ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:4 მარცხდება.
შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40)
საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კაშია, კვირკველია, აზაროვი, აბურჯანია, კიტეიშვილი, გაგნიძე, ლობჟანიძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე
ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი, ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი, ოლმო (იამალი 44), მორატა
თუმცა წერა სად იცი))
Ბევრჯერ დავწერე აქ და კიდევ დავწერ-სანამ ფეხბურთზე ვარჯიში ხელმისაწვდომი არ იქნება ბავშვებისთვის ნაკლებად შეძლებული ოჯახებიდან,არაფერი გვეშველება!!!იქნება რაღაც გამონათებები,დავაბრალებთ წაგებებს მწვრთნელებს,მსაჯებს,მინდვრის საფარს,ამინდს და ვიქნებით ასე...
Სანამ ფეხბურთი საქართველოში იქნება მდიდრების სპორტი და სანამ ფეხბურთში არ მოვლენ ბექაურის,სულამანიძის,გრიგალაშვილის,ზვიდაურების და ჩვენი მორაგბეებისნაირი ,, მშიერი" ფეხბურთელები ტყუილად ველოდებით გამარჯვებებს.
Ფეხბურთი უნდა გახდეს ,,ღარიბების" თამაში,იმიტომ რომ მგელი მშიერი ნადირობს და,,ღარიბებს" მეტი ,,დუხი" აქვთ!!!!
Არა გჯერათ? Ალილო და ხვალეო!