"რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას U21 ნაკრებში?! - ეს მეორე ეშელონის ტურნირი იყო" - გვარამია ხვიჩასა და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
"მთავარი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს.

მან u21 ევროპის ჩემპიონატს მეორე ეშელონის ტურნირი, კვარაცხელიას გადაწყვეტილებას კი მასში მონაწილეობაზე უარი ეთქვა - გონივრული და რაციონალური უწოდა.

"ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო.

რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით - უკეთესი. მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი
- გინდა ასე შეხედე, გინდა ისე", - წერს გვარამია.
მკითხველის კომენტარები / 142 /
ეგეთი კომენტარი ფეისბუკში დავწერე და ლამის ჩამქოლეს ტიპებმა, დიახაც ასეა, სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელები არ თამაშობენ მეორეხარისხოვან ტურნირებს, ერთადერთი ის იყო, რომ ტურნირი საქართველოში ტარდებოდა და ოლიმპადის შანსი იყო, თორემ არავის არ გახსენებია ბელინგემი და ჰაკიმი, ჰალანდი და მაუნტი და კიდევ ბევრი სუპერვარსკვლავი, რომლებიც ასეთ ტურნირებში არ თამაშობენ.
ბმბ
03 ივლისი 2023 12:02
8
ეს მარაზმი ფრაზა - მეორეხარისხოვანი ტურნირი ამოიღეთ ხმარებიდან! ანუ ეს ბიჭები მეორეხარისხოვანნი არიან? ვინ რას აკეთებს ევროპაში, ეს მისაბაძია და უნდა ვაკოპიროთ ჩვენც? ჩვენი ჩვენი აზრი არ გვაქვს? ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის მომავალია, ხვალინდელი დღეა. ამათ უნდა ვეფეროთ, გავამხნევოთ, ვუქომაგოთ. გამარჯვებულის სულისკვეთება და მუხტი თუ ახლავე ჩაიდებოდა ამ თაობაში, ასეც გააგრძელებდნენ და უკვე დიდებში ამათ დიდი უპირატესობა ექნებოდათ, რადგან იმავე თაობებს დაეჯახებიან, ვინ დღეს თამაშობდა ჩემპიონატზე. იმიტომ ვერ ქაჩავს ქართული ფეხბურთი, მხოლოდ ეროვნულს რომ ქომაგობთ და სხვა მეორეხარისხოვანია. თქვენ ელოდებით გამზადებულ ვარსკვვლავებს გამარჯვებულის სულისკვეთებით და ზრდაზე არ ზრუნავთ. მაშინ მიუშვით თქვენი შვილები და დაელოდეთ, როდის ჩამოყალიბდებიან თავისით გენიალურ ადამიანებად. მოეშვით იმის ლაპარაკს, რას აკეთებს ნორვეგია ან იტალია. ჩვენ სხვა გზა გვაქვს; ისინი ცდებიან აქ და აქ უნდა ვაჯობით სწორედ.
ამდენად ამ ტურნირს 3 მნიშვნელობა ჰქონდა, რაც ბევრმა დაიკიდა:
1. ფსიქოლოგიური ფაქტორი - გამარჯოვებულის ფსიქოლოგია, რაც მომავალი ლიდერობის საწინდარია. თუ ახლა მოვიგებდით ამ თაობის ევროპულ გუნდებში გაჩნდებოდა მინიმუმ ფსიქოლოგიური უპირატესობა და ლიდერის სინდრომი, რომ საქართველო საუკეთესოა. ამ თაობას 1-2 წელი აკლია, რომ "დიდებში" იასპარეზონ და ეს უპირატესობა "გადმოყვებოდა". ეს ყველაზე კრიტიკული მნიშვნელობაა.
2. ევროპის ჩემპიონობა - რა მნიშვნელობაა U21-ია თუ 1-2 წლით დიდები - ჩემპიონი ჩემპიონია! ეს იქნებოდა ლეგენდარული/ისტორიული გარღვევა, რაც აქამდე საქართველოს არ მიუღწევია. ეს იქნებოდა უდიდესი პოზიტიური მუხტი საზოგადოებაში, ქვეყანაში, ქართული ფეხბურთის ცნობადობის გაზრდა, ქართველი ფეხბურთელებით დაინტერესება (მათი სატრანსფერო ფასის ზრდა). ეს იმაზე ბეეეევრად მეტი იქნებოდა, ვიდრე ეს კვარამ ან ჟორჟმა შეიძლება მოახერხონ!!! ის, რომ ევროპა ვართ და ამ სფეროში ლიდერები, ეს პოლიტიკური გზავნილიც იქნებოდა სერიოზული და კიდევ უამრავი რამ: ნებისმიერი ქართველი უფრო ამაყი იქნებოდა, უფრო ბედნიერიც!
3. შანსი ოლიმპიადაზე გასვლის - ეს იქნებოდა უნიკალური, ლეგენდარული, ისტორიული გარღვევა. არასდროს არ ყოფილა ქართული ფეხბურთი ოლიმპიადაზე!!! მსოფლიოს ცოტა ქვეყანას აქვს ფუფუნება ითამაშოს ოლიმპიადაზე. მონაწილეობად კი დიდი გამარჯვება იქნებოდა. ცალკე სათმელი იქნებოდა, იქ მიღწეული შედეგი, რომელიც კიდევ უფრო აწევდა ქართული ფეხბურთის ცნობადობა და აა.შ., რაც ზევით ვთქვი.

ეს გააზრება გვაკლია. ნაპოლის წარმატება არაა ქართული ფეხბურთის წარმატება ან მხოლოდ პატარა ეპიზოდია. მიხარია ხვიჩას წარმატებაც, თუმცა ჩემთვის საქართველო ნაკრების გამარჯვება უფრო და თან ზალზეედ უფრო ფასებული იქნებოდა. ეს გუნდური სპორტია და გუნდმა უნდა გაიმარჯოს.

ამდენად ვერ ავხსნი და ვერც გასაგებად მივიჩნევ ხვიჩAს და ჟორჟის ქცევას. ეს ძალიან დიდი შეცდომა გამოვიდა.

პ.ს. ეროვნულ ნაკრებს ამ ეტაპზე ჩემპიონოს შანსი არაა აქვს და ჯგუფის გასვლის შანსიც არაა დიდი (რატომ ვიტყუებთ თავს). ამიტომ იქ უნდა მოვიგოთ, სადაც შეგვიძლია; იქიდან უნდა დავიწყოთ დიდი გულშემატკივრობა, თორემ იმ მებრძოლ სულსაც ჩაკლავთ ამ მეორეხარისხოვნობის ძახილით.


სიმართლე
03 ივლისი 2023 14:28
4
საერთოდ დაკარგული აქვთ გაგების უნარი, აზრი ვერ გამოაქვთ წაკითხულიდან. ისეთ სისულელეს წერს ხალხი გაგიჟდები.
რა იყო ჩასაქოლი მანდ?
თუ არ გესმის ფეხბურთი, სანამ ვინმეს პროპაგანდას აყვები მანამდე სხვა ქვეყნებს გადახედე როგორ იქცევიან მისი ვარსკვლავები, მონაწილეობენ მსგავს ტურნირებში?
როგორ შეიძლება ვიღაცის დაწერილმა მყვირალა სათაურმა ასე აგამხედროდ და ადამიანის სახე დაგაკარგიოს. ეს ბიჭი არ იმსახურებს ამას და კვარას რომ თავი დავანებოთ, იმასაც ვერ ხვდებიან, პატარა ბავშვებს, ვინც ფეხბურთელობაზე ოცნებობს როგორ უკარგავენ მოტივაციას ან ლანძღვა-გინებით.
ხეპრეობაა ჩვეულებრივი
!!
03 ივლისი 2023 12:59
7
ყველა გამოხმაურება
რაღაცას ეშმაკობ, რა უნდა ვიწამო შენი მას მერე რსც ტალახაძე ლანძღე. არ ჭირდება ხვიჩას შენი ადვოკატობა.
იმერელი
03 ივლისი 2023 02:04
9
აი აღარ მინდა გავიმეორო რაა მოეშვას ხვიჩა მატრაკვეცობას და უნდა ეთამაშა ესაა სწორი ან რამე საპატიო მიზეზი ეთქვა მაგალითად ვქორწინდები ღმერთმა გაუმარჯოს ოჯახში და ბედნიერი იყოს მაგრამ ვეთანხმები იმ აზრს რომ ჯერ ვარსკვლავი არ არის და ვევრი აქვს დასამტკიცებელი 16 თამაშში რომ გოლს ვერ გაიტან ტოპ ფეხბურთელი ესეიგი რაღაც პრობლემაა და პენალტისკენ ნუ იწევს ზედიზედ სამი პენალტი გამაზა
bib
03 ივლისი 2023 01:48
19
მართლააა
kargit erti ra
03 ივლისი 2023 03:38
2
ძალიან კი გინდა, მაგრამ ხვიჩას არავინ მარხავს, მაგას ვერ მოესწრები... თუ მაინცდამაინც დამარხვაზე მიდგა საქმე, ნახევარი კი არა, სრულიად საქართველო მარხავს ერთ გონებაშეზღუდულ პარიჟანკას შენი შეწყალებისთვის, მაგრამ რად გინდა, შეაყარე კედელს ცერცვი...
ვოოტ
03 ივლისი 2023 00:55
25
მაგრად გეწყინა არა რომ არ აკრიტიკა კვარაცხელია
რას იზავ
03 ივლისი 2023 01:20
12
შენთვის სამშობლო არაფერია და ქვეყნის სიყვარული მაგიტომ ეთანხმები, თუ შენი ქვეყანა გიყვარს შენ თავს უნდა გადაახტე შენი სამშობლოსთვის, კვარასი კიდე მესმის მაგრამ მიქაუტაძეს რა საქმე ქონდა ასეთი ან რამ დაღალა რომ არ ითამაშა ზურიკოც მაგ ლიგაში იყო და თავი დადო მინდორზე
სოსო
02 ივლისი 2023 23:52
21
მართლა არ გინდოდათ გამარჯვება??? მე არ მესმის იმათი, ვინც კვარას და ჟორჟის ართამაშა აპრავებს. ღადაობთ, თუ მაგათი ახლობლები ხართ?
ნიკა
03 ივლისი 2023 01:33
6
კვარაცხელიაზე გაცილებით დიდი ვარსკვლავები თამაშობდნენ ხოლმე და ყოველთვის ითამაშებენ ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე სხვდასხვა კონტინენტებზე.
შაკო
03 ივლისი 2023 01:41
14
ზიდანი, დელ პიერო, ტოტი, ვიერი, რაული, პირლო, ნედვედი, მარადონა,... გავაგრძელო?
შაკო
03 ივლისი 2023 14:31
1
მაინც რომელი იყო კვარაზე დიდი ვარსკვლავი, რომელმაც ითამაშა ეს ტურნირი???
????
03 ივლისი 2023 12:24
7
რაის მეორე ეშელონის ტურნირი. U21 ევროპის ჩემპიონატიდან გაქვს შანსი გახვიდე ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ყველა არსებულ შეჯიბრზე პრესტიჟულია, თუმცა ფეხბურთზე ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად თქვა არ უნდა ეთამაშაო, არასწორია!
პ. ს. ე ხვიჩა, კრიტიკაც დაიმსახურე!
ლაშა
02 ივლისი 2023 23:22
14
ყველაზე დიდი მოვლენა არის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, მერე მოდის ევროპის ჩემპიონატი, მერე ჩემპიონთა ლიგა და მერე ეს შენი ოლიმპიადა სიმართლე თუ გინდათ. ფეხბურთი არის ყველაზე დიდი მოვლენა მსოფლიოში და მეფე საერთოდ სპორტში. ნომერ პირველი სპორტი. მესის ოლიმპიადა დიდი ხანია ქონდა მოგებული მაგრამ მსოფლიოს მოგება იყო ყველაფერი. ბრაზილიას ოლიმპიადა არა აქვს მოგებული ფეხბურთში და არც ჭირდებათ არავის ახსოვს მთავარი ის არის რომ 5გზის მსოფლიო ჩემპიონები არიან. ყველა სპორტისადმი პატივისცემის მიუხედავად, ვერასდროს ვერ გახდება ოლიმპიადა ფეხბურთზე უფრო პრესტიჟული და მნიშვნელოვანი. როგორი ცერემონიებიც არ უნდა აკეთონ გრანდიოზული.
spikeri
03 ივლისი 2023 01:48
4
ბრაზილიას 2 ჯერ აქვს მოგებული ოლიმპიადა
spikerს
03 ივლისი 2023 13:50
0
ყველა გამოხმაურება
უნდა ეთამაშა ქვეყნის და გულშემატკივრების გულისთვის ოლიმპიადას თავი რომ დავანებოთ
პაატა
03 ივლისი 2023 20:06
17
კითხვა მაქვს. პირადად შენ საქართველოსთვის რა გაგიწირია?
გიორგი
03 ივლისი 2023 22:01
4
ბატონებო, რატომ აუფასურებთ მეორე, მესა მე დამეათე ნაკრებს? ყველა ხომ საქართველოს ნაკრებია და ფეხბურთელი ისე იბრძვის საქართველოს სახელისათვის, როგორც პირველ ნაკრებში იბრძვიან? საქართველოს არასდროს დასჭირდება ხვიჩა, გიორგი, დავითი და სხვები სათოხში. მათ არც იციან თოხნა და ლაფათქით მანქანის დატვირთვა. მათ იციან ფეხბურთი, და იქ და იმდენჯერ უნდა დაეხმარონ ქვეყანას სადაც და რამდენჯერაც დასჭირდება. ხვიჩას და მიქაუტაძეს რომ ამ ჩემპიონატზე ეთამაშათ, ოლიმპიადის საგზური გარანტირებული გვქონდა, რით იყო ნაკლები ოლიმპიადაზე თამაში ევროპაზე საეჭვო პერსპექტივაზე? გეტყვით, რომ ევროპა ჩვენ ამ ჯგუფიდან არ გვეღირსება, არადა ამის გულისთვის ოლიმპიადის საგზური დავკარგეთ.
ჟორა
03 ივლისი 2023 18:54
6
არაფერი საბოდიშო კვარას ას სჭირს. ბოდიში იქით უნდა მოუხადოთ კვარას ჩასაფრებულმა ბოღმის ბუკეტებმა, რომ ასეთი დაუნახავი და დაუნდობელი უქნარები ბრძანდებით.
გიორგი
03 ივლისი 2023 21:30
6
შედი ნიკა ბუტკაში
Mr.kostaia
02 ივლისი 2023 23:46
11

სიახლეები პოპულარული