მან u21 ევროპის ჩემპიონატს მეორე ეშელონის ტურნირი, კვარაცხელიას გადაწყვეტილებას კი მასში მონაწილეობაზე უარი ეთქვა - გონივრული და რაციონალური უწოდა.
"ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო.
რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით - უკეთესი. მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი
ვისთვის ზოგავს თავს? ნაპოლისთვის? აბა ეროვნული რომ შორს ვერ გაფრინდება, ეგ კიდევ არ გჯერათ? აქ იყო შანსი და ამ თაობას ეს (რეალური!) შანსი უნდა გამოეყენებინა!! ამით უფრო მეტ იმიჯს შეიქმნიდა ქართული ფეხბურთი, ვიდრე კვარას ნაპოლში თამაშით.
მორჩით ამ მატრაბაზობას. არ გინდოდათ მოგება, ეგ თქვით მაშინ. რას აფარებთ ხელს ამ კვარას და ჟორჟს? ერთი წლის წინ რომ ყოფილიყავით, რუბიკის კვარაზეც იგივეს იტყოდით? უნიჭიერესია, მაგრამ დიდი შეცდომა დაუშვა ფაქტია!
დო მოეშვით ამ U21 -ის გაფარჩაკევას და დაკნინებას. რა უბედურებაა? ეს ბიჭები, გუშინ გმირებივით რომ იბრძოდნენ რაც შეეძლოთ, არაფერია? მეორეხარისხოვნები არიან? კარგით რა. ვის და კვარას, როგორც ამ თაობის ლიდერს და ჟორჟსაც ეკუთვნოდათ წინ გაძღოლა. ლიდერი თუ ხარ, მეორეხარისხოვანი მატჩი არ უნდა წამოგცდეს და ყველგან უნდა წარუძღვე გუნდს და ქვეყანა ასახელო! გაგვივარდება ერთი და ელოლიავებით ისე, რომ გუნდის დაღალატებაზეც გიტყდებათ რამის თმა. რად მინდა მაგათი ნაპოლები და იუვეები? ჯერ ჩვენ თავს მივხედოთ. ქართულ ფეხბურთს მივხედოთ. ეს გუნდური სპორტია. მხოლოდ კვარა და ჟორჟი არაა ქართული ფეხბურთი! გვარამიას ექსპერტობა გვაკლია, შეუშვა ახლა მეგრული და კვარას გამოექომაგა. :) ვისაც არ გინდოდათ საქართველოს გამარჯვებ ამ ჩემპიონატზე, შეგიძლიათ არ მოიწონოთ!