"საქართველოს გაუმარჯოს! რუსები ამას ვერ მოვესწრებით..." - ანდრონოვი U21 ნაკრების წარმატებაზე

AutoSharing Option
ცნობილი რუსი კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი სოციალურ ქსელში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბრწყინვალე ასპარეზობას ეხმაურება.

მან თავდაპირველად ზურიკო დავითაშვილის მიერ ნიდერლანდების კარში გატანილი გოლი გამოაქვეყნა და დაწერა:

"Facebook-ის პოლიცია ამის წინააღმდეგია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი - საქართველოს გაუმარჯოს! ვულოცავ ამ წარმატებას. ისე ვგულშემატკივრობ, როგორც ამას ბავშვობაში ვაკეთებდი".

მოგვიანებით მან ქართველი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ზეიმის კადრებიც გამოაქვეყნა, რის შესახებაც დაწერა:

"ეს არის ნამდვილი ბედნიერება! უბრალოდ, ნახეთ და გაიგებთ, თუ რა არის ფეხბურთი. რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ასეთ გარემოში არასდროს უთამაშია და ვფიქრობ, ამას ვერც
მოვესწრებით. შეიგნეთ და დაფიქრდით ამაზე", - წერს ანდრონოვი.
მკითხველის კომენტარები / 35 /
ანდრონოვს საქართველოც ძალიან უყვარს და ქართული ფეხბურთი. თბილისის დინამო მისი საყვარელი კლუბია . ამას 2000–იან წლებშიც და შემდგომაც სულ ამბობდა და თბილისშიც ჩამოდიოდა. ეს და ნტვ ფუტბოლის ძველი შემადგენლობა (რომელიც პროპუტინისტურმა თინა კანდელაკმა და სხვებმა გაყარეს სამსახურებიდან) , თითქმის ყველანი საქართველოს გულშემატკივრები იყვნენ. სტაჟიან ქომაგებს გემახსოვრებათ ეს ყველაფერი
ქართველი
29 ივნისი 2023 15:01
1
ვადიმ სინიავსკი 1972 წელს გარდაიცვალა. ყიფიანი გავრილოვის სტილში თამაშობსო,-ვ.მასლაჩენკომ თქვა.
ა.
29 ივნისი 2023 09:47
1
გავრილოვი კრუიფის სტილში თამაშობსო, ა კიპიანი პახოჟ ნა გავრილოვა. მგონი ესე სთქვა
გიორგი
29 ივნისი 2023 19:59
1
მართალია ეს კაცი და სიმართლეს აღიარება უნდა რუსებშიც ყოფილან მართალი ადამიანები რაც აკლიათ რუსებს ეს სიმართლეა ყველასთან ტყუიან ყველა დროს
გოჩა
29 ივნისი 2023 09:29
2
საქართველო უნდა იყოს რუსეთთან ერთად NATO-ს წინააღმდეგ.
ამისთვის არ მიღვაძია მე.
სოსო სტალინი
29 ივნისი 2023 09:21
11
რას ვერ მოიესწრება, რეებს ბოდავს ეს ვლასოველი ანდრონოვი. დაავიწყდა მსოფლიო ჩემპიონატი მათთან რომ ჩატარდა და მერვედფინალში ესპანეთი გამოაგდეს?
სტალინი
29 ივნისი 2023 09:13
11
ანდრონოვი, უტკინი, სიომინი, სლუცკი - ესენი ყველა საღად მოაზროვნე რუსი ადამიანების ეტალონები არიან! სამწუხარო ისაა, რომ მასეთი ხალხი რუსეთში "ამინდს" ვერ ქმნიან, რადგან რუსების უმრავლესობაში ე.წ. იმპერიული აზროვნებაა გაბატონებული (რაც იმის გამოა ტომ ახლანდელი რუსები ძველი მონღოლური ანუ დამპყრობლური წარმომავლობის არიან ანუ გადაჯიშებულები)
fani
29 ივნისი 2023 01:37
6
რუსეთში ეგეთი ადამიანები რომ არიან, კარგია. თუმცა, უმეტესობა მათნაირი რომ იყოს, რუსეთი დაინგრეოდა. შესაბამისად, რუსეთისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, აუცილებელია, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და ხელისუფლება იმპერიულად მოაზროვნე იყოს.
დათო
29 ივნისი 2023 12:12
5
იმპერიული აზროვნება აქვს ყველა ერს, რომელმაც თავის განვითარებაში მიაღწია იმპერიის სტატუსს! ეს ძლიერი ერების ხვედრია!
aburjga
29 ივნისი 2023 09:08
3
ეს კაცი უტკინთან ერთად ჯიგრები არიან. რომელ წელს თქვა უტკინმა, ბარსელონა დინამოს სტილში თამაშობსო, ნახეთ, დაგუგლეთ, ისიამოვნეთ.........
სიმართლე
28 ივნისი 2023 23:11
0
1985-1987 წლებში, ვმსახურობდით საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში, ოდესის ოლქში, ტარდებოდა ტურნირი ფეხბურთში, 15-ქართველი ვიყავით და აქედან 10-ნახალოვკელები, ამ ათიდან 7-ფეხბურთელი იყო ჟანის აღზრდილები, ფეხბურთის მრწვრთნელი იყო და მასთან გაიზარდნენ,ყველას მოვუგეთ და ფინალში ოფიცრების ნაკრები გამოგვიყვანეს, სპორტროტადანაცკი მოიყვანეს რომ ჩვენთვის მოეგოთ, ბოლოს პენლებში წავაგეთ 5-4, ერთი მაიორი იყო რუსი და არასდროს დამავიწყდება იმის სიტყვები ოფიცრებს რომ უთხრა, თქვენ წააგეთ ეს თამაში თბილისის ერთერთ უბანთანო და ადგა და წავიდა, მიუხედავად წაგებისა სიამაყის გრდზნობა დღესაც მომყვება იმ თამაშიდან, ეს ისე თუ როგორ გვიყვარს ქართველებს ფეხბურთი, მაშინ 18-19 წლის ბიჭები ვიყავით. მადლობა თუ ჩემი მოგონება თქვენს გულამდე მივიტანე.გამარჯვებით გვევლოს საქართველოს.
პაპა
28 ივნისი 2023 19:38
2
ჟანი ლეჟავა
საქართველო
29 ივნისი 2023 03:08
0
ამაყი ვარ, მადლობა ♥️
ზაზა
28 ივნისი 2023 23:46
0
ყველა გამოხმაურება
უტკინს და ანდრონოვს კიდევ მელნიკოვს დავამატებდი,ნეტა ასეთები კრემლში ყავდეთ,არ დაისვენებდა მთელი მსოფლიო...აბა ის რომელი იყო მემგონი მასლაჩენკო, რომ განაცხადა ყიფიანი თამაშობს გავრილოვის სტილშიო არა:))
Givi
28 ივნისი 2023 19:29
1
ვაჟა მასწ.-ს! რას ამბობ კაცო? სინიავსკი 72 შია გარდაცვლილი და ყიფიანი ახალი მისული იყო მაშინ დინამოში. ეგ ოზეროვმა თქვა. რა მნიშვნელობა აქვს ვისი მეგობარი იყო მასლაჩენკო. ეგ იყო მაგარი შოვინისტი. 82ში დაიჯინა ფინალი მე უნდა წავიყვანოო. არადა მართლა ოზეროვს ეკუთვნოდა,.ეგ რომ შოვინისტი იყო კოტე მახარაძისგანაც ვიცი. კომენტატორებიდან ქართველები უყვარდა აწ გარდაცვლილ ვლადიმერ პერეტურინს. გენადი ორლოვსაც. ბ-ნი კოტეს დასაფლავებაზე მარტო ორლოვი ჩამოვიდა რუსეთიდან სპორტული ჟურნალისტებიდან!
დავით 67
29 ივნისი 2023 04:58
1
გივი ბატონო მასლაჩენკო სერგო კოტრიკაძის კოლეგა და მეგობარი იყო. ქართველ ფეხბურთელებს აფასებდა. ყიფიანზე ეგ სისულელე ვადიმ სინიავსკიმ თქვა. მაგან დი სტეფანოზეც თქვა: "ჩვენი ვალია ბუბუკინის მსგავსიაო" და ასე შემდეგ. ხოლო სიომაზე აქვს ნათქვამი: "ბარკაია ჩტო-ტო მუდრიტ, მუდრიტ . . . უდაარ . . . გოოლ?! ოპიატ მუდრიტ, მუდრიტ, უდარ გოოლ - მხოლოდ 5წთ-ის მერე სხვათაშორის წამოსცდა, რომ დინამო სპარტაკს მოსკოვში 2:0 უგებდა. ამიტომ იმ დროის თბილისის დინამოს თამაშები "მინი - დიდგორები" იყო ქართველებისათვის.
ვაჟა მასწ.
28 ივნისი 2023 23:29
3
ყველა გამოხმაურება
რუსეთი თუ ი,პერიულ ამბიციებს მოიშორებსო? ე გ ხომ გამორიცხულია, იმპერიული ამბიცია არის რუსების ეროვნული პრობლემა. მასა ეგენი ვერ ,ოიშორებენს
ბიოლოგი
28 ივნისი 2023 18:12
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული