"რატომ არის სანიოლი გასაშვები?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების შოტლანდიაში (0:2) მარცხს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერე მეტრეველი "ფეისბუქპოსტით" გამოეხმაურა:

"რატომ არის სანიოლი გასაშვები?

გასაგებია, რომ ჯერ საქართველოს ისევ არ ჰყავს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი, რომ შოტლანდიას და მსგავს გუნდებს უფრო მეტი ფეხბურთელი ჰყავთ კარგ ჩემპიონატებში და ა. შ. ბევრი რამეა გასაგები, მაგრამ აქ მთავარი კითხვა სხვაა: შეგვიძლია თუ არა ამ ფეხბურთელებით უკეთესი გუნდის გაკეთება, ვიდრე დღეს გვყავს და უკეთესად თამაში (თორემ შოტლანდიისთვის აქამდე ორჯერ მოგვიგია)?

მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია და ამიტომ ვაკრიტიკებთ სანიოლს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ხშირად
არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. მივყვეთ კონკრეტულად:

1) სტრატეგია: ბევრს ჰგონია, რომ საქართველომ, რადგან ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ გვყავს, გასვლით შეხვედრებზე ძლიერ გუნდებთან სულ დაცვაზე ორიენტირებული შემადგენლობა უნდა დააყენოს. არადა, დაცვით შემადგენლობას მაშინ აქვს აზრი, თუ გუნდმა დაცვაში თამაში იცის და გოლს არ უშვებს. საქართველომ კი დაცვაში თამაში არ იცის და არც არასდროს იცოდა. როცა მეტოქეს ბურთს ვუთმობთ, გოლს ყველა შემთხვევაში ვუშვებთ, 11 მცველიც რომ გვყავდეს მოედანზე. დაცვა არაა ჩვენი საქმე: ამიტომ საქართველო უნდა თამაშობდეს ერთი სტრატეგიით: საუკეთესო თავდაცვა შეტევაა. არ გამოგვდის დაცვიდან თამაში და გვჭირდება ისეთი მწვრთნელი, ვინც იმას გვათამაშებს, რაც გამოგვდის.

ასევე ბევრს ჰგონია, რომ კარგმა მწვრთნელმა ყველა კარგი ფეხბურთელი ერთბაშად არ უნდა გაიყვანოს მოედანზე და რამდენიმე კოზირი "სახელოში“ უნდა ჰქონდეს დამალული, რომ მერე თამაში გააძლიეროს. ამაში არის ლოგიკა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში აქაც იგივე პრობლემაა: სანამ ამ კოზირების გამოყენებამდე მივა საქმე, როგორც წესი, მანამდე იმდენი გოლი გვაქვს გაშვებული, რომ მატჩის ბოლო 15 წუთი კარგი თამაში აღარ გვყოფნის (კვიპროსთან იყო გამონაკლისი, რადგან საოცრად გაგვიმართლა და ორჯერ ხარიხას გაარტყეს, თორემ ის ორივე გოლი რომ გასულიყო, ზურიკოს და "ლობჟანას" ბოლოში შემოყვანა როგორ გვიშველიდა, კი ვნახავდით). ამიტომ ჩვენს ნაკრებს სჭირდება ტაქტიკა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ყველა საუკეთესო პირველივე წუთიდან გვყავდეს მოედანზე.

შესაბამისად, ჩემი, როგორც რიგითი გულშემატკივრის აზრით, სანიოლის სტრატეგია ამ მატჩებისთვის იყო მცდარი;

2) ტაქტიკა და შემადგენლობა: მცდარმა სტრატეგიამ მცდარი და არასწორი ტაქტიკის და შემადგენლობის შერჩევამდე მიიყვანა მწვრთნელი. მან რატომღაც პირდაპირ შოტლანდიაში გადაწყვიტა სპალეტის საყვარელი ტაქტიკა 4-3-3 ეცადა.

თავიდან შემადგენლობა რომ ვნახეთ, ბევრი დაიბნა, რა ტაქტიკით აპირებდა მწვრთნელი თამაშს, მაგრამ იმ წვიმასა და ტყლაპოში რისი გარჩევაც შეიძლებოდა, იმის მიხედვით, ასე იდგნენ ფეხბურთელები: დაცვა: მარჯვნივ - კაკაბაძე, ცენტრში - კაშია და კვირკველია და მარცხნივ - დვალი. ნახევარდაცვაში სამი საყრდენი: კვეკვესკირი, გაგნიძე და კიტეიშვილი და სამი შემტევი: მარცხნივ კვარა, მარჯვნივ ლობჟანიძე და ცენტრში მიქაუტაძე.

სრულიად გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ბატონმა ვილიმ შოტლანდიაში ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება. აქამდე გუნდს 3-5-2 ტაქტიკით ან 3-4-3-ით ათამაშებდა ხოლმე. სამი ცენტრალური მცველი თითქოს დაცვის მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ნორვეგიასთან თამაშის ბოლოს 4-4-2 მოსინჯა და ამანაც გაამართლა და ახლა ეს 4-3-3 საიდან მოიტანა?

საბოლოოდ კი ყველაზე დიდი პრობლემა მარცხენა მცველად დვალის დაყენება აღმოჩნდა. ამან ჩვენს თამაშს გამოუსწორებელი დაღი დაასვა და აი, რატომ:

ერთი მხრივ, მესმის, რატომ შეაჩერა მასზე არჩევანი სანიოლმა და არა აზაროვზე, რადგან უნდოდა მოედანზე რაც შეიძლება მეტი ტანმაღალი მცველი ჰყოლოდა, რომ შოტლანდიელებს სტანდარტულებიდან არ გაელაღათ (თუმცა ამან ვერ გვიშველა და პირველი გოლი მაინც სტანდარტულიდან მივიღეთ), მაგრამ შეტევაში სრულად ჩავარდა მარცხენა ფლანგი. დვალი ცენტრალური მცველია და თუ ასე უნდოდა, ბევრი მაღალი ჰყოლოდა მოედანზე, ეთამაშა სამი ცენტრალური მცველით და ფლანგზე აზაროვი დაეყენებინა?

ის, რომ ფლანგზე დვალი იდგა და მას იერიშებში ჩართვა არ ეხერხება, ამან შედეგად კვარაცხელიას პასიურობა მოიტანა. კომენტატორებიც გაოცებულები კითხულობდნენ პირველ ტაიმში, კვარაცხელიას პასს რატომ არ აძლევენო? არ აძლევდნენ კი არა, ვერ აძლევდნენ. დვალი შეტევაში ვერ ერთვებოდა აქტიურად და კვარაცხლიამდე ვის უნდა მიეტანა ბურთი? რადგან დვალი შეტევაში პასიურობდა, შეტევა უფრო მეტად მარჯვენა ფლანგიდან იწყებოდა. იქ კაკაბაძე იდგა, რომელსაც შეტევაში ჩართვები მეტად ეხერხება და შედეგად ბურთი იყო უფრო მარჯვნივ და ცენტრში, ვიდრე მარცხნივ. როდის ათამაშდა კვაარცხელია? როდესაც დვალი გავიყვანეთ და გოჩოლეიშვილი შემოვიყვანეთ. "გოჩო" წინ აქტიურად წავიდა და კვარაცხელიასთან ბურთიც უფრო ხშირად აღმოჩნდა. ანუ მწვრთნელის ამ ერთმა მცდარმა გადაწყვეტილებამ ჩვენი საუკეთესო ფებურთელი მატჩის დიდი ხნის განმავლობაში უფუნქციოდ დატოვა. ეს იყო მწვრთნელის ყველაზე დიდი შეცდომა.

რაც შეეხება ნახევარდაცვას: მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შეცდა, საერთო ჯამში გაგნიძემ კარგად ითამაშა და კიტეიშვილთან ერთად ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა ჩვენს გუნდში. კვეკვესკირი კი ისევ ვერაფრით გამოირჩა. რატომ არ შეიძლებოდა კვეკვესკირის ადგილზე დამდგარიყო გაგნიძე და იქ, სადაც გაგნიძე იდგა, თავიდანვე ეთამაშა ზურიკო დავითაშვილს? ასე ხომ ჩვენი ნახევარდაცვა უფრო მობილური და მოძრავი იქნებოდა? მერე, როცა ზურიკო გამოვიდა, უკვე ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა.

არასწორმა სტრატეგიამ და არასწორად შერჩეულმა შემადგენლობამ მიგვიყვანა ცუდ თამაშამდე, უფრო სწორად, უსუსურ თამაშამდე, რაც ყველაზე მეტადაა გულდასაწყვეტი, თორემ გლაზგოში წაგებით, ვის არ წაუგია?

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სანიოლმა ვერაფრით მოახერხა ჩვენი გუნდისთვის პრესინგი ესწავლებინა, არადა, პრესინგის გარეშე დღეს ფეხბურთს აღარავინ თამაშობს. ჰოდა, მარტივი კითხვაა: რა სარგებლობას ველით მწვრთნელისგან, ვინც გუნდს ამდენი ხნის განმავლობაში პრესინგის თამაში ვერ ასწავლა?

P.S. თუ ფედერაცია სანიოლს ახლავე ვერ გაუშვებს, მაშინ კონკრეტული პირობა მაინც უნდა წაუყენოს; არა ჯგუფში მეორეზე ან მესამეზე გასვლა, არამედ უფრო კონკრეტული: თუ ამ შესარჩევი ციკლის ბოლოს ნაკრებს არ ეცოდინება პრესინგის თამაში, როგორც თანამედროვე გუნდს, მაშინ წავა და ერთა ლიგის თამაშებისთვის გუნდს ახალი მწვრთნელი მოამზადებს (აგერ, სპალეტი უმუშევარია). სხვა შემთხვევში ჩვენ "ერთა ლიგიდანაც" ვერ გავალთ."

altწვიმას (ყველაფერს) ნუ დავაბრალებთ - ნაცნობი პრობლემები საქართველოს ნაკრებში და თაობა, რომელიც სინანულს არ უნდა იწვევდეს!..

მკითხველის კომენტარები / 127 /
ამდენი გაშვება ნამეტანია რა.
მემგონი რომ უნდა აცადონ ამ ადამიანს შესარჩევი და ერთა ლიგა.
ასე ყოველ თამაშზე გასაშვები გასაშვები ..
გუნდს როგორ ჩამოაყალიბებ
Lsd
21 ივნისი 2023 19:12
8
ცხადაძე უნდა დააბრინონ! ერთადერთი მწვრთნელია ვის დროსაც ნაკრები გამართულ ფეხბურთს თამაშობდა
Soza
21 ივნისი 2023 18:56
27
იმ კაცის რა უნდა ირწმუნო, თავის უნიჭო შვილს ბაჩანა ცხადაძეს რომ ათამაშებდა ნაკრების თავდამსხმელად
ხვიჩა
21 ივნისი 2023 19:10
3
მოკლედ ყველა პოლიტიკოსი და ფეხბურთელია ჩვენს ქვეყანაში
საქართველო
21 ივნისი 2023 18:48
10
აბა რა მარტო მე და შენ შეგვიძლია ფეხბურთზე ვილაპარაკოთ, მაგათ ვინ ეკითხებათ არაა? რა არ მოგეწონა მშვენიერი ანალიზი დადო კაცმა.
G.LA
21 ივნისი 2023 19:33
12
დაიწყო ამანაც პროფესორობა. პოლიტიკაში ხომ ყველაფერი ზედმიწევნით იცის და ახლა სანიოლს გადაწვდა. "ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველიდესო"- იცის ალბათ მაგრამ დაავიწყდა ეტყობა ეს გამონათქვამი. სანიოლს რომ უნახავს და უთამაშია...
აუ, წამოვიდა ახლა ბრძნული აზრები
21 ივნისი 2023 18:44
20
რაც ხალხია იგივეა ნაკრები .. შოტლანდიელების გულშემატკივრობა და ქართველების შეადარე ... ქართველებმა იციან სემიჩკის ჭამა , სუდია პ.... და კუთხურის დროს რბილი ლ-ებით გოლი გოლის ძახილი-მოთხოვნა ... ვის შევჩივლო რუსთაველი მკვდარია ///
rr+
21 ივნისი 2023 18:43
5
რბილი ლ-ები მკლავს ტოო :)))
ზაზა
21 ივნისი 2023 19:56
4
სადღაც მართალია.ზოგადად დვალის როგორც ფეხბურთელის ფუნქცია ამდენი წელი პირადად მე ვერ გავიგე.ამდენი ცენტრალური მცველის კონკურენციაში დვალის ადგილი ძირითადში ნამდვილად არაა.კვიპროსთან აზაროვი თითქმის საუკეთესო იყო,დავითაშვილი კი გამარჯვების გოლის ავტორი,თან ისეთი გოლის რომლეს გატანაც ძალიან რთული იყო...ამ ორივე ფეხბურთელის სათადარიგოთა სკამზე დატოვება სრულიად აუხსნელია.სამ დღეში გამარჯვებული გინდიდან 4 ფეხბურთელს რომ ცვლი ძირითადში ესეც აბსურდია.შოტლანდიასთან გასვლაზე კი 5 მცველიანი ტაქტიკის შეცვლა კიდევ ერთი შეცდომა.ზუსტად ასე ქნა კუმანმა,ვან გაალის 3-5-2 შეცვალა 4-3-3_ით და რა მიიღო?სამ თამაშში გაშვებული 11 გოლი.
Master
21 ივნისი 2023 18:42
4
არ წამიკითხავს ეს სტატია, მაგრამ მერაბ მოდი ძმურად შენს საქმეს მიხედე , თორემ მალე შენი შეფასებებით ვახო სანაია 2 იქნები. პიროვნულად ღმერთმა დაგიფაროს
: )))))))
21 ივნისი 2023 18:35
24
: )))))))
აზრის გამოტანის აზრზე რო იყო , რაც დავწერე მიხვდებოდი. მე ვამბობ , ყველას აქვსმეთქი თავისი აზრის გამოხატვის უფლება , გინდ ჟურნალისტი იყოს , გინდ პოლიტიკოსი , გინდ ინჟინერი და ვინც გინდა იყოს . უკეთესად რო ვთვლიდე თავს , ჩემს თავსაც არ მივათვლიდი ყველას .
სოსო ბატონო ,
სტატიად რომ დადო , რა მერე , ამით წერტილი დაესვა განხილვას თუ აქსიომაა მაგის აზრი , რადსგან სტატიაა ? სულაც არ ვეთანხმები ეხლა სანიოლის გაშვებას. სანიოლიზე მეტად , მისი თანაშემწეების კომპეტენტურობაზე მაქვს პრეტენზია, მაგრამ მაგ კაცს აქვს უფლება , რასაც ფიქრობს , ის დაწეროს .აქ ვინც ვართ , ყველას საფეხბურთო
და პოლიტიკურ ექსპერტობაზე გვაქვს პრეტენზია და მაგას ფეხბურთზე არა აქვს თუნდაც სტატიის დაწერის უფლება ?!იქნებადა , არ უყვბარს ჩვენზე ნაკლებად ქარღული ფეხბურთი ? თანაც |თავის სახელს და სახეს არ მალავს . გაუგებარია რაიმე ჩემს ნათქვამში ?
gpi
22 ივნისი 2023 13:37
1
ეი, გეპეი! მეტრეველი როა, ვინმეზე რამით უკეთესია ეგ, ან შენ? რასაც წაიკითხავ, აზრის გამოტანა ისწავლე. თამაშიდან ანალიზს სპეციალისტი გამოიტანს და ეგ მეტრეველი კიდევ ყველაფერშჩიკია . ეგეთებმა კიდევ ჯობია თავის საქმეს მიხედონ. შენ თუ ჩემი კომენტარი არ მოგწონს, ნაკლებად მნიშვნელოვანია
: )))))))
22 ივნისი 2023 07:26
1
ყველა გამოხმაურება
ბატონი მერაბ როგორ გგონიათ თქვენი ტაქტიკით რომ ეთამაშა ნაკრებს, შოტლანდიაში წვიმიან ამინდში ინგლისის გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ შოტლანდიის ნაკრებს მოუგებდით? მითუმეტეს რომ ჩვენი მთავარი ძალა ხვიჩა არ არის მაგარ ფორმაში.თუ ასე მიგაჩნიათ მაგარი ოპტიმისტი ყოფილხართ.მე პირიქით მადლობა მინდა მოუხადო მისიე სანიოლს წინა ორ შეხვედრაში აღებული ქულებისთვის.რაც შეეხება პრესინგის სწავლებას უნდა იცოდეთ რომ პრესინგი დიდ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს რასაც ვერც ერთი სახელოვანი მწვრვთელი ერთ კვირაში ვერ შეძლებს.
ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს
21 ივნისი 2023 18:31
15
აქ მოგებაზე კი არ არის, თამაშის ხარისხზეა, საქართველოს ნაკრებს ტაქტიკა არ აქვს მეგობარო, ინდივიდუალური ტექნიკის ხარჯზე თამაშობს გუნდი, ამაშია საქმე
მოქალაქე
21 ივნისი 2023 20:09
4
შემადგენლობა რომ ვნახე, მე ძალიან დაბნეული ვიყავი, ვერაფერი გავიგე, მე მგონი თვითონ ფეხბურთელებმაც ვერგაიგეს, მწვრთნელს რა უნდოდა. აზაროვი რა, დაასვენა? ახალგაზრდულისთვის? ისე ბევრი ამბობდა, მთელი აქცენტი 21 წლამდელებზე გავაკეთოთო, ასეთი შანსი მეტი არ გვექნებაო. რავიცი სწორია? არა და არა, მთავარი ეროვნული ნაკრებია, რომლის არსი, მე მგონი დღემდე ვერავინ გაიგო და გაითავისა. მარტო უბრალო ქომაგებს დაგვაწყდა ნერვები, აგერ უკვე 30 წელია.
დიდება საქართველოს
ლევანი
21 ივნისი 2023 18:21
3
ანალიზი არა კვახი. სანიოლი კი არა შენ ხარ გასაშვები. შენი ჟურნალისტობა რა გაიშვა.
ქართველი
21 ივნისი 2023 18:20
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული