გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
საკუთარ კარში შემთხვევით გატანილი ბურთი მოწინააღმდეგეს არ უნდა ეთვლებოდეს და ესპანეთთან 5:3 გამოვიდოდა და არა 7:1
1.2.3.4.5.6.
13 სექტემბერი 2023 12:27
0
ბოლო წამზე გაშვებული შანსი კი არა, შექმნილი შანსი იყო ეგ კვარას და ჩაკვეს მიერ. რომელი 100%მომენტი ეგ იყო? სწორად რომ არ აღიქვამთ და სანიოლს რომ მხოლოდ ერთ კითხვას არ უსვამთ - როდის გამოაცხადებ გადადგომაზეო, მაგიტომ ვერ ამოვალთ ჭაობიდან.
???
13 სექტემბერი 2023 12:12
0
ქართული სპორტული ჟურნალისტიკაც ფეხბურთთან ერთად ღრმა ჭაობშია...ხელი-ხელს ბანს პრინციპით...აბა უმუშევრები ხომ არ დავრჩებით და კრიტიკას ყველა ერიდება
სიმართლე
13 სექტემბერი 2023 19:41
0
ისეთ სათაურს წერენ, თითქოს გამარჯვება გამოგვგლიჯეს ხელიდან. მთელი თამაში თავზე გვასხდნენ, მეორე ტაიმში განსაკუთრებით გამოგვკეტეს ჩვენს ნახევარზე. გუნდი ფიზიკაში ნოლია .კიტეიშვილი საერთოდ რას თამაშობს, თვითონაც არ იცის. კვირკველიაზე ლაპარაკიც არ ღირს - საშინელ ფორმაშია.გოჩოლეიშვილის ფლანგი აიკლო მუსამ და სანიოლს ის არ ესმის, რომ დაცვაშში მოთამაშე მცველი ნახოს ვინმე? ხომ ხედავ, გიჭირს მანდ და ვინმე უნდა მოძებნო? ერთფეროვნად გვიევდნენ, თორემ უფრო დიდი ანგარიში იქნებოდა. მოკლედ, მძიმე დღეშია ნაკრები და რესურსიც არ ჩანს
:)))))))))))
13 სექტემბერი 2023 11:49
1
ჩვენ გვესმის და გგონიათ,იმას არ ესმის?სად არის?ეგ არის საკითხავი.
სოსო
13 სექტემბერი 2023 18:39
2
ბოჩოლეიშვილი აშკარად არ არის მზად ასეთ დონეზე სათამაშოდ. ბებერ დინოზავრებზე ხომ კომენტარიც ზედმეტია. სასწრაფოდ რამეა შესაცვლელი.
მიჰა ლოვერ
13 სექტემბერი 2023 11:48
1
კვარადონა მარადონა! წნეხის ქვეშ მოაქციეთ და დათარსეთ ახალგაზრდა ფეხბურთელი…!!
ქომაგი
13 სექტემბერი 2023 11:35
2
Დათარსა იმ ბებერმა კაგებეშნიკმა კი არ დალოცა
Ქომაგს
13 სექტემბერი 2023 20:19
2
ახლა მთავარია თბილისში შოტლანდია გავამწაროთ და იქნებ ესპანეთშიც ვადინოთ ჭირის ოფლი
საჩინო
13 სექტემბერი 2023 11:15
6
ბოლო თამაშებმა ნათლად აჩვენა თუ სად იმყოფება ქართული ფეხბურთი,გვაქვს ევროპაში ყველაზე დაბალი დონის ჩემპიონატი,სავალალო მდგომარეობაა ბავშთა ფეხბურთში,(არაკვალიფიცირებული მწვრთნელები,ნეპოტიზმი,სტადიონების უკმარისობა,რეგიონების მიმართ უყურადღებლობა),რაც შეეხება მწვრთელს და სანაკრებო შტაბს რა თქმა უნდა თუ რამის მიღწევა უნდათ უფრო მეტი უნდა იმუშაონ (დაესწრონ ეროვნულ ლიგას, ჩაატარონ მეტი ამხანაგური მატჩები და აწარმოონ სწორი და სამართლიანი სელექცია)თუ არადა დაუთმონ ადგილი იმათ ვინც საქმეს გააკეთებს პირნათლად და რათქმა უნდა ყველაფერ ამაზე უნდა იზრუნოს და შეასრულოს იმ ორგანიზაციამ რომელსაც უშუალოდ ეხება ეს და ქართველი ხალხის წინაშე პასუხისმგებელია :ფეხბურთის ფედერაციამ.
gio gio
13 სექტემბერი 2023 11:13
1
უბრალოდ როგორ დავიჯერო, რომ ყველა იმ ნაკრების ფეხბურთელს უფრო მეტად უყვარს თავისი ქვეყანა ვიდრე ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს. აქ სხვა რამეშია საქმე. უსამართლობის განცდაა, სწორედ ამიტომ არ აქვთ თამაშის ჟილკა. როცა ხედავს ვიღაცის ვიღაცა რომ გარანტირებული აქვს ნაკრებში ადგილი, სხვას კიდევ რაც არ უნდა მოინდომოს, არავინ გამოიძახებს, რა თქმა უნდა, თამაშს უკლებს და დიდად არც აინტერესებს შედეგი. არის მეორეც, ნაკრების მიმართ დამოკიდებულება ქართველ ფეხბურთლებს სულ ასეთი ჰქონდათ, გაცილებით ნაკლებს იხარჯებოდნენ ვიდრე კლუბებში (იშვიათ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ). დასკვნა: ყველაფრის მიზეზია ქართული ხასიათი, რომელიც მარტივად იხსნება - უპასუხისმგებლობა, წინდაუხედაობა, არაპროფესიონალიზმი, კრონიზმი, თავში ავარდნა და ა.შ. ნუ მოკლედ, სანამ ნიჭი, მონდომება სათანადოდ არ დაფასდება, არაფერი ეშველება არც ამ სფეროს და არც ქვეყანას. და კიდევ თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ კვიპროსმაც 6-0 წააგო ესპანეთთან? ანუ ფედერაციას რაც აქვს არგუმენტად, იგივე ვჭამოთ? რატომ? ანუ კვიპროსის დონე ვართ უკვე და არაუშავს? კვიპროსი 118-ეა ფიფას რეიტინგში, ჩვენ 78. არ უნდა იყოს განსხვავება? ნორვეგიასთან თამაშს თამაში არ ერქვა, ეტყობოდა გუნდს, რომ წასაგებად გავიდნენ. ეს კაი ხანია აღარ არის მოგებისკენ მომართული გუნდი.
ქეცბას რომ დავესესხოთ: ამ ქართულ ფეხბურთზე ხელი ყველამ ჩაიქნია.
ცვლილებებია საჭირო, თანაც სასწრაფოდ.
პტიჩკა პტიჩკა ნიველიჩკა
13 სექტემბერი 2023 11:04
3
ფედერაციას უნდა მივხედოთ, მაფიოზების ბუდეს
სვანსკი
13 სექტემბერი 2023 10:56
5
ანუ რატომ ხართ ასე გაბრაზებულები? მართლა გგონიათ რომ რაკი უმაღლესი დონის ორი ფეხბურთელი გვყავს ამიტომ ნორვეგიას გინდა თუ არა უნდა ვუგებდეთ? ნორვეგიას ყველა პოზიციაზე საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელები ყავს, ორიც უმაღლესი კლასის და მწვრთნელიც ნორმალური ჩვენგან განსხვავებით. სანიოლი მოყვარული მწვრთნელია. ნახევარდაცვა არ ყავს გუნდს ფაქტიურად და შეტევაში თუ გინდა პელე იყოს. სანამ მაღალი კლასის საყრდენი და ცენტრალური ნახევარმცველი არ გვეყოლება და დაცვის ხაზშიც ორი მაინც ასეთი მხოლოდ ბულგარეთს, მაკედონიას, ლიტვას და ასეთებს თუ დავჯაბნით.
ალექს
13 სექტემბერი 2023 10:41
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული