"ჩვენ და საქართველო ერთ დონეზე ვართ" - რას წერენ ნორვეგიის ნაკრების ქომაგები სოციალურ ქსელში

AutoSharing Option
გუშინ, 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიას უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შედეგის გამო ნორვეგიელთა ქომაგები იმედგაცრუებული არიან. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"მატჩების მოგება შეუძლებელია, თუ კარგად მხოლოდ 45 წუთის განმავლობაში ითამაშებ";

"მარტივად რომ ვთქვათ, მეტოქეს ვერ ვაჯობეთ";

"სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატი უნდა დავივიწყოთ, საკმარისად ძლიერები არ ვართ"; 

"იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ამას უკვე 20 წელია მივეჩვიე. კარგი შანსები გვქონდა, მაგრამ გოლის გატანა 5 მეტრიდან ვერ შევძელით"; 

"გამარჯვებას არ ვიმსახურებდით";

"საქართველოს ნაკრები ასეთი თამაშის გამო ტაშს იმსახურებს";

"5
გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ";

"ნორვეგია და საქართველო დაახლოებით ერთ დონეზე არიან. ევროპის ჩემპიონატზე გასვლას არ ვიმსახურებთ". - წერენ ნორვეგიის ნაკრების ქომაგები სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 17 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

altშოტლანდიამ ესპანეთი დაამარცხა - ამ ჯგუფში შანსი საქართველოსაც ექნება, თუ...

altსოლბაკენი: საქართველის ნაკრებს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია

altსანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

მკითხველის კომენტარები / 19 /
მე მიმაჩნია ჩვენ დიდ გულზე იმიტომ ვართ რომ კვარაცხელიას იმედი გვაქვს,რომელმაც გუშინ სუსტად ითამაშა.დანარჩენი მოთამაშეები დაახლოებით ერთი დონის არიან.არასერიოზულად მიმაჩნია ის აზრი რომ ჩაკვეტაძეს შეეძლო ნაკრები გაეძლირებინა,რომელიც კლუბშიც კი განსაკუთრებით არ ჩანს.უნდა შევეგუოთ კვატაცხელიას კარგი თამაშის გარეშე წარმატება გამორიცხულია.მაგის გარეშე როგორც მაკედონიასთან ვითამაშეთ კარგთ მახსოვს.
ჩემი აზრით
29 მარტი 2023 21:14
13
სასწრაფოდ გვესაჭიროება კიმინჯე დაცვაში ლობოტკა ნახევარდაცვაში და ონისიმე შეწყვილებული კვარასთან თავდასხმაში, ეეხ ოცნებას კაციც მოუკლავს, ნამეტანი არც მაგი შეიძლება. ( ჩუუ,ბიძიმ არ გამიგოს)
ვახსიმონტო
29 მარტი 2023 22:18
11
აქ ერთი ასეთი კითხვა ისმის: იმ 4-5 საგოლე მომენტიდან, რომელიც ჩვენ კართან შეიქმნა, რამდენს ააცილებდა ჰალანი? ჩვენ კი სრული შემადგენლობით ვიყავი და რამდენიც გავიტანეთ სახეზეა.
ჟორა
29 მარტი 2023 21:13
1
Kite unda gamoedzaxat utamashebeli mainc ajobebda aburjanias...pasebs rogor ver micemda kvaras...
Givi
29 მარტი 2023 17:13
0
ხო ფაქტია,რომ წიტაიშვილს,აზაროვს აშკარად დაკლებული აქვთ,არადა პირიქით არ ინდა იყოს? გრანდებში თუ არ არიან,კაი საშუალო დონის თავგამოსაჩენი კლუბები ხომ არის, სადაც არიან?! რომ ვარჯიშობდნენ თავდაუზოგავად,პროფესიონალურად,ფეხბურთის სიყვარულით,განა არ დაეტყობოდათ,განა მაგ გუნდების ხელმძღვანელობა სკამს ახეხინებდა?რა,გიჟები არიან,ამათი ჯინი სჭირთ თუ რა?ამაშია,ამ დაწყევლილ სიზარმაცე-მცირედით დაკმაყოფილებაში საქმე,რომელიც თავადაც ამ და სხვა ჩვენს ნიჭიერ ფეხბურთელსაც კლავს და ჩვენს ფეხბურთსაც ფეხზე რომ ვერ აყენებს...მიდით,რა,ბიჭებო,მოინდომეთ,თავი დააკალით ვარჯიშებზე,გაძლიერდით და ნახავთ როგორ იფრენთ!გააკეთეთ ესე,ბიჭებო,მხოლოდ ესე,ყველამ,ყველამ,განა ფრთიანი და ამაღელვებელი "მე ვარ საქათველო",ასე ამაყად და სწორადაც რომ გაგიხდიათ სალოზუნგედ,სხვანაირ დამოკიდებულებას უნდა უშვებდეს?!აი ამას თუ გააკეთებთ და ნამდვილ,მძლავრ პროფესიონალებად იქცევით,სწორედ მაშინ შესძლებთ საქართველოს სახელისა და დროშის ამაყად ტარებას!ამას გისურვეთ მთელი გულით.
კოტე
30 მარტი 2023 13:14
0
წარმატებები საქართველოს ნაკრებს...
tngh
30 მარტი 2023 16:15
0
წარმატებები საქართველოს ნაკრებს...
tngh
30 მარტი 2023 16:15
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული