მარადიშვილს ეტყობა გული არ მოუწევს და თუ მართლაც ასეა,არაფერში გამოგვადგება.
სოსო
29 მარტი 2023 14:34
0
სახლში 5მცველით რო იწყებ თამაშს არ ვიცი... ვერ გავიგე რა შემადგენლობა დააყენა.დავითაშვილს ძაან აპიარებენ მარა დიდი ვერაფერი.სანიოლი ამ შესარჩევს ვერ ჩაამთავრებს ვატყობ.
გიორგი IV
29 მარტი 2023 00:27
5
სახლში 5მცველით რო იწყებ თამაშს არ ვიცი... ვერ გავიგე რა შემადგენლობა დააყენა.დავითაშვილს ძაან აპიარებენ მარა დიდი ვერაფერი.სანიოლი ამ შესარჩევს ვერ ჩაამთავრებს ვატყობ.
გიორგი IV
29 მარტი 2023 00:23
4
არა,ასეთი თამაშით ჩვენ გერმანიას ვერ ავიღებთ!
თამაზი
29 მარტი 2023 00:17
1
ჩაკვეტაძე მზად არ არისო და ბერიძე და უთამაშებელი ზივზივვაძე მზად არის? აბურჯანია და კვეკვესკირი მზად არიან? ეს კაცი მართლა მთავარი მწვრთნელია? თუ შემადგენლობას კობიაშვილი და ხიზანიშვილი აყენებს? პირველ ტაიმში ყოველი მესამე გადაცემა იკარგებოდა, მონღოლეთთან სპარინგი რაღა იყო? იმ შემადგენლობიდან 8 კაცი არ თამაშობდა.
ჟორა
29 მარტი 2023 00:09
5
პირველი ტაიმი შეცდომების ცვენა იყო.ზოგიერთი შეშინებული თამაშობდა.
დათო
28 მარტი 2023 23:57
0
მწვრთნელი რო გაგებაში არაა ეს ერთი მაგრამ კაშია რომ წამყვანი ფეხბურთელი იქნება ის ნაკრები დირკაა
კახა
28 მარტი 2023 23:57
50
აწკაპუნეეე კლავიატურა ლომო
Ss
29 მარტი 2023 00:37
3
აწკაპუნეეე კლავიატურა ლომო
Ss
29 მარტი 2023 00:37
3
აი ამ კაცის მიმართ პრეტენზიები როგორ უნდა გქონდეს როცა ხედავ რომ ფეხბურთწლი ბურთს კარგაცმვს პასს ვერ აკეთებს ვერ აკეთებს ვერა დავითაშვილმა წყობილებიდან გამომიყვანა არ ეკადრება მას ეს დონე რაღაც ხდება მასთან და უნდა დროზე გამოსწორდეს თუ მაღალი დონის მიღწევა სურს აბურჯანია ინერტული იყო აზაროვს კიდე უთამაშებლობა დაეტყო მოკლედ მომავალ შეხვედრაში რადიკალურად შესაცვლელია ყველაფერი ხოჭოლავას არ ყოფნაც ძალიან დაგვაკლდა ტაბიძეს დიდი მადლობა მაგრამ ის შეცვლაზე იკეთესი იქნება ხოჭოლავა ლოჩოშვილი საჭიროა ნაკრებში მოკლედ ეს ფეხბურთელების წუნის ბრალია და არა მწვრთნელოს მე ასე ვფიქრობ ბევრი შეტევა ჩაიშალა დავითაშვილის უზისტო პასებისა და აბურჯანიას ბურთების დაკარგვის გამო კაკაბაძეს მარტო უჭირდა ფლანგზე და ჩაწოდებებში ცოტა მოიკოჭლებს ამ ბოლო დროს აზაროვსაც იგივე პრობლემები ქონდა უთამაშწბლობის გამო თორე ნუ დავუკარგავთ მას თავის ტალანტს შეუძლია მაგრამ ფორმაში არ იყო გოჩოლეიშვილი საუცხოო ოყო აჯობებდა სასტარტოში დაეწყო.
T.q
28 მარტი 2023 23:50
5
ხედავ აზაროვი და გაგნიძე ბევრად კარგები არიან ვიდრე დანარჩენები, ჩაკვე სტაბილურად თამაშობს და გოჩოზე არც არაფერს ვიტყვი.ჩაკვე სტაბილურად დგას და როცა ცენტრს უჭირს რატო არ უნდა ათამაშო ვინმემ იცის ?
ეჰჰ
29 მარტი 2023 01:17
2
მაგისი შემოთრეულია ზუსტად ეგ ფეხბურთელი პასს რომ ვერ აკეთებს რეებს ბჟუტურებ რას ქვია პრეტენზიები არ უნდა გვქონდეს
xalxi
29 მარტი 2023 00:39
2
რა გითხრა აბა შენი შეცდომებიც იყო ამ თამაშში როგორც ტაქტიკურად ასევე შემადგენლობის მხრივ პიროვნულად არაფერს ვერჩი აბურჯანიას და კაკაბაძეს მაგრამ სხვებს მივცეთ შანსი აჯობებს როგორც დაუშვილის შემთხვევაში მოხდა კვეკვესკირიც საფიქრებელია ჩემი აზრით შეცვლებზე შეიძლება გამოყენება ძირითადში კი სხვებზე ფიქრი შეიდზლება
ზვიადი
28 მარტი 2023 23:44
7
რას ბოდავს ეს, ხომ არ გაუბერე შემთხვევით?? რა მამარდას ბრალი, რა უნდა ექნა იმ მომენტში უკეთ როცა უზუსტესად და ძლიერად დაარტყა კუთხეში ახლო მანძილიდან?! წადი და მადლობა უთხარი მამარდას(და მიქაუტაძეს) რომ ამ თამაშის მერე მოსასხნელი არ გახდი ეგრევე! წესით დიდი ანგარიშით უნდა წაგეგო იმ იდიოტური ტაქტიკის გამო,რომელიც სად და როდის დაგესიზმრა კაცმა არ იცის! იმდენიც თუ იცი,რომ თანამედროვე ფეხბურთი სწრაფი და შრომატევადია ორ კუს- აბურჯანია/კვეკვესკირის წყვილს აყენებ თან მარტო!! ორი კუ ნახევარმცველით ეთამაშები ნორვეგიას და გაგნიძე/ჩაკვეტაძეს ტოვებ სკამზე.. და შენ მწვრთნელი ხარ ამის მერე?? და კიდე აქეთ ფეხბურთელების აკრიტიკებ მაშინ როცა თავიდან ბოლომდე შენი ბრალია!
ალექს
28 მარტი 2023 23:41
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული