მან u21 ევროპის ჩემპიონატს მეორე ეშელონის ტურნირი, კვარაცხელიას გადაწყვეტილებას კი მასში მონაწილეობაზე უარი ეთქვა - გონივრული და რაციონალური უწოდა.
"ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო.
რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით - უკეთესი. მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი
ამდენად ამ ტურნირს 3 მნიშვნელობა ჰქონდა, რაც ბევრმა დაიკიდა:
1. ფსიქოლოგიური ფაქტორი - გამარჯოვებულის ფსიქოლოგია, რაც მომავალი ლიდერობის საწინდარია. თუ ახლა მოვიგებდით ამ თაობის ევროპულ გუნდებში გაჩნდებოდა მინიმუმ ფსიქოლოგიური უპირატესობა და ლიდერის სინდრომი, რომ საქართველო საუკეთესოა. ამ თაობას 1-2 წელი აკლია, რომ "დიდებში" იასპარეზონ და ეს უპირატესობა "გადმოყვებოდა". ეს ყველაზე კრიტიკული მნიშვნელობისაა.
2. ევროპის ჩემპიონობა - რა მნიშვნელობაა U21-ია თუ 1-2 წლით დიდები - ჩემპიონი ჩემპიონია! ეს იქნებოდა ლეგენდარული/ისტორიული გარღვევა, რაც აქამდე საქართველოს არ მიუღწევია. ეს იქნებოდა უდიდესი პოზიტიური მუხტი საზოგადოებაში, ქვეყანაში, ქართული ფეხბურთის ცნობადობის გაზრდა, ქართველი ფეხბურთელებით დაინტერესება (მათი სატრანსფერო ფასის ზრდა). ეს იმაზე ბეეეევრად მეტი იქნებოდა, ვიდრე ეს კვარამ ან ჟორჟმა შეიძლება მოახერხონ!!! ის, რომ ევროპა ვართ და ამ სფეროში ლიდერები, ეს პოლიტიკური გზავნილიც იქნებოდა სერიოზული და კიდევ უამრავი რამ: ნებისმიერი ქართველი უფრო ამაყი იქნებოდა, უფრო ბედნიერიც!
3. შანსი ოლიმპიადაზე გასვლის - ეს იქნებოდა უნიკალური, ლეგენდარული, ისტორიული გარღვევა. არასდროს არ ყოფილა ქართული ფეხბურთი ოლიმპიადაზე!!! მსოფლიოს ცოტა ქვეყანას აქვს ფუფუნება ითამაშოს ოლიმპიადაზე. მონაწილეობაც კი დიდი გამარჯვება იქნებოდა. ცალკე სათქმელი იქნებოდა იქ მიღწეული შედეგი, რომელიც კიდევ უფრო აწევდა ქართული ფეხბურთის ცნობადობა და ა.შ., რაც ზევით ვთქვი.
ეს გააზრება გვაკლია. ნაპოლის წარმატება არაა ქართული ფეხბურთის წარმატება ან მხოლოდ პატარა ეპიზოდია. მიხარია ხვიჩას წარმატებაც, თუმცა ჩემთვის საქართველოს ნაკრების გამარჯვება უფრო დიდი ფასეული იქნებოდა. ეს გუნდური სპორტია და გუნდმა უნდა გაიმარჯვოს.
ამდენად ვერ ავხსნი და ვერც გასაგებად მივიჩნევ ხვიჩას და ჟორჟის ქცევას. ეს ძალიან დიდი შეცდომა გამოვიდა.
პ.ს. ეროვნულ ნაკრებს ამ ეტაპზე ჩემპიონოს შანსი არაა აქვს (რატომ ვიტყუებთ თავს). ამიტომ იქ უნდა მოვიგოთ, სადაც შეგვიძლია; იქიდან უნდა დავიწყოთ დიდი გულშემატკივრობა, თორემ იმ მებრძოლ სულსაც ჩაკლავთ ამ მეორეხარისხოვნობის ძახილით.
აბა რა არ მოგეწონათ?
ჩემი აზრით ინტერნეტთან წვდომა არც უნდა ჰქონდეს ამ ხალხს.
ზუსტად ეგრე ლანძღავენ ჰალანდს და პედრის თურმე, დაათრევენ კედელ-კედელ და სად ატარებს დასვენებას და რას იცმევს იმას არჩევენ.
რათქმაუნდა დაბალი ინტელექტის ხალხი ყველგან ჰყავთ მაგრამ აქ რომ ხდება ისეთი არსად. ყველაფერს ვადევნებ თვალს და აქ მართლა სასწაული ხდება.
ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ხილვის საშუალება მოგეცათ. დამოუკიდებელ საქართველოს არ ღირსებია მისი დონის არავინ. და ასე უხდით მადლობას ამ ჯუნგლების ლამაზად და განვითარებულად წარმოჩენისთვის?
სირცხვილით დავიწვი, როცა ნაპოლის გვერდზე, იტალიელ გულშემატკივარში დაიწყო ქართველმა ბრბომ თავისი მახინჯი და ლანძღვა-გინებით სავსე კომენტარების წერა. რას იფიქრებს ის ხალხი???
დღეს საერთოდ რომ თქვას ფეხბურთის თამაშზე უარი, უკვე იმდენი აქვს გაკეთებული, წლები დაჭირდება სხვას...
გადახედეთ აბა ისტორიას? რომელ ნიჭიერს და პროფესიონალს მიეცა ამ ქვეყანაში ბედნიერი, ლაღი ცხოვრების უფლება? რომელი არ შეიჭამა ცოცხლად?
ვის ტყვია მოხვდა შუბლში, ვინ ფანჯრიდან გადახტა და ვინ თვითმკვლელობამდე მივიდა.
შეიძლება არც იცით ისტორია მაგრამ მე ვიცი.
სიკვდილის მერე ისე დააფასეს, აბა გაბედოს ვინმემ და რამე თქვას? ვის რაში ჭირდებ??
ერთი მარტივი კითხვა მაქვს, გვეშველება რამე? როდის უნდა განვითარდეს ამ ქვეყნის მოსახლეობა?
დამიჯერეთ, მთავრობები არაფერ შუაშია თუ ხალხი ასე დარჩება. ნუ აბრალებთ მთავრობებს რაღაცეებს.
ქართველ ხალხში კი ყველაფერი მუშაობს.
მუდრიკზე არ გამომიხტეთ, მუდრიკმა მთელი წელი სკამზე გაატარა და მას დასამტკიცებელი ჰქონდა ბევრი რამე.
უბრალოდ სირცხვილია ვინც ხვიჩას ასე ლანძღავს და ათრევს დღეს.
ამ დონის სპორტსმენის ღირსი არაა ეს ქვეყანა და სანამ ბოლომდე არ გაანადგურებს არ მოისვენებს.
იქნებ აპატიოთ საუკეთესო რომ არის?
რამდენი ფეხბურთელი დაბადებულა ამ ქვეყანაში და მსგავსი წნეხი რომელიმეზე ყოფილა?? არა.
არ მგონია ეს შემთხვევითი.
კოვიდი რომ დაემართა მაკედონიასთან, იმასაც კი მას აბრალებენ დღემდე.
არცერთი მხარე და ანგაჟირებული ტიპი არ დარჩა ვინც არ ლანძღა.
დადგება დღე, კიდევ იყვირებთ მის სახელს და იმედია სირცხვილი მაინც შეგაწუხებთ ყიჟინისას...
დაიყენეთ ეხლა პოზა. რა თავში აგივარდათ კვარას ერთი სეზონი. რუბინში რომ ეთამაშა ახლაც, მაშინაც არ ეკუთვნოდა თამაში??? :):):)
რა გევასებათ ეს ფრონცქობა! დებილობა ქნა რომ არ ითამაშა და მორჩა! შეცდომა შეცდომაა, სამწუხაროდ აქ კატასტროფული შეცდომა იყო.
პოლიტიკის დ---აც და ტროლებისაც. ესე ვფიქრობ და მორჩა. ასე ფიქრობს კიდევ ბევრი ალბათ. ჩემს ირგვლივ ყველა. თვენ სხვანაირად ფიქრობთ. ოკ, მაგრამ მე მაინც ვერ შემეცვლება აზრი. არ მოიქცა კარგად არც კვარა და არც ჟორჟი. ახლა გინდა ქოცებზე წერეთ და გინდა ნაცებზე.
ასე რომ რამდები დისლაიკიც უნდათ იმდენი დაგვიწერომ ბატონო სოსო.
თქვენ კრიტიკასაც რომ წერდეთ აქ, იმდენად ზრდილობის ფარგლებში წერთ, რომ საწყენი არ იქნება. ეგ ხალხი მაოცებს