საწვრთნელ პროცესს დღეიდან გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ. გიორგი მიქაუტაძე ეროვნულ გუნდში მატჩებისთვის მზადებას 11 ივნისიდან დაიწყებს.
გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "საკმაოდ დიდი დრო გვაქვს ამ ორი მნიშვნელოვანი თამაშისთვის მოსამზადებლად. ფეხბურთელები, რომლებმაც ადრე დავასრულებთ საკლუბო სეზონი, შედარებით ადრე დავიწყეთ სანაკრებო მატჩებისთვის მზადება. დაახლოებით ერთი კვირა დაგვრჩა მოსამზადებლად, კარგი პირობები გვაქვს და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
საკმაოდ რთული ჯგუფი
Nakrebi.ge