მატჩზე "ნაპოლის" გულშემატკივრებს გამოყოფილი 2 800 ბილეთი შეძენილი ჰქონდათ, მაგრამ გუშინ არენაზე შესვლა უსაფრთხოების მიზნით აუკრძალეს. დღეს ნეაპოლურმა კლუბმა ამასთან დაკავშირებით ტურინის პრეფექტურაში საჩივარი შეიტანა და მათ ქომაგებს თამაშზე დასწრების უფლება მისცეს. „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტე 3-4-2-1 ტაქტიკა 4-3-3-ით შეცვალა და პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში მაკტომინეი.
შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, პირველი შანსი სტუმრებს მიეცათ, როდესაც მაკტომინეის დარტყმული ბურთი მეკარე დი გრეგორიომ მოიგერია.
ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - ნაპოლი