"რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას U21 ნაკრებში?! - ეს მეორე ეშელონის ტურნირი იყო" - გვარამია ხვიჩასა და ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
"მთავარი არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს.

მან u21 ევროპის ჩემპიონატს მეორე ეშელონის ტურნირი, კვარაცხელიას გადაწყვეტილებას კი მასში მონაწილეობაზე უარი ეთქვა - გონივრული და რაციონალური უწოდა.

"ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო.

რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით - უკეთესი. მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი
- გინდა ასე შეხედე, გინდა ისე", - წერს გვარამია.
მკითხველის კომენტარები / 142 /
რატომ არ ვიცი მაგრამ მეორე ეშელონის ტურნირი? კი შეიძლება მესამეც იყოს მაგრამ ოლიმპიდის წინ ჩატარებულ ტურნირს დიდი ფასი აქვს ანუ მთავარი აქ ოლიმპიადაა რომელთანაც ასე ახლოს შეიძლება აღარასოდეს მოხვდე როგორც ფეხბურთელი. ძალიან ბევრ დიდ ფეზბურთელს არ ჰქონია ოლიმპიადაზე თამაშის პატივი და ოლიმპიელის წოდება. თქვენ ენაზე გეტყვით ბატონო ნიკოლოზ ეს იგივეა თქვენ რომ გითხრათ ქუთაისის მერთან თუ ჩაწერთ ინტერვიუს და კარგი გამოგივიდათ შანსი გექნებათ რომ რეიგანი გააცოცხლოთ და მისგან აიღოთ ექსკლუზივიო. ახლა თქვენ განსაზღვრეთ იყო ეს მეორე ეშელონის ტურნირი თუ არა
იბერია
03 ივლისი 2023 04:14
3
წავა ეხლა ლანძღვა გვარამიასი
გივი
02 ივლისი 2023 23:28
14
ხვიჩა გვიყვარხარ. შენ უკეთ იცი შენი საქმე. არ გეწყინოს ძმაო,ასეთი ემოციურები ვართ ქართველები,
დარწმუნებული ვარ შენი კარგი თამაშით დიდ სტიმულს მისცემ ახალგაზრდებს და მრავალ კარგ ტრანსფერს გააჩარხვინებ ევროპაში.
აცადეთ ხვიჩას ცხოვრება !
მეტი თავშეკავება,
წარმეტებები ერო ...
დავითი
03 ივლისი 2023 23:42
2
სანამ მსგავსი აზროვნება ექნება ქართველ კაცს და ფულზე არ გაცვლის სამშობლოს ინტერესებს არაფერი ეშველება ჩვენ ქვეყანას. ჩვეულებრივი მოღალატეა, ღმერთმა ქნას გაუნათდეს გონება
კოტე
03 ივლისი 2023 21:57
10
სანამ ასეთ ჩამორჩენილ კომენტარებს დაწერს ქართველი, მანამდე არაფერი ეშველება ამ ქვეყანას. რომელი ჩამოყალიბებული ვარსკვლავი თამაშობდა ახალგაზრდულში? ჰალანდი სად იყო? პედრი ან გავი? თუ არ იცი ამ ფეხბურთელების სახელები, გუგლში ჩაწერე.
აქ ვინც ილანძღებით ყველა ხართ ჩამორჩენილი, განუვითარებელი ბრბოს ნაწილი და იმედია თქვენ გაგინათდებათ ტვინები, როცა დაინახავთ როგორ ხდება სხვაგან.
არ გინახავთ აქამდე, არ გყოლიათ ხვიჩას დონის ვარსკვლავი და არც იცით როგორ მოიქცეთ, ეგ გასაგებიცაა მარა ყოველ ჯერზე საჯაროდ ხომ არ უნდა ამტკიცებდეთ უგუნურებას და უვიცობას?!
???
04 ივლისი 2023 00:10
4
მეორადი ტურნირი?,რაც ქართველების გულთან ახლოსაა ის ყოველთვის პირველადია. ხანდახან ყველაფერი ისე არ გამოდის,როგორც ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვარ კვარამ და ჟორჟმა ეს ჩვენზე მეტად განიცადეს ალბათ,რომ ეთამაშათ ამდენი ნერვიულობა არ შეხვდებოდათ.თუმცა ყველას აქვს თავისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების პროგრამა.რომ ეთამაშათ და თავიანთი თავის აჩრდილები ყოფილიყვნენ მაშინ რას იტყოდით.
ილია
03 ივლისი 2023 10:18
9
მე მაგრად მწყინს, შენ ჩემს აზრზე, რომ ხარ.
100%
03 ივლისი 2023 08:51
4
მარადონამ თუ ითამაშა თავის დროზე. თამაშს თავი გავანებოთ, ეგულშემატკივრა და გუნდთან ყოფილიყო.
გია
03 ივლისი 2023 05:28
2
არა მგონია ოლიმპიადის საგზური მეორეხარისხოვანი იყოს
ლევან მაღლაკელიძე
07 ივლისი 2023 13:14
3
კვარამანიით ვინც ხართ შეპყრობილი სულ რო დიდი ნაკრებიდანაც წავიდეს თქვენთვის მაინც ნაპოლი და კვარა იქნება წინა პლანზე სამკურნალო თემაა ბიჭებო ეს საქციელი.. მაშინ გამოდის პიარი გააკეთა ფედერაციამ მთელი ის პერიოდი ატრიალა კვარა ჟორჟიკას პლაკატები და ბოლოს არცერთი არ იყო... ხო იმდენი ჯილდო მოგვიგია 21წლამდელების დაბალი დონე ნუ ჩვენ რაგვინდა იქ... გვაწყენდა მისი მოგება ან 3ადგილზე გასვლა... ისედაც ტევა აღარ არის იმდენი მედალი აქვს ნაკრებს.. კვარამ მისი საქციელით უღალატა ჯერ თავის სამეგობროს.. მერე ხალხს და ბოლოს ქვეყანას. მიხვდება ამას და მწარედ ინანებს ვინ გააბრიყვა არ ვიცი მაგრამ სამეგობროს ხალხოს და ქვეყნის ღალატი დაუშვებელია. არაფრის მომცემი თამაშები რო ყოფილიყო 50 ათასი ადამიანი არ მივიდოდა თამაშზე!!!!!
რონი
04 ივლისი 2023 08:33
3
ამას ეტყობა ციხეში ტვინი გადაუბრუნდა და ეხლა ფეხბურთის ექსპერტი გახდა ? მეორე ეშელონი ეგ და მისი "პარტიაა" DD
zura222
03 ივლისი 2023 04:50
10

სიახლეები პოპულარული