საქართველოს ნაკრები შოკიდან გამოსასვლელად - 6 სავარაუდო ცვლილება ნორვეგიაში და ვინ შეაჩერებს ჰოლანს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები რთული მისიის წინაშეა, უნდა გამოვიდეს იმ შოკიდან, რაც ესპანეთის ნაკრებთან მიიღო, ამავდროულად კი მოემზადოს 12 სექტემბერს ნორვეგიელებთან სათამაშოდ, რომელთაც ჯგუფიდან გასასვლელად 3 ქულა აუცილებლად სჭირდებათ. ვილი სანიოლს სერიოზული ფსიქოლოგიური მუშაობა მოუწევს.

"ჯვაროსნებში" ამოუწურავი რესურსი არაა, შესაბამისად, როგორი შეხვედრაც არ უნდა გვქონოდა, სასტარტო შემადგენლობის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც არ შეიცვლება. ჩვენ გუნდიდან შორს ვართ, შესაბამისად არ ვიცით, ვის როგორი ფსიქოლოგიური განწყობა აქვს, ვინ ვერ მოახერხა შოკიდან სათანადოდ გამოსვლა და ვინ აღიდგინა ძალები, რათა ფიზიკურად ბოლომდე მზად იყოს.

Sportall.Ge

სავარაუდოა, რომ ფრანგი
მთავარი მწვრთნელი შეცდომას აღარ გაიმეორებს და 3-მცველიან ტაქტიკას დაეყრდნობა. ნორვეგიასთან ბათუმურ შეხედრაში ორ ფორვარდზე გადასვლამ გაამართლა და ანგარიში სწორედ მაშინ გავათანაბრეთ, მაგრამ რამდენად გარისკავს ამას ახლა სანიოლი, რთული სათქმელია. რისკი ვახსენეთ და ჩვენ ეროვნულ გუნდს დასაკარგი ბევრი აღარაფერი აქვს, ახლა მთავარი ფიქრი "ერთა ლიგიდან" მონიჭებულ პლეი-ოფზე უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, სასტარტო თერთმეტეულის გადახალისების შესაძლებლობაც არსებობს. 

სტუმართა შორის ძალიან სახიფათო ერლინ ჰოლანის გარდა, მარტინ ოდეგორიც თამაშობს. უნდა ვეცადოთ, ბურთი ჩვენ საჯარიმოში ნაკლებად იყოს. ვნახეთ, გაუთავებელი ჩაწოდებების შემდეგ, ალვარო მორატამ როგორ "გაილაღა" და ამას ახლა უნდა ვუფრთხილდეთ.

ყველაზე რეალური მაინც ისაა, საქართველოს ნაკრებმა 3-5-2 ტატქიკური სქემით ითამაშოს. ვეცდებით, არსებული სიტუაციასა და შესაძლო სასტარტო შემადგენლობაზე მაქსიმალურად ობიექტურად ვიმსჯელოთ.

მეკარე

გიორგი მამარდაშვილმა ბევრჯერ გადაგვარჩინა, მაგრამ მეკარისთვის ძალიან დამთრგუნველია, როცა მისი კარის ბადეს ამდენჯერ შეარხევენ. თუკი კიპერის როტაცია იქნება, მხოლოდ ამ მიზეზით. ამავდროულად, "მამარდას" მოტივირებაც გაზრდილი იქნება და მას ისევ სასტარტოში ველით.

Sportall.Ge

მცველები

ცენტრალურ მცველებს კვლავ სერიოზული ჯაფა დაადგებათ. კაპიტან კაშიას სუსტი თამაშის მიუხედავად, მას ისევ ძირითადში ველით. საბა კვირკველიას ადგილი საბა საზონოვმა უალტერნატივოდ უნდა დაიკავოს. აქ მნიშვნელოვანი იქნება, ისინი როგორ გადანაწილდებიან. კაშიასა და საზონოვს როგორც მარჯვენა ცენტრალურ მცველად, ასევე სამმცველიან ტაქტიკაში შუაში თამაში შეუძლიათ. ერლინ ჰოლანთან დაპირისპირება ორივეს აქტიურად მოუწევს, ნორვეგიელთა ლიდერი მოძრავია, თუმცა შესაძლოა, სანიოლმა საზონოვს პერსონალური მეურვეობაც კი დააკისროს. ეს საბასთვის დიდი გამოცდა იქნება.

მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე სულ ორი ალტერნატივაა - გამოცდილი დვალი და ახალწვეული კალანდაძე. მოსალოდნელია, რომ ვილი არჩევანს გამოცდილების სასარგებლოდ შეაჩერებს.

ფლანგები

მართალია გიორგი გოჩოლეიშვილმა 4-მცველიან ტაქტიკურ სქემაში ითამაშა, თუმცა მისი სუსტი გამოსვლიდან გამომდინარე, ახლა სასტარტოში არ მოვიაზრებთ. მეორე ალტერნატივა საბა ლობჟანიძეა, რომელმაც თავის მხვრივ, თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. ნაკლებად გვგონია, მწვრთნელმა მთელი ფლანგის კონტროლი ზურიკო დავითაშვილს დაავალოს. თუკი საქმე ერთგვარ ექსპერიმენტთან გვექნება, მაშინ ვლადიმერ მამუჩაშვილის განხილვაც შეგვიძლია. პროცენტული გადანაწილებით, მარჯვნივ მეტი შანსი მაინც ლობჟანიძეს აქვს.

რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, აზაროვმა ესპანელებთან დაპირისპირება ტრავმის გამო დატოვა და ახლა მის პოზიციაზე გიორგი წიტაიშვილს ველით. ის აქ მხოლოდ ნაკრებში თამაშობს.

ნახევარდაცვა

შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ გაგნიძესა და აბურჯანიას სათადარიგოთა სკამზე უნდა ველოდოთ. მაშინ, ვინ უნდა ჩაანაცვლონ ისინი? თუკი აქცენტი მკვეთრად ჩამშლელ ნახევარმცველზე იქნება, ასეთი გუნდში ანზორ მექვაბიშვილია. გიორგი ქოჩორაშვილს ამ მატჩში დრო უნდა მიეცეს, თუმცა რამდენი წუთი იქნება ეს, რთული სათქმელია.

დიდი შანსია, გიორგი ჩაკვეტაძე ახლა პირველივე წუთებიდან ვიხილოთ. მისთვის პოზიციის შერჩევა საკმაოდ რთულია, რადგან სანიოლი საყრდენ ნახევარცველად არ განიხილავს, მარჯვნივ მოლოდინები ვერ გაამართლა, მარცხენივ კი ხვიჩა კვარაცხელია გამოდის. ზურიკო დავითაშვილის მარჯვნიდან თამაში სავსებით მოსალოდნელია. რამდენად მოხერხდება კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის ერთად ნახვა, ესეც საინტერესოა.

Sportall.Ge

თუკი საქართველოს ნაკრები 3-1-4-2 ტაქტიკურ სქემას აირჩევს, მაშინ შესაძლებელია, შემადგენლობა ასე დალაგდეს - მექვაბიშვილი დაცვასთან უფრო ახლოს ითამაშებს, ჩაკვეტაძე კი შეტევასთან. ოდეგორის წინააღნმდეგ ორი გამოკვეთილად საყრდენი ნახევარმცველის მინდორზე ყოფნა მნიშვნელოვანი იქნება, უპირატესობას კი ოთარ კიტეიშვილს მივანიჭებთ. მან ესპანელებთან ბურთი საკმაოდ ხშირად დაკარგა და იმედია, ეს კომპონენტი გამოსწორდება.

საბოლოოდ, ნახევრადაცვის ყველაზე რეალური სამეული ასეთია: მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, დავითაშვილი.

შეტევა

კვარაცხელიას თამაში მეორე ფორვარდად შეუძლია. იქედან გამომდინარე, რომ ბუდუ ზივზივაძეს წინა მატჩში საერთოდ არ უასპარეზია, იქნებ მას მეტი შანსი ჰქონდეს, ნორვეგიას თავიდანვე შეუტიოს, მიქაუტაძე კი საქმეში მეორე ტაიმში ჩაერთოს და მრავალფეროვნების საშუალება იყოს.

იმედია, საქართველოს ნაკრები ამ კრიზისს ღირსეულად გაუმკლავდება!..

altსად არის საქართელოს ნაკრების გამოსავალი? - ვინ უნდა იფიქროს წასვლაზე და ამბიციები, რომლებიც ცუდ სამსახურს გვიწევენ...

მკითხველის კომენტარები / 75 /
ანუ მიქაუტაძე სკამზე? და ზიფო მის მაგივრად? ვაი თქვენს პატრონს, რას მიედ მოედებით.ბოლობოლო ჩასვით კვერკველია ჩამშლელად, დაცვაში არ ვარგა და იქნებ გამოიყენოს რამეში ის გრძელი ფეხები. გოჩოლეიშვილის უთამაშებლობა გაგონილა? ყველაზე პროდუქტიული იგი კვარას ფლანგზეა. ბოლო-ბოლო საყრდენზე დააყენეთ კიტე და ქოჩორა, ან მექვაბიშვილი, ან წიტაიშვილი მოსინჯეთ. ჩაკვე შეტევის ცენტრში სეუწყვილეთ კიტეს, მარჯვნივ ზურიკო დ ეგაა. დაცვა დვალი საზონოვი და კაშია, მეტი არ გამოიძახა ამ იდიოტმა და. ეგაა სულ
ლევან მაღლაკელიძე
10:29 12-09-2023
1
.. ისე ერთი შეელოცათ ამ ბიჭებისთვის ტაძარში კარგი იქნებოდა, თვალი ეცათ მე მგონი, ბევრს გული შესტკივა მაგრამ ბევრი ცინიკოსი-ნაგავიცაა, პირველ რიგში ჩვენს " Kvaras" სჭირდება სასწრაფოდ შელოცვა- დალოცვა ტაძარში ან ვინმე მოხუცისგან და ისევ ძველებურად გაიტანს გოლებს
ტივანა
17:19 11-09-2023
8

სიახლეები პოპულარული