"რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას U21 ნაკრებში?! - ეს მეორე ეშელონის ტურნირი იყო" - გვარამია ხვიჩასა და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
"მთავარი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს.

მან u21 ევროპის ჩემპიონატს მეორე ეშელონის ტურნირი, კვარაცხელიას გადაწყვეტილებას კი მასში მონაწილეობაზე უარი ეთქვა - გონივრული და რაციონალური უწოდა.

"ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო.

რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით - უკეთესი. მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი
- გინდა ასე შეხედე, გინდა ისე", - წერს გვარამია.
მკითხველის კომენტარები / 142 /
გვარამიას ვეთანხმები.
ისე ამ ბიჭს რუსეთუმეობაც დაბრალდა ერთი პერიოდი, ახლა ვიღაც მჟავანაძე ნაცობას და გეი აქტივისტობას აბრალებს და იქნებ ჩამოყალიბდეს ერი რა უნდათ ამ ბიჭისგან?
კიდე კაი ჩემნაირი ხასიათის არ არის და ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევს თორე ჩემს ნიჭს და რესურსს ამ ჩამპალ ქვეყანას როგორ მოვახმარდი.
ცოცხლად ჭამენ ტიპს, ყველა ერთად.
არაფერი ეშველება აქაურობას. ვინც ადეკვატურად ვაზროვნებთ ძალიან ცოტა ვართ და ჩვენი ხმა არ ისმის. მარტო რადიკალების ხმა ისმის.
რადგან ნორმალური ხალხი, ჩემი ჩათვლით, ვერაფერს ვცვლით ქვეყანაში და რადიკალები გვჯობიან, ამიტომ ჩვენს არ ვართ არაფრის ღირსი.
სიჩუმით და გატარებით როგორი ქვეყანაც შევქმენით კი ვხედავთ და პრეტენზიაც არაფერზე უნდა გვქონდეს.
პირადად ჩემთვის კვარას მიმართ ერის დამოკიდებულებამ ძალიან ბევრი რამე გახადა ნათელი. ერის განვითარების დონეც და საერთოდ ყველაფერი.
!!
03 ივლისი 2023 11:27
10
100% ცოცხლად შეჭამეს ნიჭი ამ უნიჭოებმა.
გიორგი
03 ივლისი 2023 21:48
1
კომენტატორებში კიდევ ერთი ცანცარა შემოგვემატა.
გიორგი
02 ივლისი 2023 23:54
6
ვიცი მაგი მე აახალი საფეხბურთო ექსპერტია.
დათა თუთაშხია
02 ივლისი 2023 23:50
0
ჩაგეთვალა)))
გიორგი
03 ივლისი 2023 01:14
1
პასუხი მარტივია - იმიტომ რომ ახალგაზრდულს რომ მოეგო ეს ტურნირი, ამაზე დიდი საფეხბურთო ბედნიერებას ქართველ ხალხს ვერაფერი მოუტანდა. სამწუხაროდ ამაზე დიდი ეროვნული საფეხბურთო წარმატება ჯერ ჰორიზონტზე არ მოსჩანს
ლადო
03 ივლისი 2023 22:03
1
კვარაცხელიას და მიქაუტაძესაც უნდა ეთამაშათ, ესეთი შანსი საქართველოს შეიძლება აღარც ქონდეს, რა დაღლილობაზეა საუბარი დანარჩენები რა არ დაიღალნენ ? ან რა ტრამვებზეა საუბარი ტრავმებს იტალიაში რა არ იღებენ ? მარტო დროშების შემოხვევა ტანზე და სირბილი იტალიის ქუჩებში არ ნიშნავს პატრიოტიზმს, ხალხი ვალებით მიდიოდა იტალიაში მის გასამხნევებლად.რამხელა სიხარულის მიცემა შეეძლო ჩვენი ქვეყნისთვის მაგრამ არ გვიკადრა...
11
03 ივლისი 2023 10:43
11
რატომ უნდა ეთამაშა კვარაცხელიას ეს ტურნირი? თუნდაც იმოტომ რატომაც მოდრიჩმა ითამაშა ხორვატიის ნაკრებში ეს ბოლო ტურნირი.
ჩელენჯერი
03 ივლისი 2023 02:08
22
ვინმე რატის და ლევანი 77 ისე კნინებით მოიხსენიებენ ნიკა გვარამიას თითქოსდა სოლომონ ბრძენი იყოს ან ერთი ან მეორე,სწორედაც ცნობადმა და გონიერმა ხალხმა უნდა გააკეთოს კომენტი მოვლენებზე,თორემ ლათინური-ლევანის ე.წ. ადეკვატური აზრი ვის აინტერესებს.აბა ერთი ჩამოაყალიბეთ საკუთარი აზრი და დაწერეთ გამართულად და ვნახავთ რა გამოგივად.ნიკა შეიძლება პოლიტიკურად არ ესიმპატიურებოდეს ვინმეს, მაგამ არა ყველას,თორემ განათლებით, აზროვნებით,აზრის გადმოცემის და მოვლენების შეფასების მხრივ რას უწუნებთ. ისე ვინმე ლათინური-ლევანის შესაბრალისი ნამდვილად არ მგონია ნიკა გვარამია....მაიც რა დღეშია ააა..ლევანჩიკ!!...გვითხარიიიი..თუ კაციხარ არ დაგვიმალოო...
აპააა არააა
03 ივლისი 2023 00:31
21
გაგეცი ორჯერ პასუხი, აგრამ არ აქვეყნებს რედაქცია. რედაქციას მივმართავ, კიდევ ერთხელ დავწერ და იქნებ გამოაქვეყნოთ.
ლევან77
04 ივლისი 2023 02:24
1
წლის მეორე ნახევარი არაფერი უკეთებია და გოლიც არ გაუტანია. რამ დაღალა?
არ გინდათ ეს ხელის დაფარებები და ა.შ. ნიჭი აქვს, მაგრამ ან რეალიზდება ბოლომდე, ან არა. ქინქლაძე ამაზე ნიჭიერი იყო, მაგრამ ვერ რეალიზდა.

უნდა ეთამაშა აუცილებლად აქ. რისითვის ისვენებს, რომ ნეაპოლი გაახაროს? :)
ეტყობა, თქვენც ნაპოლის წარმატება უფრო გიხარიათ, ვიდრე U21 საქართველოს ნაკრების! აბა ეროვნულს (დიდებს) ამხელა შანსი რომ არა აქვთ, ეგ ისეც იცით. ელოდეთ და უყურეთ ნაპოლის მატჩებს; ეგებ მალე იტალიის მოქალაქეობასაც გამოჰკრათ ხელი :):)

სანამ ესე იაზროვნებთ, კამათსაც აზრი არა აქვს. ამიტომაც არასდროს ქართული ფეხბურთი არ აყვავდება. წერეთ და იკითხეთ. ამდენი გვარამია სად გაიჩითა? საქართველო უკანა პლანზე და ნაპოლი წინ, თურმე!!! ფუი
მარღანია
03 ივლისი 2023 18:03
12
ლოზუნგებს რომ მოვეშვათ, საქმე ასეა. კვარა ახლა იწყებს თამაშს. ანუ მისი ნიჭი კიდევ მრავალი წელიწადი გაახარბს ქართველ გულშემატკივარს. ნაპოლში წარმატებული თამაში აუცილებელი პირობაა კვარას ზრდისთვის. ანუ, მისი მომდევნო სეზონი ნაპოლში ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი ნიშნულია. ახალგაზრდულ ჩემპიონატში კვარას მონაწილეობა ძალიან სარისკო იყო. გადაღლილი ფეხბურთელი ტრამვას უფრო ადვილად იგებს. ზოგი კლავიატურის ლომი კითხულობს, რამ დაღალაო? ტახტიდან ერთ ადგილს თუ ასწევ და კვირაში 100 კილომეტრს გაირბენ, მერე მიხვდები რამაც დაღალა. გადაღლილზე კიდევ 6-7 თამაში ივნისს-ივლისში და 15 ივლისიდან უკვე ნაპოლის შეკრება? ხუმრობთ, თუ უბრალოდ ბოროტები ხართ ხალხო? რამ დაგბოღმათ ასე?
გიორგი
03 ივლისი 2023 21:39
3
ფუი შენ, ქართველი არ ხარ ალბათ.
გიორგი
03 ივლისი 2023 21:43
9
2008 წელი.პეკინის ოლიმპიური თამაშები
ფინალი ნიგერია 0-1 არგენტინა, გოლი: ანხელ დი მარია
არგენტინა:რომერო,გარაი,ძაბალეტა,გაგო.რიკელმე,დი მარია,მასკერანო,მესი,აგუერო,ბანეგა,ლავეზზი...რომელია აქ მეორეხარისხოვანი ექსპერტო გვარამია???
2016 წელი რიოს ოლიმპიური თამაშები
ფინალი ბრაზილია 1-1 გერმანია გოლები:ნეიმარი,მეიერი.
ბრაზილია:ნეიმარი,მარკინოსი,რაფინია...გერმანია: გნაბრი,გორეცკა...არგენტინა:ანხელ კორეა,ჯოვანი სიმეონე... ალაბათ ესენი არიან მეორეხარისხოვანი?!
დანარჩენი თქვენ თქვით,უნდა ეთამაშა ხვიჩას და ჟორჟს თუ არა?!
რა თქმა უნდა ხვიჩაც და ჟორჟიც ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან(ჩვენთვის რათქმა უნდა სუპერვარსკვლავები არიან),მაგრამ ნადვილ ვარსკვლავობამდე (ვიცით და არ გვინდა ვთქვათ,არ გვინდა ვინმეს ვაწყენინოთ) ვფიქრობ კიდევ მეტი სჭირდებათ. მათი "ცაში აყვანით" კი არ ვეხმარებით,დათვურ სამსახურს ვუწევთ. ასეა ეს...
Mr.Kostaia
03 ივლისი 2023 17:59
4
კოლა-ს
შენ ბიძიკო კითხვა თუ არა იცი, მაგი თქვი!რომელია არგენტინელი,ნეიმარი,რაფინია,თუ მარკინოსი ???გნაბრი და გორეცკაც არ გექნება გაგონილი. საერთოდ ფეხბურთთან რა გინდა? მაქვს თუ არა გაკეთებული რამე საქართველოსთვის? გპასუხობ:მაქვს. მეორეც, რატომ ამბობთ ხვიჩას მოძულეები ხართო,ვინც ვაკრიტიკებთ და ვერ მოვუწონეთ საქციელი (არა მარტო ხვიჩას,ჟორჟსაც).დაატანეთ ენას და თითებს ტვინი!!!არავის არავინ არ სძულს!!!რომ ძალიან გვიყვარდა, იმიტომ დაგვწყდა გული!!! და შეუშვით თავში, სამშობლოსთვის თავგადადებაა საჭირო ზოგჯერ!
Mr.kostaia
04 ივლისი 2023 01:51
1
ბრაზილია-გერმანიაო, ამბობთ და არგენტინის ფეხბურთელებს წერთ.
უკვე ბევრგან შემხვდა თქვენი კომენტარები და ფაქტია, ერთ-ერთი აქტიური ხვიჩას მოძულე ხართ.
ნეტავ, თავად თქვენ რა გააგიკეთებიათ ქვეყნისთვის.
კოლა
03 ივლისი 2023 23:24
5
რაული, ტოტი, კასილიასი, მარადონა, ნედვედი, დელ პიერო, ვიერი, ზიდანი ესენი იღებდნენ მონაწილეობას ასეთ "მეორე ეშელონის" ტურნირებზე. შემიძლია სია კიდევ გავაგრძელო.
შაკო
03 ივლისი 2023 15:56
5
კლუბებს არ აქვთ უფლება ოფიციალური ტურნირების ფინალურ ეტაპებზე (მათ შორის ასაკობრივზე) უარი თქვან ფეხბურთელის გაშვებაზე. დიდი ჯარიმა და სანქციებია მაგაზე.
შაკო
03 ივლისი 2023 18:01
0
იმაზე არ გიფიქრია რომ ნაპოლიმ არ გაუშვა ?
ინკო
03 ივლისი 2023 16:54
9

სიახლეები პოპულარული