სანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის (1:7) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, იცით, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, დღეს კი ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ ჩემს შეფასებას გავაკეთებ. ბოდიშს ვუხდი შესანიშნავ გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებენ.

დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც მის გარეშე, არც ტექნიკა გვქონდა და არც შესაბამისი მიდგომა. თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა. უახლოეს პერიოდში მოთამაშეებს დაველაპარაკები, დაწვრილებით გავაანალიზებთ ამ კატასტროფულ შედეგს. კატასტროფული იყო როგორც მათთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. გულწრფელად
უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით "ერთა ლიგის" პლეი-ოფის წინ.

ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ამ დონეზე ჩაგდება მიუღებელია. რამდენიმე დღეში ნორვეგიასთან ურთულესი თამაში გველის და იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ, მორიგი კატასტროფა მოხდება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ თამაშზე ღირსეული შედეგი გვქონდეს".

მკითხველის კომენტარები / 114 /
ესპანეთთან რომ 2 მცველით ითამაშებ, არ ხარ მთლად ჯანმრთელად. მერე და მაგ 2 კაცსაც ხომ გააჩნია, რაღა დროს კვირკველიაა (მის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად),მისი საუკეთესო წლები დარჩა უკან. საზონოვი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სიმბოლურში შეიყვანეს მცველებში სხვადასხვა გამოცემებმა და ვილიმ არაფრად ჩააგდო.ცალკე თემაა გველესიანი, კაცს არა და არ აღირსეს ნაკრებში თამაში, შე კაცო, ხომ შეილება ერთხელ(!) ნახო კაცი საქმეში და თუ არ მოგეწონა სათქმელიც აღარავის ექნება.
ქობულეთიდან
10 სექტემბერი 2023 21:25
0
ვაა... ეს კიდევ ვერ მიმხვდარა სად არის!
SOS!!!
10 სექტემბერი 2023 01:43
1
სამარცხვინოები იყავით ბიჭებო.
ეს ფეხბურთის და ქვეყნის შეურაწყოფა იყო.
უბრალოდ სწორად სირბილი იქნებ შეძლოთ რო ასე არ გაგვარღვიონ სირცხვილია ჯუჯა ქვეყნებმა ისწავლეს სირბილი და ბძოლა ასე აღარ აგებენ .
იმედია გამოასწორებთ შემდეგში .
კარის უსაფთხოება გვავიწყდება ქეცბაიას სიტყვები წამოგვეწია. მართალია ეგ კაცი სირბილი თუ არ შეგიძლიათ ყველაში კარში იდექით და სამარცხვინო ანგარიშს არ მივიღებთ.
არ ვიცი დადებითი რაზე ვთქვა გულშემატკივარი ცოდოა ამას რო აყურებინებთ .
სრული ქაოსია ნეტა თქვენი ტრინერი ვიყო .
ჟანკლოდ ვანდამი
09 სექტემბერი 2023 18:45
2
სად უნდა წავიდე, ძლივს დავსაქმდი კაცი. არსადავ არ წავალ! თქცენ რა იცით როგირია თაფლიან კასრში ჯდომა.)))))
სანიოლი
09 სექტემბერი 2023 17:18
2
შენი ფეხბურთელები პოლიტიკოსებივიტ იყვნენ მოედანზე;ასე მეგონა ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, არც უნდოდათ დაენახათ, ერთმანეთსაც ვერ იტანდნენ. მე გეტყვი შენ გულწრფელად-თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს კარგად კი არა საერთოდ ვერ იმღერებ. სად ხართ?! ტრ..ში
იზი
09 სექტემბერი 2023 14:54
2
სანიოლი კიდევ არის მოყვარული მწვრთბელი, ვერსად ვერ გაამართლა, ნაკრებშიც იყო და გაუშვეს...
რუსთავი
09 სექტემბერი 2023 14:50
3
ფედერაცია მოაშორეთ სასწრაფოდ! ესაა ჩვენი ნამდვილი დონე და არა ერთა ლიგის ,D ჯგუფის მოგება, შეგვიქმნიან ხოლმე ილუზიას რომ ყველაფერი სწორად მიდის ფარერებთან მოგებით და აგერ მოცდის რეჟიმში ვართ რამდენი ხანია, ყველა გადამწყვეტი შეხვედრა დავთმეთ! ათასი კვარაცხელია ვერ გვიშველის ერთად, როცა კორუფციაში ჩაძირული ფედერაცია გვყავს, უვიცები, 1 წლიანი პროფესიული სასწავლებელი დაამთავრა კობიაშვილმა და წამოჭიმეს პარლამენტში. ზუსტად იგივე ქვეყანაში მაქვს 3 წლიანი იგივე პროფესიული სასწავლებელი დამატავრებული და მერე რა...
რუსთავი
09 სექტემბერი 2023 14:49
1
ვისაც გგონიათ რომ წონაშ ერთა ლიგის ვინალში კვარაცხელიას და შენგელიას კორონა არ მოუგონეს პროსტა არ ხართ ბიზნეს ტოტალიზატორის აზრზე და ვინ ქნა ეს?სფფ-მ...
MARGALONA
09 სექტემბერი 2023 14:36
3
სანამ არ აღიარებთ,რომ სანიოლი არის გაამოუცდელი მწვრთნელი,რომელიც ჯერ მხოლოდ სწავლობს მწვრთნელობას საქართველოს ნაკრებზე ექსპერიმენტების გზით,შედეგი იქნება ასეთი.ნორვეგიამაც შეიძლება არანაკლები გაგვიტანოს შემდეგ მატჩში.სანიოლი რომ 2 დღეში რაღაც სასწაულს მოახდენს და გამოასწორებს მდგომარეობას,მე არ მჯერა,ვისაც გჯერათ,გაგიმარჯოთ.კაცს ორი წელია ძირითადი ბირთვი ვერ ჩამოუყალიბებია,ყოველ თამაშში ტაქტიკურად ცდება,პირველი ტაიმი ყოველთვის ჩავარდნილი აქვს და მეორე ტაიმში პირველი ტაიმის შეცდომების გამოსწორებითა დაკავებული,ყოველთვის დაბნეული გამოიყურება,ისტორიული სირცხვილი მოგვიტანა,მეტი რა უნდა ქნას რომ გააგდონ???!!!!
შეკითხვა კობიაშვილს,რა დამსახურებების გამო დანიშნეთ სანიოლი ნაკრების მწვრთნელად???რა მის მიერ გაკეთებული საქმეებით აღფრთოვანდით ასე???მთავარი ისაა,რომ არავინ არაფერზე აგებს პასუხს და ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება,მარცხები კი ამ შემთხვევაში მუდამ ჩვენი თანამგზავრი იქნება.
მირო
09 სექტემბერი 2023 14:06
1
Არცერთ თამაშს არ უნდა დაესწაროს არავინ. Ჩემპიონატზე ისედაც 100 კაცი თუ მივა. Ისიც არ უნდა მივიდნენ არც ერთ ლიგაში. Ამ სანარცხვინო ნაკრების თამაშზე ხო საერთოდ. Შეიძლება წააგო მაგრამ სინდის ნამუსი მტლად როგორ უნდა დაკარგო.რას გავდა ეს. Რატ უნდოდატ იმათ ბუცები მარტო ფეხშიშველი მოგვიგებდნენ 3:0. Სირცხვილია. Არ დაბლოკოთ.
Ქომაგი
09 სექტემბერი 2023 14:00
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული