გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
თქვენშიც რომ არის პრობლემა ვერ ხვდებით? გადახედეთ კომენტარებს და გადახედეთ იგივე კომენტარებს 1 წლის წინ, 2 წლის წინ. ახლა რომ აცამტვერებთ სანიოლს, მაშინ გენიოსად გამოგყავდათ. მარტო თქვენ კი არა ამ ე.წ. ჟურნალისტებსაც, რომელიც მე-4 ხელისუფლებად არის მიჩნეული ცივილიზებულ სამყაროში. აქ კიდევ ვიღაც არაპროფესიონალ, წერა-კითხვის უცოდინარს გააკრიტიკებ და ამ ქვეყნის მტერი ჰგონიხარ. ეგ კი არა ფეხბურთზე ბევრს რომ ლაპარაკობს, მერაბა მეტრეველზე რომ რამე თქვა გადაბრუნებულად, იმ კომენტარს არ გამოგიქვეყნებენ. ეტყობა ჟურნალისტური 'სოლიდარობის' მიზეზით. ეგ მასტიც ზუსტად ამ ჩვენი გულშემატკივრებივით არის - როცა მოიგებდა ვაისი, ვაა რა მაგარი გუნდი დააყენაო ამბობდა, როცა წააგებდა, ეს რა მწვრთნელი მოვიყვანეთ, ვინ არისო. იგივენაირად იქცევა სანიოლზე. ტიპი პოლიტიკაში წავიდა დიდი ზარზეიმით და 2 კვირაში ჟურნალისტიკაში დაბრუნდა, ისე რომ არაფრის შერცხვა და ახლა ისევ პროგნოზებს აკეთებს. ეს ფეხბურთელები უფრო არიან პროფესიონალები თავის საქმეში ვიდრე ეს მე-4 ხელისუფლება, რომელსაც კრიტიკაც არ შეუძლია წესიერად. უტყდებათ. იმიტომ რომ 'კაი ბიჭებად' უნდათ დარჩნენ ან ეშინიათ მერე დაგრუზავენ სადმე რომ შეხვდნენ ეს სპორტსმენები. უპრინციპობა, უცოდინრობა და რა ვიცი კიდევ რა არ დაგვჩემდა ბოლო ათწლეულებია და დასკვნები ვერ გამოგვაქვს.
odala
13 სექტემბერი 2023 09:19
0
ხშირად არ გეთანხმებით ხოლმე მსჯელობაში,მაგრამ ამ ჯერზე,მთლიანად თქვენ გვერდით ვარ.ყველაზე დიდი პატრიოტიზმი,პროფესიონალიზმიაო,ნათქვამია!ჩვენთან კი,პოპულისტებს მიჰყავთ პარადი,ისინი ჰქმნიან,საზოგადოებრივ აზრს და ახშობენ,საქმის მცოდნის ხმას.ყველა მიმართულებით ასეა და მიტომაც ვართ,ასე ცუდად.
სოსო
13 სექტემბერი 2023 19:11
0
ბოლო დროს ხვიჩას დარტყმულ ბურთებს მეკარეები იგერიებენ, იმიტომ ხომ არა, რომ დარტყმას ძალა აკლია, ნელა მიფრინავს და მეკარე ასწრებს რეაგირებას. კარგი იქნება თუ ვინმე მცოდნე ახსნის.
ჯონდო
13 სექტემბერი 2023 08:52
1
7....1 ხო დჯობია ვაი ტქვენს პატრონს
pepe
13 სექტემბერი 2023 08:25
0
ხოლო მეორე გოლის დროს ედეგორს წინ ქოჩორაშვილი ედგა, ზუსტად წინ ედგა, რაღაც უშნოდ გაექანა ვითომ ხელის შეშლა უნდოდა მარა მკვდარი სულები რომ გამჭირვალეები არიან ფილმებში ისე გაიარა არც შეხებია სულ თავისუფლად დაარტყა ედეგორმა და გაიტანა. როცა არავითარი შანსი არ ქონდა წინ ვინმე ნორმალური რომ დახვედროდა. პირველად ითამაშა მგონი ქოჩორაშვილმა დებიუტი ქონდა. ასეთ რამეებს როგორ აკეთებს მერამდენედ თან ეს სანიოლი და როგორ გასდის ხალხი როგორ უტარებდ ასეთი ანომალიური გადაწყვეტილებები. თან საზონოვი არ ათამაშა საერთოდ მაგის იმედი გვქონდა და პრინციპულად არ შემოიყვანა მთელი თამაში ეს უნდა ახსნას როგორ და რა კრიტერიუმით პასუხი უნდა მოეთხოვოს ამაზე
GORG.
13 სექტემბერი 2023 08:14
0
ვერც ერთთა ლიგიდან ვერ გავალთ ევროპაზე.არც ყაზახეთის მომგები ვართ და არც საბერძნეთ-თურქეთის ამ ქაოსით და ამ მწვრთნელებით.ასეა ეს და შეეგუეთ ზოგიერთები ამას.მერე სანიოლს დააპაშოლებენ და ყველაფერი დაიწყება თავიდან.....
Lobotka
13 სექტემბერი 2023 08:09
0
ჰაალანდს გოლის დროს კაშია ედგა წინ თაგვივით სავოდავად ვერაფერი ვერ ქნა 2ჯერ მაღლა ახტა ჰალანდი და სადღაც ზემოდან ჩაასაკლავა რბილად რომ ვთქვათ აბსოლუტურად დაჩაგრა გაანადგურა. ეგრეც ვიცოდი თუ კაშია იდგებოდა ღირსები ვიქნებოდით ჰალანდს რომ გაეთხარა რაც მე სულ ფეხებზე მკიდია გინდოდათ კაშია და გამოი##%ეთ გინდოდათ უცხოელი მწვრთნელი და გამოი## ეთ ეგ ჩემი პრობლემა არაა
GORG.
13 სექტემბერი 2023 08:07
0
სექტა თქვენ იმდენს იზავთ რო ბათუმი არ აცდება მაგ თქვენ მსოფლიო დონის ფეხბურთელს.თქვე თვალებ დაბინდულო სეთურის ბრბოვ.
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა".
13 სექტემბერი 2023 07:19
4
არ ხარ ქართველი. თქვენ ხართ მე5 კოლონა
GORG.
13 სექტემბერი 2023 21:02
0
ამას არ შეგარჩენთ. დასაXოცები ხართ
GORG.
13 სექტემბერი 2023 06:29
0
10 ტყვია რომ გქონდეს 9 მოღალეტეებისთვის უნდა შეინახო. -ავღანური სიბრძნე
GORG.
13 სექტემბერი 2023 06:25
0
ეს არის ბრძოლა წესების გარეშე.
BRDZOLA WESEBIS GARESHE
13 სექტემბერი 2023 06:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული