"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ "პირველ არხთან" ინტერვიუში ჩვენს ქვეყანაში გამართული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი შეაფასა.

მან ახალგაზრდა "ჯვაროსნებზე" ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა:

"საქართველოში ჩატარებული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ამით ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ევრო 2023-ის საქართველოში ჩატარებაში მონაწილეობდნენ.

მეორე მხარეა, რომ ეს ტურნირი წარმატებულად ჩატარდა. ფეხბურთს რაც ამშვენებს, გულშემატკივარია. საქართველოში დასწრების ყველანაირი რეკორდი მოიხსნა. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომ არა მარტო ნაკრებს დაუჭირეს მხარი,
არამედ თავად ფეხბურთსაც. ევროპას ვაჩვენეთ, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა.

ჩვენი ნაკრები "სიკვდილის" ჯგუფში მოხვდა, სადაც სამი უდიდესი საფეხბურთო ტრადიციის მქონე ქვეყნის: პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის გუნდები თამაშობდნენ. ასეთ მეტოქეებთან ბრძოლაში პირველი ადგილი დავიკავეთ. რა თქმა უნდა, გუნდური თამაში იყო ძალიან მაღალ დონეზე, ნაკრები შედეგზე ორიენტირებული სქემით გამოდიოდა. რაც მთავარია, გულშემატკივარმა სიამოვნება მიიღო. მადლობა სამწვრთნელო სტაფს, რომელმაც ასეთი სამუშაო გასწია.

არ შემიძლია, არ გამოვყო რამდენიმე ფეხბურთელი. მამარდაშვილი და დავითაშვილი ვარსკვლავები არიან და მათზე არ შევჩერდები. ძალიან მომეწონა ფლანგის მცველები, გოჩოლეიშვილი და აზაროვი. სამივე ცენტრალურმა მცველმა: გელაშვილმა, საზონოვმა და კალანდაძემ, მაღალ დონეზე ითამაშა. ნახევარდაცვაში პრობლემები გვაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ლუკა გაგნიძეს დიდი მომავალი აქვს. საინტერესო და სასიამოვნო თავდამსხმელია გაგუა, წიტაიშვილმაც მშვენივრად წარმოაჩინა თავი.

რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, ოლიმპიადაზე რომ ვერ გავედით. ეს ფეხბურთელებისთვის გარკვეული ზეწოლა იყო, ამ ფაქტორმა მოთამაშეებზე ცუდად იმოქმედა.

კვარაცხელიას უთამაშებლობას რაც შეეხება, მე მგონია, რომ კლუბის ზეწოლა იყო (რომ არ ეთამაშა), ის 100 მილიონი ღირს", - თქვა ცხადაძემ.

ინფორმაციის წყარო: 1tv.ge

alt"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
არცერთ შემთხვევაში არ უნდა ეთამაშა. სირცხვილია, 100 მილიონ ევროდ შეფასებული, იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი 2 წლით უმცროსებთან რომ გამოჩენილიყო. ახალგაზრდული ჩემპიონატის დანიშნულება ერთადერთია, გამოავლინოს პერსპექტიული სპორტსმენები. კვარაცხელია ვიღაცას გზას გადაუჭრიდა და წარუმატებლობის შემთხვევაში ყველაფერი მას დაბრალდებოდა. რა თქმა უნდა, ეგეთ ტურნირში თავს გაუფრთხილდებოდა და მასზე აგებული ტაქტიკის გამო, გუნდი ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდა. საერთოდ, აბსურდია მაგ საკითხის განხილვაც კი. ვერ ვიხსენებ შემხვევას, როცა ასაკით უფროს ფეხბურთელები, რომლებმაც 20 წლის ნაკრებში არ ითამაშეს, გაეკრიტიკებინოთ. საერთოდაც, ასაკობრივი ჩემპიონატების მიმართ ყურადღება არსად მახვილდება.
ბექა
20 ივლისი 2023 16:31
28
მართალი ხარ კახი, კვარა თავიდან აპირებდა თამაშს თუმცა რაც პარტენოპეიში ახალი თავკაცი მოვიდა მას მერე შეიცვალა აზრი და აგარ ითამაშა თუმცა კვარა ოქროა და მას გაფრთხილება სჭირდება. კიდევ ერთხელ მადლობა ახალგაზრდულ გუნდს
gio9
20 ივლისი 2023 13:40
3
ზეწოლა ნაღდად იყო ! ოღონდ არა ნაპოლიდან (უბრალო მისეზის გამო--არ ქონდათ ამის უფლება) და ვიღაცეები რომ ამბობენ რომ ეთამაშა დასჯიდაო ნაპოლი და საინტერესოა როგორ დასჯიდა ? ხელფასს დაუქვითავდა ?(რისი უფლებაც ასევე არ აქვთ) არ ათამაშებდა ?? და მაგის გამო მთელი ნეაპოლი ცოცხლად შეჭამდა ნაპოლის თავკაცებს ! კვარა ვიღაცა დემე ან თუნდაც ელმასი კი არაა რომ ასე აიღონ და არ ათამაშონ ! გუნდის ლიდერი და მთელი ნეაპოლის კერპია ! ზეწოლა იყო იმ ძალებისგან ვინც ებრძვის საქართველოს @ ვინც წაგვაგებინა მაკედონიასთან ფინალი @@@
zura222
20 ივლისი 2023 14:01
16
ხვიჩა შეგეშალა!
ლაშა
20 ივლისი 2023 13:07
23
ხვიჩას ამ ახალგაზრდულ ჩემპიონატში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეთამაშა და კარგია,რომ არ ითამაშა,რატომ?ამას მხოლოდ ფეხბურთში ღრმად ჩახედილი,პროფესიონალები მიხვდებიან.....
თერჯოლელი
21 ივლისი 2023 09:54
10
ანუ თქვენ ფეხბურთში ღრმად ჩახედული პროფესიონალი ბრძანდებით???
გიორგი IV
21 ივლისი 2023 17:08
2
კაცო რას ვმარჩიელობთ და რატო არავინ ამბობს სიმართლეს??? ეს ჟურანლისტებიც ხმას არ იღებენ და ჩემს კომენტარს არ აქვეყნებენ!!! ამოიღეთ აბა როდის იქორწინა ხვიჩამ? იქორწინა იმ შაბათს როცა ისრაელს ხვდებოდა საქართველო მეოთხედფინალში. 3 დღით ადრე კი არ დანიშნა ქორწილი. დიდი ხანი იცოდა რო არ ითამაშებდა. არჩია თვისი ქორწილი ქვეყნის ნაკრებში თამაშს. რადგან ნაპოლიში თამაშობს არ გავაშავეთ ყენიასავით თორე ყენიამ რამე სხვა კი არ ქნა. სამწუხარო სხვა არაფერი
მწარე სიმართლე
20 ივლისი 2023 12:30
21
მილიონ % ნაღდი ხარ...ჩამოსვლისას რომ გულში მჯიღები იკრა მოუთმენლად ველოდები ახალგაზრდულში თამაშებსო,მაგის თქმაც ვინმემ დააძალა? არც მამა გამოადგა მრჩევლად და არც ჯუღელი...გამოდი და კაცურად თქვი როგორც იყო და კოვიდის ამბავიც მიაყოლე (ვონ და სად აგკიდა)...
ნაღდია
20 ივლისი 2023 16:47
4
მე მგონია რომ ხვიჩას გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ითამაშებდა. ეტყობა რომ პატარა ბავშვივით უხარია ფეხბურთის თამაში და საქართველოში მით უმეტეს დიდ სიამოვნებას მიიღებდა ადგილობრივი გულშემატკივრის წინაშე.
odala
20 ივლისი 2023 13:14
3
მსგავსი კომენტარი წავიკითხე და არაერთხელ.
- კაცი ნაპოლიში თამაშობს და 100 მილიონი ღირს, 2 წლით პატარებში რატომ უნდა ითამაშოს :-)

წადით ბიძია საქმეს მიხედეთ,ხომ ხედავთ რომ საერთოდ ახლოს არ ხართ ფეხბურთთან,გეხვეწებათ ვინმე რომ კომენტარები აკეთოთ ისეთ საკითხზე რაც არ იცით?! რამდე გასამართლებელი საბუთი შეიძლება მოიყვანო იმის თუ რატომ არ ითამაშა კვარამ 21 წლამდელებში,ყველანაირი,მაგრამ ეს რა უბედურებაა. ყველაფრის მიუხედავად მე მაინც ვფიქრობ რომ კვარა უნდა ჩამოსულიყო,თუმცა საკუთარი პირადი ბედნიერება და პლიუს კლუბსაც უარი ვერ უთხრა და ეს ყველაფერი გაიცვალა ოლიმპიადის საგზურში, მოკლედ კვარა "დავალებული" ხარ ქართველ გულშემატკივრებთან და გაზაფხულზე ორმაგი მოტივაციით უნდა გამოხვიდე და ყველანი ერთად გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე.მხოლოდ ამ შემთხვევაში დავივიწყებ ოლიმპიადის საგზურს.
საქართველო
20 ივლისი 2023 23:25
5
შენ გეხვეწება ვუნმე კომენტარი დაწერეო???
წადი ბიძია შენ საქმეს მიხედე
21 ივლისი 2023 10:48
3
ნახევარდაცვა მართლაც არ გვყავს არცერთ ასაკობრივ ნაკრებში და არც პირველ გუნდში. არც ჩაშლა, ჩაჭრა, არც შეტევის სწორი დაწყება არ ჩანს. ეს იცის წინასწარ ზოგი ფეხბურთელის და მწვრთნელის ქებამ და ცაში აყვანამ ისე რომ არაფერი დაუმსახურებიათ, ეს იცის შინაურ ნაცნობობამ და აგენტების, პრეზიდენტების ზეგავლენამ და მერე გვიკვირს ყველაფერი. ქართულ ფეხბურთს სერიოზული შიდა ქირურგიული ჩარევა ჭირდება, თორემ გარედან ყველაფერი ფერადად ჩანს.გამგები და ჩახედული ხალხი გამიგებს.
გია
20 ივლისი 2023 15:32
3
ვკითხულობ, ზოგიერთ კომენტარს და მიკვირს,კვარა არ ათამაშესო?და გინდათ, რომ ეს ზღაპრები დავიჯეროთ!?თვითონ არ ითამაშა,თავი მართლა მარადონა ჰგონია უკვე,მაგრამ ის არ იცის,რომ მარადონა არა მარტო დიადი ფეხბურთელი უაღრესად პატრიოტი და თავმდაბალი ადამიანი იყო.
საქართველოს ნაკრებში თუ არ ითამაშებს კვარა ნაპოლი სულ ფეხებზე მკიდია,დომენის გარეშე ვნახავ რისი გამკეთებელი ხარ!?
ტერმინატორი
20 ივლისი 2023 15:26
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული