გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
21 წლამდელთა ნაკრებში თამაში არ ისურვეს ბიჭებმა (არადა როგორ გვჭირდებოდნენ) გადაიღალნენ "ბავშვები" და დასვენება ჭირდებათო... რამ გადაღალათ 20-22 წლის ახალგაზრდა ხალხი? ძირითად ნაკრებშიადა ბატებივით დარბიან დიდიან პატარიანად მოედანზე. თუმცა ამათ სულ არ ახატიათ ეს ყველაფერი მთავარია მაყუთი, ქალები და მარიაჟი მანქანები.
ჩელენჯერი
13 სექტემბერი 2023 01:35
12
სანიოლის ხელში ეს გუნდი ვერ მოუმატებს არც ეტყობა თამაშიდან გამომდინარე.უსუსტესი თამაში ადრეც ვამბობდი და ახლაც ვამბობ ნაკრებს აქვს პოტენციალი ნორვეგიის დონის ნაკრებებთან უშანსოდ არ წააგოს მაგრამ საქართველოს ნაკრებს ჭირდება გამბედავი და თამამი გადაწყვეტილების მწვრთნელი რომელიც ფეხბურთელებს მოძრაობას და სირბილს მოთხოვს.
ქომაგი
13 სექტემბერი 2023 01:35
0
სად იყო ან საზონოვი ან ლოᲩოᲨვილი? ისევ ბებერი მცველები დააყენა, Შესაბამისი Შედეგი ვიხილეᲗ. ბურᲗი ვერ ამოაქვᲗ საჯარიმოდან და იᲨორებენ, რაააა ჯანდაბაააააა ᲨემზიზᲦდა ნაკრსბის ᲗამაᲨები
B. M
13 სექტემბერი 2023 01:29
0
ცენტრში გვიჭირს, ძლიერი ცენტრი გვჭირდება, ცენტრი თუ ჩავარდა, ვერც შეუტევ და დაცვაშიც მთელი გუნდი უნდა იდგეს. ალბათ კანკავა იყო ყველაზე გამოცდილი და ძლიერი ცენტრი
ირაკლი
13 სექტემბერი 2023 01:29
0
ეხლა თუ არ გამომიქვეყნებთ ფაისბუქში დაგიწერთ. რევოლუციაა დასაწყები ფედერაციის წინააღმდეგ პირდაპირ თამაშის მერე უნდა ავჭედოთ კარები
50 წლის სტაჟიანი ფანი
13 სექტემბერი 2023 01:23
0
ორკაციანი პრესინგი(ხვიჩა და ჟორჟი) და 8 კაცი თავის ნახევარზე. ეს რა ტაქტიკაა? ვილი, პრესინგი იცი რა არის საერთოდ? მთელი თამაში გვაპამპულავეს. ქეცბაიაზე უარესი მატარემელი ჩააყენა....ხო მაინც წავაგეთ? არ ჯობია შეუტიო? კარში სულ ორჯერ დაარტყეს, ისიც ბოლო წუთებზე. რა უნდა ამათ ევროპაზე....
ბებოს სიცოცხლე
13 სექტემბერი 2023 01:23
0
ბუდუზე მშრომელი და მონდომებული თან ყოველთვის, გუნდში არავინაა
სიმართლე
13 სექტემბერი 2023 01:23
0
კაცო, იცით რა მიკვირს? ეხლა მახსენდება ნელ-ნელა, ნორვეგიასთან, ბათუმის თამაშის შემდეგ, ფეხბურთელები ამბობდნენ: ფრე კარგი შედეგიაო. ესპანეთთან თამაშის წინ, მწვრთნელმა თქვა: მე ჩემს ფეხბურთელებს არაფერს არ ვთხოვ, გავალთ და ვისიამოვნებთო. ნორვეგიასთან თამაშის წინ: სხვა გუნდს ნახავთო. თამაშის დროს, მეორე ტაიმში, მაგარი კადრი იყო, სამნი ზიან ერთად, ფრანგი და ორი ქართველი, რა მაგარი კადრი იყო, ეკრანიდან ვიგრძენი, სუნი ასდიოდათ, თან მაგარი.
ვაააიიიი...
ლევანი
13 სექტემბერი 2023 01:22
1
მიქაუტაძე ამ ორ თამაშში ძალიან ცუდი იყო. ვერ დარბოდა საერთოდ. ხვიჩა ყველას ჯობდა მიუხედავად იმისა,რომ გოლი ვერ გაიტანა.
gulshematkivari0703
13 სექტემბერი 2023 01:21
5
Karoche rac colebi moiyvanes ukan ukan wavida amati saqme faqti saxezea jer fexburti itamashet bliad da mere rac gindat is qenit...
Rt
13 სექტემბერი 2023 01:20
13
დოქსოპულო ცოლი გყაავს???
Zonderi. _
13 სექტემბერი 2023 02:26
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული