იქნებ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ?! - საქართველოს ნაკრები არ გატყდა, ზოგიერთი პრობლემა კი თავს არ გვანებებს...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან ფრით (1:1) დაიწყო. თამაშიდან გამომდინარე, ეს მაინც ლოგიკური შედეგია, მაგრამ ბოლო წუთებზე მარცხს გადავურჩით, საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე კი - Var-ის მეშვეობით დანიშნულ პენალტს.

გამოცხადებული შემადგენლობა

ვილი სანიოლის ბოლო მატჩებისწინა კომენტარებითა და მონღოლეთის ნაკრებთან დასახელებული თერთმეტეულის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ამხანაგურ მატჩში მთავარმა მწვრთნელმა ის შემადგენლობა გამოიყვანა, რომელსაც ნორვეგიასთან დაპირისპირებაში პირველივე წუთებიდან არ განიხილავდა. ისიც ჩანდა, რომ გამონაკლისი მხოლოდ გიორგი აბურჯანია შეიძლებოდა ყოფილიყო. ყველაფერი ასეც მოხდა.

Sportall.Ge

როცა პირველი ტაიმი კატასტროფულად ცუდად ჩავატარეთ, ასეთ
დროს შემადგენლობაზე შეკითხვები ყოველთვის იარსებებს. გამოიკვეთა, რომ ნორვეგიასთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე, მინიმუმ, 4 დღით ადრე ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ ირაკლი აზაროვს, რომელიც რეალურად, ამპლუით ერთადერთი მარცხენა მცველი იყო, შესარჩევის პირველ ტურში ათამაშებდა. მანამდე სანიოლმა თქვა და ჩვენც ვიცით, რომ მას "ცრვენა ზვეზდაში" იდეალური სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. შესაბამისად, მის ფორმაში შესასვლელად დამატებითი შეხვედრა ცუდი არ უნდა ყოფილიყო, უფრო პირიქით.

ამასობაში, გიორგი გოჩოლეიშვილმა მონღოლთა წინააღმდეგ თავი შესანიშნავრად წარმოაჩინა. ამის მიუხედავად, ვილი "პირველ ჩვენებაზე" დარჩა და მარცხენა ფლანგი აზაროვს ჩააბარა. მხოლოდ ერთს ვიტყვით, გოჩოლეიშვილის შემოსვლა ნაკრების თამაშს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ძალიან დაეტყო. დროულ და ზუსტად გამოცნობილ ცვლილებასთან ერთად, არასწორად შერჩეულ სასტარტო შემადგენლობაზეც უნდა ვისაუბროთ.

Sportall.Ge

სანიოლი საკუთარი თავის წინააღმდეგ?

"ჯვაროსნების" დამრიგებელმა ერთ-ერთ მთავარ მიზნად ის გამოაცხადა, გიორგი მიქაუტაძეს თავისი შედეგიანი სერია ეროვნულ ნაკრებშიც გაეგრძელებინა. სანიოლმა ალბათობის დონეზე დაუშვა, რომ "მეცის" შემტევი ორფორვარდიან ტაქტიკაში უფრო სასარგებლო იქნებოდა. მეორე 45 წუთში, როცა შეხვედრა გადასარჩენი იყო, ვილი ამ ნაბიჯზე წავიდა, ბუდუ ზივზივაძე შემოიყვანა, რამაც შედეგი ძალიან მალე მოიტანა. არსებული რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. შეკრების დასაწყისში მივუთითებდით, რომ ჩვენი ამჟამინდელი შემადგენლობიდან, მოთამაშეების ფორმიდან თუ მეტოქიდან გამომდინარე, 3-მცველიან ტაქტიკაზე უარის თქმა იქნებ გამართლებული ყოფილიყო. ფაქტია, ასეც მოხდა, თამაშის გარდატეხა 4 უკანახაზელის პირობებში შევძლით. მენტალურად მზად აღმოვჩნდით, საწყის ტაიმში ასეთი კრახის შემდეგ მობილიზება მოვახერხეთ და ეს იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანია...

Sportall.Ge

რა ვუყოთ ნახევარდაცვას?

მატჩამდე ვიცოდით, რომ ბურთის ფლობა ჩვენი ძლიერი მხარე არაა და შანსები უფრო კონტრშეტევაზე უნდა გვეცადა. ასეთ თამაშს ბურთის ჩაჭრა, მოპოვება და სწრაფი ფეხბურთელის, პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელიას, დროული "შემჩნევა" სჭირდება. ამის გარდა, როცა შენი მეტოქე მარტინ ოდეგორია, იქ ბევრი მოძრაობაა საჭირო. წინა დღეებში დავწერეთ, რომ ნიკა კვეკვესკირი მონღოლეთთან მატჩში ძალიან კარგად ჩაერთო და მაშინვე მივუთითეთ, რომ ჩვენი ნახევარმცველის ასეთივე თამაში ნორვეგიის დონის გუნდთან გვჭირდება, სადაც გადაწყვეტილების მიღება და მისი შესრულება უფრო მეტ სისწრაფესთან და სირთულესთანაა დაკავშირებული. ზოგჯერ იქნებ თავს ვიტყუებთ, როცა "ერთა ლიგაზე" მეტოქეების ჯობნით უფრო დიდ მიზნებს იოლად ვსახავთ, თუმცა ამბიცია აუცილებელია, ნორვეგიასთან ფრით ხომ აღფრთოვანება არ შეინიშნება.

ნეიტრალური გულშემატკივარი რომ იყო, ნორვეგიელთა და ლონდონის "არსენალის" კაპიტნის, მარტინ ოდეგორის თამაშით, მისი ორივე ფეხის აქტიურად გამოყენებით, ტანის მოძრაობით, მთელი მოედნის ხედვით თუ სიტუაციის კონტროლით ისიამოვნებდი, მაგრამ ახლა ის ჩვენი მეტოქე იყო, საქართველოს ნაკრების შუა ხაზი კი ძალიან იჩაგრებოდა. მათ მცდელობა არ დაუკლიათ, თუნდაც გიორგი აბურჯანიას - ბურთი რამდენჯერმე ჩაჭრა, თუმცა სათანადო მოძრაობის, შემოქმედებისა და ტემპის გარეშე თამაშს ვერ გაამწვავებ და შეტევაში სივრცეებს ვერ იპოვი. ყველაფერს ისიც დაერთო, რომ ზურიკო დავითაშვილი შუა ხაზში ძჳელებურად პროდუქტიული არ ყოფილა.

როცა ნახევარდაცვაში ნაპრალებია, დაცვის ცენტრზე დატვირთვა იზრდება და ისინი შეცდომებს უმატებენ. თანაც, ჩვენს უკანახაზელებს მუდმივად უჭირთ, პასებით საკუთარი გუნდი შეტევაში ამოიყვანონ. წინა შეხვედრის შემდეგ აღვიშნეთ, რომ ამ კომპონენტში საბა საზონოვი მოგვეწონა. გიორგი მამარდაშვილმა ორჯერ აშკარა გოლს გადაგვარჩინა, ფეხით თამაშისას კი შეცდომები აქვს, რაც გაშვებული გოლის საწყის ეპიზოდში კარგად ჩანდა.

Sportall.Ge

ლუკა გაგნიძისთვის შანსის მიცემა კარგი სიგნალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მან ამ მატჩში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, თუმცა ალტერნატივების მეტი მუშაობაა საჭირო. სანიოლი მარცხენა ფრთაზე რამდენიმე მოთამაშის მოსინჯვის გამო თუ შევაქეთ, საყრდენ ზონაში ასე არ თუ ვერ მოხდა. გიორგი ჩაკვეტაძისთვის რამდენიმე წუთით დროის გამოყოფა რამენაირად შესალებელი უნდა იყოს. სანიოლს იმაში ვეთანხმებით, რომ ის დაცვასა და შეტევაში თანაბარი თამაშისთვის ამ ეტაპზე მზად არაა, თუმცა მისი უნარების ფეხბურთელი ბევრი არ გვყავს, ესეც ვიცით.

კვარაცხელიას ფაქტორი

"ნაპოლის" თამაშებით ამხელა სიამოვნების მიღების ფონზე იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას იდეალური შეხვედრა არ ჰქონია, თუმცა ეს აბსოლუტურად სხვაგვარადაა. "კვარა" რამდენიმე მეთვალყურის მიუხედავად ახერხებდა, თანაგუნდელები კარგი პასებით მოემარაგებინა. ნეაპოლურ კლუბში ყველაფერი ეს სხვაგვარად "ხურდავდება", ნაკრებში კი მათი გოლად ქცევა გაჭირდა. კვარაცხელიას გატანა თავადაც შეეძლო. გარდა ამისა, ის დაცვით ფაზაში ძალიან ბევრს მუშაობდა და რამდენიმე ნორვეგიელის მუდმივად საკუთარ ნახევარზე "მიჯაჭვით" საქართველოს ნაკრებს მასიურ იერიშებს არიდებდა.

წინ ივნისის გასვლითი მატჩებია, სადაც დღეს არსებული პრობლემები მაქსიმალურად უნდა აღმოვფხვრათ!..

P.S. Sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას, რომელთა ხელშეწყობით ჟურნალისტებმა ბათუმში შეხვედრაზე დასწრება შევძელით.

altსაქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

alt"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს

altსანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

მკითხველის კომენტარები / 45 /
ნახევარდაცვაში ჩაკვეს ადგილი რო არ გამოიძებნა თუნდაც მეორე ტაიმში და აბურჯანიას და კვეკვესკირის ადგილი იყო, ეს სანიოლის ხედვის პრობლემებზე მიუთითებს და კიდევ იმაზეც მიუთითებს რო სანიოლი მთლად დამოუკიდებელი არაა ნაკრების დაკომპლექტებაში. სხვა როგორ გავიგოთ როცა გყავს ტალანტი, თუნდაც ტრამვების გამო პრობლემებით, მაგრამ ერთი პასით შეუძლია მოჭრას მოწინააღმდეგის მთელი დაცვა და საგოლე მომენტად აქციოს, როგორ არ უნდა გამოიყვანო თუნდაც მეორე ტაიმის დასაწყისში როცა გოლი გაქვს გასატანი. კვეკვესკირმა პირველივე შეხება შეცდომით დაიწყო, აბურჯანია ბალახისმჭამელი დინოზავრივით დაიზლაზნებოდა მოედანზე, დავითაშვილმა ნეტა საერთოდ თუ იცის რა უნდა ამ ცხოვრებისგან, რატო ყოყლოჩინობს და თავისი უნარების წარმოჩენა მარტოდმარტო სირბილით რატო უნდა, საერთოდ რას გავდა ეს თამაში, კომენტატორებიც კი გულისამრევები არიან, რას ბოდიალობენ თუ წარმოდგენა ქონდეთ მე ვიყო ჭიჭვეიშვილი. ჯერ მიქაუტაძე აკრიტიკეს და მერე თურმე სასწაული სეზონი აქვს მეცში. ნორვეგიელები თურმე კარგ კლუბებში გამოდიან და მოგვიგებე. აბა რა იქნებაო, ვინ აუკრძალა ჩვენებს კარგ კლუბებში გადასვლა? ვისაც მაგის შნო და შეძლება აქვს ის თამაშობს კიდეც კარგ კლუბში. აბურჯანიას და კვეკვესკირს ნამდვილად არ წაიყვანს არა თუ მეორე არამედ მესამე და მეტი დაბალი დონის გუნდიც. ლეხს და პლოცკს ვერ გაცდებიან ეგენი. იმდენი ტვინიც არ აქვთ რო თვითონ გააკეთონ განცხადება ნაკრებიდან წასვლაზე რო ახალგაზრდებს დაუთმონ ადგილი, ოქროს თაობას რომლებმაც უნდა ირბინონ და ისწავლონ...
გიორგი
29 მარტი 2023 17:11
1
ეს თუ შეკვეთილი სტატია არ არის მკვდარი სული საზონოვი რანაირად მოგეწონა
სვანსკი
29 მარტი 2023 16:41
29
ჯინი კიარა მაქვს ვინმეს,დავიᲗაᲨვილმა 3 კაცი მოატყუა არ მისცა პასი მიქაუტაᲫეს და ბოლოს რა ექნა ბურᲗისაᲗვის არ იცოდა,1980 იანი სისწრაფიᲗ ᲗამაᲨობდა აბურჯანია,ფიზიკურად Თუ არ იყო მზად აბურჯანია არ იყო მზად,კაᲨიამ Ძალიან სუსტად იᲗამაᲨა,მოედნის ცენტრი არის ყველაზე დიდი პრობლემა,კაკაბაᲫის დარტყმა კარᲨი მეორე ტაიმᲨი როდესაც ხვიᲩა Თავისუფალი იყო ბოლოს ორივე ხელები ასწია,გინდაᲗ სიმარᲗლე ყველაზე კარგად მაინც ხვიᲩამ იᲗამაᲨა,დავიᲗაᲨვილი საერᲗოდ ᲗავმოᲭრილი ქაᲗამივიᲗ დარბოდა,Ჩაკვე უნდა დააყენოს,საზონოვიც და გოᲩოლეიᲨვილიც,გაგნიᲫემ კი დაუᲨვა Შეცდომა,როდესაც Შეტევა Ჩვენი უნდა ყოფილიყო,მაგრამ აბურჯანიას სიარულს მინდორზე ჯობდა ამას ერბინა,მამარდაᲨვილი კარგი იყო,მიქაუტაᲫეს მისცეს ნორმალური პასი და ქარივიᲗ Ჩაურბინა ორ მცველს და Შეაგდო,გოლზე დაგეᲨილია,მაგრამ ბურᲗი Თუ არ მისცეს უბურᲗოᲗ გოლს ვერ გაიტანს,ზოგადად აქვს გუნდს პოტენციალი,ბოლო ბოლო ვᲗხოვოᲗ ჯაბა კანკავას და დაბრუნდეს ამ ᲨესარᲩევისაᲗვის მაინც,არადა მაᲨინ ახალგაზრდები დააყენონ,პირველი ტაიმი იყო კატასტროფა მაგრამ ხვიᲩას ჰქონდა მომენტი,მიეცა დავიᲗაᲨვილს პასი მიქაუტაᲫესᲗვის და ᲨეიᲫლება გაეტანა კიდეც,კაცმა სამ კაცს გვერდი აუარა და მიეცი პასი Შე კარგო ადამიანო,ზურიკომ ვერ იᲗამაᲨა,მაგრამ რომ ვაკრიტიკებ იმას კიარ ნიᲨნავს პოტენციალი არ აქვს,პირიქიᲗ,Ძალიან მაგარი ფეხბურᲗი ᲨეუᲫლია იᲗამაᲨოს,მოუმატებს აუცილებლად,ისევ სისწრაფეების პრობლემა,ტაქტიკა სწორად Შეცვალა სანიოლმა,უფრო მეტი სისწრაფე და პასები დროულად,მოუმატებს Ჩვენი ნაკრები არაუᲨავს წინ გველოდება ბევრი გამარჯვებები.
გოჩა
29 მარტი 2023 16:39
1
ყველასთან მოგებას რომ ითხოვთ, გუნდების რეიტინგები მაინც შეადარეთ. ნორვეგია 35 ადგილით წინ არის. შესაბამისად, ფრე კარგი შედეგია. გვინდა ერთია, რეალობა მეორე. ეგრე, რაგბიში ახალი ზელანდიის დამარცხება გვინდა, კალათბურთში აშშ-ს ნაკრების და ა.შ. ვულოცავ მიღწეულ შედეგს.
ლაშა
29 მარტი 2023 16:33
5
რაგბში ზელანდიასთან ფეხბურთში ნორვეგიის შედარება ჩავთვალოდ ხუმრობად! ისე ჩვენზე წინ ვინც არი იმათთან მოგება თუ არ შევძელით მაშინ საერთოდ აზრი აქვს ასეთ მიდგომას? ისე მართალია, ასეთი დაბალი კლასის მოთამაშეებით არც უნდა გვქონდეს ნორმალურ გუნდთან წარმატების იმედი - გაგვიმართლა და მამარდაშვილმაც მაგრად გვიშველა, თორემ მინიმუმ კიდევ სამი ბურთი უნდა გაეტანა ნორვეგიას.
მრჩეველი
30 მარტი 2023 01:16
0
ჩვენს ნაკრებს ყოველთვის ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები.ქართველი ფეხბურთელების 70 % არ არის (ფსიქოლოგიურად მყარი) და ეს რთული ცხოვრების შედეგია.
დათო
29 მარტი 2023 16:21
2
ყველაფერი ზედაპირზეა სანამ საყრდენ ზონაში გვეყოლება უეფექტო შენელებული "სტოლბები" აბურჯანია-კვეკვესკირის სახით რაიმე ღირებულს არ უნდა ველოდეთ. საშუალო დონის გუნდი ოდნავ გვაპრესინგებს და ცენტრი პრაქტიკულად "პრახადნოი დვერია" ასევე დაცვის ცენტრში აუცილებლად გვჭირდება ერთი მაღალი კლასის კვალიფიციური ცენტრ: მცველი თორემ კვარამ რაც არ უნდა შეუძლებელი შეძლოს და წინ გაგვიყვანოს ეს საყრდენები მეკარის ბაქანთან ისევ "შემოგვიცილებენ" მეტოქეთა შემტევებს და თუ ოდეგორმა გუშინ ორი "გამაზა" სხვა არ გამაზავს და კვარას ნაოფლარს წყალში ჩაგვიყრიან. სამწუხაროდ არ აქვთ ამ ორს კლასი და აწი ვეღარც შეიძენენ ამიტომ უმჯობესია გაგნიძეთ ჩანაცვლდეს საყრდენი ზონა თორემ ამ ორით ჩვენი გუნდი ლამის მინუს ორი კაცით გადის მოედანზე. ასევე უფრო სწრაფი კომბინაციური ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ ჩაკვეტაძე კი "დისპეჩერი" უნდა იყოს რომ ფორვარდებზე გრძელი პასები პერმანენტულად კიდოს მეტოქის საჯარიმო მისადგომებთან და არ ვიყოთ მხოლოდ ამ ყბადაღებულ კონტრშეტევებზე და ჩაციკლული მეორე ნომრად ფავორიტთანაც და აუტსაიდერთანაც. მატჩის წინ რასაც ვამბობდი ცენტრი არ უნდა "დავკარგოთ" თქო მთავარი ეს იქნებათქო მაგრამ რა გინდა რომ ქნა კვეკვესკირი აბურჯანიას პირობებში. პიროვნულად შეიძლება სრულებით იდეალური ადამიანები არიან მაგრამ მოედანზე იდეალურობისაგან ძალიან შორს არიან რბილად რომ ვთქვათ.
Charley
29 მარტი 2023 15:47
1
ზურაბ- აბა მაკედონიასთან და ბულგარეთთან შენ გაიტანე გოლები?
irakli81
29 მარტი 2023 19:08
1
ჯერ არც კვარას ნაოფლარი ჩანს .
zurabi
29 მარტი 2023 18:27
5
ეს რა ჭირი გვჭირს ტოო?
არ უყურებთ სხვებს? თამაშის მერე, ეგრევე ინტერვიუები, მსჯელობა, განხილვა და ა. შ. ჩვენ? უნიჭო კომენტატორები, რომლებიც ისედაც დაწყვეტაზე ნერვებს, უარესად გვაწყვეტენ და დამთავრდა თამაში, ნახვამდისო და გათიშეს. სამწვრთნელო შტაბი ვალდებულია ახსნას, რატომ არ გამოიძახეს ლოჩოშვილი.ჟურნალისტები ვალდებულები არიან იმდენჯერ დაუსვან ეს, თუ სხვა მტკივნეული კითხვა, სანამ პასუხს არ მიიღებენ. თორემ ეს რა იყო? ცენტრი გუნდს არ ყავდა, დაცვასაც შეცდომები უათმაგდება ასეთ დროს. გაგნიძე არის აუცილებელი მამოძრავებელი, ხვალინდელი ნაკრებისთვის, საზონოვიც, ჩემი დიდი პატივისცემა მათ. აქ სანთლითაა საძებნი ნიჭიერი ბიჭები, მაგრამ ხვალ შეიძლება მათაც არ დაუძახონ, და არც არავინ ახსნის რატომ. სწორი მიდგომების გარეშე, წარმატებაზე ფიქრს აზრი არ აქვს. ნეტა როდის გავიგებთ და ვისწავლით ამას.
დიდება საქართველოს!
ლევანი
29 მარტი 2023 15:04
0
ერთში სხვა აზრი მაქვს, ლოჩოშვილს ეხება: ეგ ბიჭი ჩემი იმედგაცრუებაა, თითქმის ყველა თამაში ნანახი მაქვს, ავსტრიიდან დაწყებული, ვერ გაიზარდა, კი ფიზიკურად სხვებზე ძლიერია და მახარებდა, მაგრამ უნარებში ძალიან შებოჭილი, მომენტებში იკარგება სხვებივით,თამაშს კარგად ვერ კითხულობს, აკომპენსირებს უხეში ძალისმიერი მიდგომით -ამაში კი სხვებს ჯობია მაგრამ საფეხბურთო ინტელექტში ჯერ-ჯერობით ვერ გაიზარდა
გუსანი
30 მარტი 2023 11:57
0
ქეცბაიას მახსოვს ტელევიზიაში სახალხო დაკითხვა მოუწყვეს ჟურნალისტებმა (YouTube-ზე დევს, ნახეთ) და ვაისი ისე წავიდა ერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვავთ და ამ შტაბსაც თავზე ხელს უსვავენ. ქვეყანაც ასეა, პასუხი არავის არაფერზე მოეთხოვება. ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა !!!
გიორგი
29 მარტი 2023 18:19
0
ყველა გამოხმაურება
აბა რას ფიქრობთ შოტლანდიაში ფრე იქნებაა?
beqa
29 მარტი 2023 15:03
1
არანაირი 3-5-2 სქემიტ არ გვითამაშია თავიდან !! რეალურად იყო 5-3-2 ხაზე თამაშობდა 5 მცველი მშვენეივრად ჩანდა ტელევიზორში, 3 ჩვენი ნახევარმცველი ცენტრში იყო შემჭიდროვებული და ფლანგები გაიხა, იმიტომ დაგვახიეს თავზე ბურთი პირველ ტაიმში. ნახევარდაცვაში გვაკლდა ხალხი. მერე მიხვდა სანიოლი და მოხსნატაბიძე, ხვიჩამ მარცხენა მხარე დაიკავა ნახევარდაცვის და არაფრის გამკეთებელი დავითაშვილის ნაცვლად ლობჯანიძე დადგა მარჯვენა ფლანგზე. რამაც ნახევარდაცვაში ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა. ბუდუს მაგივრად მე თუ მკითხავ ჩაკვეტაძის შემოყვანა აჯობებდა უფრო დაალაგებდა თამაშს და პასებს დაარიგებდა. მეორე ტაიმში 4-4-2 ის მაგივრად 4-5-1 სქემით უნდა გვეთამაშა ...
დათო
29 მარტი 2023 14:49
2
ეგ ტელევიზორში რაც შეამჩნიე და ტრიბუნიდან გაჩერებულ ცხვრებს გავდნენ ჩვენები .კვარამ ლიდერის ფუნქციები თუ არ აიღო და გაექცა მეურვეებს ყაზახეთიც დაგვამხობს .
zurabi
29 მარტი 2023 18:34
1
Წინა კომენტარშიც დავწერე და ახლაც ვწერ, რომ ნახევარდაცვა და დაცვა პრობლემური გვყავს, სათამაშო პრაქტიკის და ფიზიკური კონდიციის დონე დაბალია, ჩაკვეტაძე იმის აჩრდილია რაც იყო და თან ნორვეგიასთან მისი გამოყვანა იქნებოდა მინიმუმ ერთი ფეხბურთელით ნაკლები დაცვაზე ორიენტირებული, მე მის შესაძლებლობებს არ ვაკნინებ ძალიან ნიჭიერი და ტექნიკურია მაგრამ ის სითამამე აქ დაკარგული რაც ტრამვმადე ქონდა აშკარად ერიდება ბრძოლებში შესვლას ეს სლოვანის თამაშებზეც ჩანდა, მემგონი აჯობებდა გაგნიძესთვის მეტი დრო მიეცა ვიდრე აბურჯანიასთვის, ჰოლანდის ყოლის შემთხვევაში ამ თამაშით მემგონი შანსი არ გვექნება სამწუხაროდ.
მათე
29 მარტი 2023 14:30
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული