საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომავალ მატჩს წერილი AS-მა მიუძღვნა.
კვარაცხელია ესპანეთისთვის კბილის ტკივილია
"ნეაპოლელი დე ლა ფუენტეს აღელვებს. საბა საზონოვი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი მამარდაშვილიც მხედველობის არეში უნდა იყვნენ.
კვარაცხელიას აჩრდილი ესპანეთს ჩამოაწვა. "ნაპოლის" შესანიშნავი მარცხენაფლანგელი, საქართველოს ნაკრების ლიდერი ევროპირველობაზე კვალიფიცირებისათვის იბრძვის. მისი სისწრაფე და დრიბლინგები დე ლა ფუენტეს აღელვებს, რომელმაც მისი შეჩერება ორი გამოცდილი მარჯვენა მცველით, კარვახალითა და ასპილიკუეტათი გადაწყვიტა. თუმცა არის სიურპრიზი: ფრანგმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეიძლება ის მარჯვენა ფრთაზე დააყენოს,
სადაც ბალდე და გაია არიან - ორი ზედმეტად შემტევი მცველი, რომლებსაც ქართველის განეიტრალება მოუწევთ.
პრობლემა არ გაღრმავდებოდა, ერთადერთი საზრუნავი "კვარასთან" (ასე მოიხსენიებენ ნეაპოლში) გამკლავება რომ იყოს. საქართველო შესარჩევ ჯგუფში მეტად საჩუქარი არავისთვის არაა. მათ რიგებში ევროპის საუკეთესო ლიგების ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებმაც თავიანთი ლიდერის დონეს ვერ მიაღწიეს, მაგრამ პარასკევს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე (უფრო ცნობილი "დინამო არენის" სახელწოდებითაა), სადაც 59 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია, შეუძლიათ ესპანეთს სერიოზული პრობლემები შეუქმნან.
პრობლემა არ გაღრმავდებოდა, ერთადერთი საზრუნავი "კვარასთან" (ასე მოიხსენიებენ ნეაპოლში) გამკლავება რომ იყოს. საქართველო შესარჩევ ჯგუფში მეტად საჩუქარი არავისთვის არაა. მათ რიგებში ევროპის საუკეთესო ლიგების ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებმაც თავიანთი ლიდერის დონეს ვერ მიაღწიეს, მაგრამ პარასკევს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე (უფრო ცნობილი "დინამო არენის" სახელწოდებითაა), სადაც 59 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია, შეუძლიათ ესპანეთს სერიოზული პრობლემები შეუქმნან.
საქართველოს ეროვნულ გუნდში, ზემოთ ნახსენები "კვარას" გარდა, ასევე თამაშობენ: "ტორინოს" მცველი საბა საზონოვი, ნახევარმცველები გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი) და ზურიკო დავითაშვილი (ბორდო) და "აიაქსის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე. აგრეთვე, "ლევანტეს" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი და თბილისის "დინამოს" მცველი სანდრო კალანდაძე. ამას გარდა, ჰყავთ "ვალენსიას" ძირითადი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ამ სეზონში "რეალის" რადარზე იმყოფებოდა. ერთი სიტყვით, ეს კარგი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, კარგი გუნდია".
2 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გვყავს სულ, აქედან 1 მეკარეა. გვყავს კიდევ რამდენიმე კარგი ამ ეტაპზე საშუალო ფეხბურთელი: მიქაუტაძე, აზაროვი, გოჩოლეიშვილი, კიტეიშვილი. გვყავს რამდენიმე ნიჭიერი მაგრამ ჯერ გამოუცდელი ფეხბურთელი: გაგნიძე, საზონოვი. აქვე ბებერი კაშიაც ვახსენოთ. ისიც კარგია, ჯერ სხვებს ჯობია. პლუს ენერგიული მაგრან უკლასო საბა ლობჟანიძე.
ეს არის სულ ჩვენი აქტივი. ამით გინდათ ესპანეთს მოუგოთ? ან ნორვეგიას? ))
ჩაკვეტაძე სამძუხაროდ ვეღარაფერს ცვლის მოედანზე. დავითაშვილსაც აღარ აქვს პროგრესი და პასს არ თამაშობს. სხვა არ ვიცი ვინ გამომრჩა ვისაც შეიძლება ფეხბურთელი უწოდო.
ნეტავი ერთა ლიგიდან გავიდეთ, მე
იმის მეიმედება. იქნებ იქ მოხდეს სასწაული
მაგალითად- მსოფლიო სპორტი: ესპანეთს აქვს იმის პოტენციალი თბილისიდან ერთი ქულა წაიღოს.
სარბიელი:ნორვეგიაში ადვილ გასეირნებას არ უნდა ველოდოთ,ეს ის ნორვეგია არ არის,მათ ჰყავთ ჰალანდი,ოდეგორი და ზოგიერთი ნორმალური ფეხბურთელი რომლებსაც სანიოლის გუნდისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ.
გოლი.ჯე :ციკლის დასაწყისში გაჩუქებულმა ქულებმა ახლა შეიძლება ჯგუფიდან გასვლა სათუო გახადოს,დროა ბიჭებმა კონცენტრაცია მოახდინონ და დარჩენილი ყველა თამაში გოლგაუშვებლად მოიგონ
მერე დაიწყება ბუზღუნი სანიოლმა ეს რატომ არ შემოიყვანა, ის რატომ არ გამოიძახა.
ხალხნო, ვინც გინდა გამოიძახეთ. ესპანეთს ვერ გაუძლებენ ესენი. კვარაცხელისა კლასის იმათ 10 ფეხბურთელი მაინც ყავთ.
ჩემპიონშიპის მე-18 ადგილზე მყოფი უიტფორდის სათადარიგო შემტევი-ჩაკვე 0 გოლი, საფრანგეთის მე-2 დივიზიონის მე-12 ადგილძე მყოფი შემტევი- დავითაშვილი 0 გოლი, სეგუნდა დივიზიონის მე-7 ადგილძე მყოფი ლევანტეს ნახევარმცველი-ქოჩორა 0გოლი, ტორინოს მცველი-საზონოვი,რომელსაც არც ერთი წუთი არ აქვს ნათამაშები სერია-აში და რაც მთავარია ნაპოლის ე.წ. სუპერ შემტევი, ოქროს ბურთის 30-ე ნომონანტი კვარა- 0 გოლი ბოლო ნახევარ წელში პრობლემა კი არა შიშისგან რატომ არ ცახცახებენ მე ეგ მიკვირს....სინამდვილეში კი ერთი მამარდაა, რომელიც ტონუსშია და თავს არ შეირცხვენს, ახლახან მიქაუტაძემ კლუბი შეიცვალა გინდა არ გინდა ამოვარდნილია რაღაცნაირად ფორმიდან, ყოველ შემთხვევაში ასე მომეჩვენა ბოლოს, აიაქსის რიგებში თამაშისას. კვარა კი იცით რა დღეშიც ყავთ ნაპოლის ხემძღვანელობას და საკუთარ გარემოცვას- საშველი არ დაადგა მისი ხელფასის და კონტრაქტის საკითხის მოგვარებას, რასაც დაერთო მისი არასასურველი სპორტული ფორმა, თამაშის ხარისხის ვარდნა და შედეგიანობის განულება, უფრო მეტიც ნაკრების გადამჭყვეტი თამაშების წინ ნაპოლის მეპატრონეებმა შეგნებულად, არაკორექტურად უარყვეს ყოველგვარი მოლაპარაკება მისი ხელფასის და კონტრაქტის თაობაზე, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს კვარას ფსიქო-მორალურ განწყობას...გამოსავალი ერთია უნდა დახუროს ეს ორი თამაში და მერე ვნახავთ, როგორ აჭიკჭიკდება ნეაპოლელი მაფოოზა კინორეჟისორი...
ახერხებს თუ არა ნაკრები პროგრესს.
ზოგადად როდესაც მიზანს ვერ აღწევ, ბრძოლა კი არ უნდა შეწყვიტო არამედ მიზნისკენ ბრძოლის გზა.
დაველოდოთ. ორივეს წაგების შემდგომ ვინმე უნდა დაფიქრდეს რომ ნაკრებში ძირეული ცვლილებაა საჭირო, განახლება, ახალი სისხლი და ახალი მიდგომა