მატჩის დღე - ნაკრების თამაში სიხარულს უნდა იწვევდეს და არა შიშს - გამოსწორების შანსი საქართველოს!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თამაშები სიხარულთან და ოპტიმიზმთან უნდა ასოცირდებოდეს, მისი ხილვის ბედნიერება ხომ წელიწადში სულ რამდენჯერმე გვაქვს. სამწუხაროდ, 4 დღის წინანდელი კოშმარის გამო შიში გვეუფლება, ერლინ ჰოლანის შეჩერება ხომ მთელ ევროპას უჭირს. როგორც ნორვეგიასთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ფეხბურთი გამოსწორების შანსს ყოველთვის გვაძლევს. ვნახოთ, რა იქნება ოსლოში დღეს, 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე.

Sportall.Ge

გუნდები ოპტიმალური შემადგენლობით იქნებიან. ნორვეგიელებს სორლოტი აკლიათ, რომელმაც ბათუმში გაგვიტანა. ის შეხვედრა ჰოლანმა გამოტოვა და ამას რამენაირად აიტანენ. შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის დაპირისპირება (1:1)
ვახსენეთ და გავიხსენოთ, რა ხდებოდა იქ. საწყის 45 წუთში ნორვეგიელთა პრესინგსა და მარტინ ოდეგორის დომინანტობას ვერაფრით გავუმკლავდით და უშანსოდ წავაგეთ. შემდეგ გამოვფხიზლდით, სანიოლის ცვლილებებიც დაგვეხმარა და წაგებას გადავურჩით. საგულისხმო იყო, რომ როგორც კი ორფორვარდიან ტაქტიკაზე გადავერთეთ, გიორგი მიქაუტაძემ გატანა შეძლო.

ნორვეგიელებს თუ სურთ, ევროპირველობისთვის ბრძოლაში დარჩნენ, ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვთ. თავის მხრივ, თეორიული შანსები ჯერ არც ჩვენს ნაკრებს დაუკარგავს. ვაღიაროთ, შოტლანდილებთან ერთად, გასვლის ყველაზე კარგი შანსი ესპანელებს აქვთ.

4 მატჩის შემდეგ (უკვე მეექვსე ტური მიმდინარეობს) საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე ცოტას გამტანი და ბევრის გამშვებია (4:11). სამწუხაროდ, ამ სტატისტიკას ესპანელებს უნდა "ვუმადლოდეთ". ჩვენ მსგავსად, საკუთარ კარში 11 გოლი მიიღეს თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებმა, ესტონეთმა და აზერბაიჯანმა. ჩვენზე მეტი გოლი გაუშვეს - ლუქსემბურგმა - 16, 12 - ჩრდ. მაკედონიამ (4 ქულა აქვთ და იტალიასთან ფრეს მიაღწიეს) და ლატვიამ -13. სამ ნაკრებს საშინელი ბალანსი აქვს - გიბრალტარი 0:17, სან-მარინო 0:21 და ლიხტენშტაინი 1:19.

Sportall.Ge

ხსენებულ ფრემდე საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან სამჯერ დამარცხდა და მათ მოედანზე გოლის გატანასაც ვერ ვახერხებთ. ეს სტატისტიკა უნდა შეიცვალოს!.. ვილი სანიოლის გუნდმა ბოლო 9 გასვლითი მატჩიდან 6 მოიგო, მაგრამ ვიცით, რომ ეს "ერთა ლიგის" დამსახურებაა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კი ბოლო 10 გასვლით მატჩში შვიდში დავმარცხდით.

იმედია, დაცვაში თამაშს გამოვასწორებთ. არსებობს ისეთი დღეებიც, როცა ერლინ ჰოლანს ბევრი არაფერი გამოსდის და ვისურვოთ, ეს 12 სექტემბერს იყოს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ჩვენს შემტევებს ბურთი რაც შეიძლება ხშირად მიუვიდეთ.

და მაინც, ეს კვლავ ევროპის მასშტაბით საინტერესო დუელია - ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და სერია "ა"-ს რჩეული ხვიჩა კვარაცხელია უბრალოდ "მონსტრის", ჩემპიონთა ლიგის და პრემიერლიგის მოქმედი გამარჯვებულის, ერლინ ჰოლანის წინააღმდეგ!..

altსაქართველოს ნაკრები ასეთი ცუდი გუნდი არაა, რამდენად გაუძლებს სანიოლი ცდუნებას? - უცხოური მედიის პრევიუ

altსაქართველოს ნაკრები შოკიდან გამოსასვლელად - 6 სავარაუდო ცვლილება ნორვეგიაში და ვინ შეაჩერებს ჰოლანს?

altვილი სანიოლი: ნორვეგიასთან განსხვავებულ გუნდს იხილავთ

მკითხველის კომენტარები / 44 /
მართალია ეს კაცი სად რაში ეტყობა ნაკრებს მწვრთნელის ხელი!?
კახა
13 სექტემბერი 2023 17:30
0
ვინმემ ხომ არ იცით სადამდეა თამაში? 3-მდე თუ 5-მდე???
max
12 სექტემბერი 2023 21:23
1
ვის ეშინია რო …?! მე ბატონო 5:0 ზე თანახმა ვარ ….მთავარია სომხეთივით 9:0 არ წააგონ !!! თორემ მაგრად ტეხავს ორჯერ ზედიზედ ბალახის ჰოკეის ანგარიშებით წაგება …!!! 4:0 მაგარიააა ოკ ჯანდაბას 5:0….
მდაა
12 სექტემბერი 2023 20:25
2
ვისაც ახალგაზრდულის ყურება გინდათ შედით იუთუბზე ფმფ ტვ (ლათინური ასოებით) .
ადმინ ნუ დაბლოკავ
მიხაელ
12 სექტემბერი 2023 20:20
0
ახალგაზრდულის თამაშზე რომ ინფორმაციის მოძიებაც კი ჭირს, რეპორტაჟზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აეგ რას უნდა იწვევდეს?!... მერე უკვირთ, რატომ იუკადრისეს ახალგაზრდულში თამაშიო და ამ დროს ყურადღება არის ნული... მაშინაც ნული იყო, მხოლოდ სახელი გამოიყენეს, რომ აბონემენტები და კოკა-კოლა გაეყიდათ... რაც მთავარია, დასწრების რეკორდები დავამყარეთ, უეფამ შეგვაქო და რაღად გვინდა ახალგაზრდული ნაკრები?!... აი ეგ ფარისევლობა და მოჩვენებითობაა ზუსტად, დედას რო უხნავს ფეხბურთსაც, სპორტსაც და ქვეყანასაც... გვანახეთ ახლა ფეხბურთელების ცოლების და ნაშების გულახდილი ფოტოსესიები, იქნება, გული გადავაყოლოთ რამეს...
ვოოტ
12 სექტემბერი 2023 20:06
0
ლოჩოშვილს არ ათამაშებენ ნეტა? ზომა-წონით მაინც შეეფერება ჰალანდს. აბა ისე იმ დევს რომელი დოუდგება წინ? ყოველი შემთხვევისთვის, კაშიამ ნაცარი, ჭყინტი ყველი და სადგისი გაიყოლოს გუდით, რა იცი, რა ხდება!..
ალექსანდრო
12 სექტემბერი 2023 19:46
1
შეკრებაზე არ წაიყვანეს და ბანდეროლით ხომ არ გააგზავნიან იმოდენა კაცს ?!...
დდდ
12 სექტემბერი 2023 20:29
0
Გვითხარით ვიგებთ ნიჩიაა თუ მეტ გოლს ვწერთ ჩვენც სიგარეტის ფული გავაკეთოთ თქვენ ..
დემეტრაძეს ცქიტოს
12 სექტემბერი 2023 19:27
1
დევდარიანი
12 სექტემბერი 2023 19:26
1
სტატიის აზრი რა შუაშია, მაჩანჩალა ხარ და მაჩანჩალას ესეები, მარა ჩვენზე უარესებიც რომ არიან, კარგია. ისე, ესპანეთმა ძაან მოინდომა თორე ასე კატასტროფული ბალანსი არ გვექნებოდა. თან მაკედონია მაჩანჩალა არაა, აღნიშნულია კიდეც, უბრალოდ სადღაც მაგრად წააგო
სვანსკის
12 სექტემბერი 2023 18:09
2
კვარაზე რაცაა ჩამოთვლილი უეფას და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მინიჭებულია, პლუს ოქროს ბურთის ნომინანტებშია და საუკეთესო არის თუ არა თქვენ გკითხონ?
ასეა-ს
12 სექტემბერი 2023 18:07
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული