"რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას U21 ნაკრებში?! - ეს მეორე ეშელონის ტურნირი იყო" - გვარამია ხვიჩასა და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
"მთავარი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს.

მან u21 ევროპის ჩემპიონატს მეორე ეშელონის ტურნირი, კვარაცხელიას გადაწყვეტილებას კი მასში მონაწილეობაზე უარი ეთქვა - გონივრული და რაციონალური უწოდა.

"ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო.

რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით - უკეთესი. მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი
- გინდა ასე შეხედე, გინდა ისე", - წერს გვარამია.
მკითხველის კომენტარები / 142 /
რომ იძახით ჰოლანდი, პედრი და სხვა ვარსკლავებიო არ თამაშობდნენ ამ ტურნირზეო
ჯერ ერთი ესპანეთი და სხვა ძლიერი ნაკრებები ყოველთვის თამაშობენ ფინალურ ეტაპზე და დიდი არჩევანი აქვთ ფეხბურთელების
ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, როცა მხოლოდ მასპინძლის რანგში გავედით ფინალურ ეტაპზე, ვისაც ასაკით შეეძლო თამაში, ყველას უნდა ეთამაშა
იმიტომ რომ გვქონდა შანდი უფრო დიდი ისტორია დაგვეწერა და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში ოლიმპიადაზე გუნდურ თამაშში ყოფილიყო საქართველო წარმოდგენილი
ვხვდები რომ კვარა მიხვდა თავის შეცდომას, იმიტომ რომ ამ თამაშის მერე აღარ აქტიურობს სოციალურ ქსელში, როგორც თვითონ, ასევე მისი საცოლე და მჯერა რომ მომავალში საქართველოს ნაკრებში თამაშით უფრო დიდ თავდადებას დავინახავთ მისი მხრიდან
გოგა
04 ივლისი 2023 01:05
4
შენი მოსაზრებებიღა გვაკლდა. უნდა ეთამაშა აბა რა უნდა ექნა!!! დაღლა გამართლება არ არის.
პროფესტო
03 ივლისი 2023 20:24
11
ჩემი აზრით, ხვიჩაც და მიქაუტაზეც, მეოთხედფინალისთვის უნდა ჩამოსულიყვნენ და გაემხნევებინათ ბიჭები. როცა გაუჭირდებოდათ, მეორე ტაიმში, შეცვლაზე უნდა შესულიყვნენ. აქ არა მარტო ჩემპიონობა, არამედ ოლიმპიადის ლიცენზიაც თამაშდებოდა.
სუხია
03 ივლისი 2023 11:19
10
შენს ეზოში კი არ ტარდებოდა ჩემპიონატი. რას ქვია ჩამოსულიყვნენ და მეორე ტაიმში ეთამაშად ვახ გამაცინე სუხიტო ..ძალიან დიდი ბოდიში მარა აზრზე არ არის საქართველოში ხალხი ფეხბურთის აი 90% და თქვენც მათ შორის ხართ სუხიტო.. კვარას ვინც ლანძღავთ აი ძააან "გიყვართ" სამშობლო ვიცი და მაგრად მეცინება ნეტა მართლა გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა და ცოტა მეტად განათლებულები იყით სპორტშიც, პოლიტიკაშიც და ყველაფერში
სუხიტიკოს
04 ივლისი 2023 12:13
0
ძალიან სწორად შეაფასა ყველაფერი.
ის რუსეთუმე მჟავანაძე როგორ ლანძღავს კვარას იმას რატომ არ აქვეყნებთ? იმანაც მიიღოს ადეკვატურად მოაზროვნე ერის ნაწილისგან.
ნაცობას და გეი აქტივისტობას აბრალებს კვარას ის ოროსანი საცოდავი
!!
03 ივლისი 2023 10:13
6
მხოლოდ ქართველს შეუძლია მოგთხოვოს ყველაფერი და არაფერი გაიღოს სანაცვლოდ. მიქაუტაძე არის ქართველი ემიგრანტების შვილი,რომელიც აქედან გაექცა სიდუხჭირეს და საშოვარზე წავიდა საფრანგეთში,საკუთარ ქვეყანას მოწყვეტილმა ხალხმა გაზარდეს შვილი ისე რო თავისი ქვეყანა არ დაივიწყა და თამაშობს ჩვენი ქვეყნისთვის. სხვა გინდათ რამე? რატომ არის ვალდებული,დამღლელი სეზონის მერე ითამაშოს უ21 მეორად ტურნირზე? რატომ არის მეორადი ტურნირი? აბა პირველადია? ახლა ხვიჩაზე ვთქვათ,რატომ თხოვთ ყველაფრის დადებას თქვენი უაზრო ეგოს დასკმაყოფილებლად? 3-4 წლის წინ,არცერთმა არ იცოდით მის შესახებ და ვინც იცოდით ფეხებზე გეკიდათ,დინამოში ვიღაც აფრიკელი დარბოდა და ვიღაც სერბი კარში ედგათ,რომელს გაგახსენდათ კვარა ან მამარდა? არცერთს. მერედა რა ვალი აქვს ამ ქვეყნის ხვიჩას ან თქვენი,როდის დაიდო ეს ვალი და რატომ? რახან აქ დაიბადა,არ ნიშნავს რო თქვენი მოვალეა ან ვინმესი. თან მისი ბრალი არ არის აქ დაბადება,ხოდა მოეშვით კაკანს და მიხედეთ თქვენს საქმეს.არც მე ვითამაშებდი მის ადგილას და სულ არ ვიდარდებდი ვიღაცა ჯემალას განცდებზე. უფრო შორსაც წავალ,საერთოდ არ ვითამაშებდი საქართველოს ნაკრებში და მადლობა უთხარით ხვიჩას რო თამაშობს საერთოდ. რატომ უნდა ვითამაშო ან ითამაშოს? ფეხებზე გეკიდათ და მერე კონდომზე დაახატეს,რატომ აქვს თავი მხრებზე იმ კომპანიის თანამშრომლებს? ადრე რო იყო,მაშინ სხვა დრო იყო,თქვენაირი ქათმები არ იყვნენ ძველი ქართველები. თუ ვინმე აშავებდა,ყორღანაშვილივით ხრამში ვარდებოდა და დიახ,მათ შეეძლოთ მოეთხოვათ ყველაფერი. ახლა კი,ნებისმიერი გაგყიდის ნებისმიერ დროს,რათა თავისი პირადი ინტერესი დაიკმაყოფილოს. აგერ კალაძე,ერთხელ არ დაზარებია,ლეგენდარული მილანიდან სულ ჩამოდიოდა(ამისულაშვილს ეზარებოდა მაგალითად) და რითი დაფასდა? ორ ავტო გოლს ახსენებს ხალხი და ასე ეძახეს,ძმა გაყიდეო,ხოდა ამის მერე ნამუსი სად გაქვთ? დაანახეთ გვერდზე დგომა ნებისმიერ ფასად და ისიც ყველაფერს გააკეთებს ნებისმიერ ფასად. სანამ რუბინში თამაშობდა პრორუსიც იყო და აგინებდნენ პუტინის არ გაკრიტიკების გამო,რა შეიცვალა ახლა? ახლა თავისით რაღაცას მიაღწია და გამოყენება გინდათ,თუნდაც მისი კარიერა გაფუჭდეს. ასეთი ბუნების არის თანამედროვე ქართველი,თუ გამოყენებადი ხარ,შენი მეგობარი იქნება და თუ არა,გამარჯობას არ გეტყვის. ეს არის სიმართლე,რაც უფრო მალე გაუსწორებთ თვალს,მით უფრო არის შანსი რამე ეშველოს ამ ქვეყანას.ან რას დარდობთ,ნახევარ ქვეყანას უკრაინის დროშა გაქვთ გამოკრული და უქომაგეთ იმათ,მუდრიკი ხო პატრიოტია და ტაში იმას დაუკარით,ხოლო კვარას შეშვით. მდრიკი რო პატრიოტი იყოს,ახლა ფრონტის ხაზზე უნდა იდგეს და ავტომატს აკაკანებდეს,თუმცა მილიონებს გამოიმუშავებს და ლონდონში გულაობს. ქვეყანა ომში იყოს და ახალგაზრდა ჯანღონით სავსე ბიჭები ევროპაში გარბოდნენ,მეორე არ ვიცი. ეგეთია თქვენი მუდრიკი და არასოდეს შეადაროთ კვარას. ისეთი ქომაგობა ქონდა რუმინეთში ომში მყოფ ქვეყანას,ხოდა ტრიბუნაზე რა უნდათ,ომში არ უნდა იყვნენ? უკრაინა იბრძვისო და გაივსო ევროპა უკრაინელებით და არამარტო,ხოდა ვინ იბრძვის? უკრაინა არ იბრძვის,იბრძვის ამერიკა,ნატო ვს რუსეთი. ეს არის სიმართლე რომელსაც გიმალავენ.
მხოლოდ ქართველს
03 ივლისი 2023 06:33
7
რა ვალზე საუბრობ საერთოდ? აბა ჩვენ ვართ მოვალეები მაგათ წარმატებას რო ვუგულშემატკივროთ? ამდენი ადამიანი როცა გგულშემატკივრობს, სწორედაც შენც უნდა გაიღო მსხვერპლი მათთვის. ამ ფაქტის მერე მე ნაპოლის და კვარაცხელიას წარმატება მაგრად მახატია უკვე.
ჯონდი
04 ივლისი 2023 11:34
0
გვარამია როგორ უნდა გევასებოდეს მაგრამ სწორს იძახის. ხდება ხოლმე პარადოქსები, ხალხი მაინც ბრბო არის
Nw.
03 ივლისი 2023 01:52
17
დიახაც, გვარამია უნდა გევასებოდეს, ნუ ხართ აყოლილი ქოცების ბანძ პროპაგანდას და შეაფასეთ ადამიანი სხვა კრიტერიუმებით, რამ დაგაკომპლექსათ ასე...
....
03 ივლისი 2023 09:08
9
აი, ეს ტიპი ყოველთვის სულელად მიმაჩნდა. შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიმართლესაც იძახდეს, მაგრამ ყოველთვის ისეთი თავდაჯერებულია, თანაც იმ საკითხებში რაშიც შეიძლება საერთოდ ვერ ერკვეოდეს. ყოველთვის მართალი ჰგონია თავის თავი. ამ დროს იმდენსაც ვერ ხვდება, რომ შეიძლება "ხანდახან" თვითონაც ცდებოდეს...
Burton
04 ივლისი 2023 04:25
8
აბა გულზე ხელი დაიდეთ და ისე დაიგინეთ რომ ჩვენთვის ეს ტურნირი მეორე რანგისაა.
ეგრე საერთოდაც მეორე ან მესამე რანგის ნაკრები ვართ და რა უნდა ვარსკვლავ კვარაცხელიას მესამე რანგის ნაკრებში. არ შეიძლება ამ ბიჭის ლანძღვა თათხვა და სისულელეების როშვა მაგრამ როცა გასაკრიტიკებელია ან არ არის მოსაწონი მისი ესა თუის ნაბიჯი მგონი შეიძლება ამაზე ლაპარაკიც.
Lasha
04 ივლისი 2023 09:32
1
სულელად მიგაჩნდა? შეიძლება არასტანდარტული და ცუდი ენის პატრონია მაგრან სულელი რანაირად? :)))
ძალიან განათლებული და ინტელექტუალური პიროვნებაა, ნაკითხი.
მაგრან აქ როგორი ხალხიც აკომენტარებთ იმათ კი უნდა გეგონოთ სულელი :))
:)
04 ივლისი 2023 10:12
5
კვარაც და მიქაუტაძეც შესანიშნავი ადამიანები და ფეხბურთელები არიან და ყველას გვიყვარს და დარწმუნებული ვარ სამშობლოც მაგრად უყვართ თვითონ მათ. ყველას მოგვდის შეცდომა და ყველაფერს მისი სახელი უნდა დაერქვას.
ის კი არა, რომ უნდა ითამაშებს და უნდა არა და მეორეხარისხოვანი ტურნირია და ასეთი სისულელეები. უბრალოდ შეცდნენ და მოიბოდიშონ, რომ ვერ შეძლეს და მომავალში უფრო მეტი მოტივაციით და მეტი თავგანწირვით უნდა გამოასწორონ.
უნდა იცოდნენ სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავებმაც სხვა დროს, რომ ხალხს ანალოგიური რეაქცია ექნება ეგეთ შემთხვევებზე.
შაკო
03 ივლისი 2023 18:57
15
ნაკლები პოლიტიკა სპორტში! ვის აინტერესებს ამის აზრი, ვითომ ხვიჩას იცავს ქართველი გულშემატკივრებისგან?!...
ელგუჯა
03 ივლისი 2023 16:54
7
პოლიტიკა სად ახსენა აბა? წაგეკითხათ იქნებ და მერე დაგეწერათ?
დაცვა ჭირდება ხვიჩას ქართველი ველური ბრბოსგან, რომელსაც გულშემატკივარს ნაკლებად უწოდებ.
!!
03 ივლისი 2023 17:41
9
პირველად ვეთანხმები გვარამიას და მიკვირს, რომ სიმართლე დაწერა. ეს ამბავი ალბათ პირველად დაემართა ცხოვრებაში. კვარას მოძულეებო, რა გინდათ? ძლივს გამოჩნდა სხივი ქართულ ფეხბურთში და ლაფში უნდა ათრიოთ? გინდათ ისევ 20 წელი უყუროთ უფერულ ბურთის წვალებას? ფუი თქვენი!
გიორგი
03 ივლისი 2023 22:00
10

სიახლეები პოპულარული