გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
ჩაკვეზე რატო არაფერს წერთ? ტიპი ორივე თამასში გამოვიდა და რაც შეეძლო გააკეთა. ყოველ შემთხვევაში ამწვავებდა მაინც თამაშს. მე მართლა ვერ გავიგე, ჩაკვესნაირი ფეხბურთელი რატომ უნდა გეჯდეს სკამზე.
ირაკლი
13 სექტემბერი 2023 01:18
4
ეს გოლიც მისი წამოწყება იყო
ნიკა
13 სექტემბერი 2023 02:07
0
მთელი თამაში არ ათამაშა საზონოვი.
ANOMALIA.
13 სექტემბერი 2023 01:17
0
მიკვირს ერთი რამ და სულ მაგითი ვიწყებ ქვილითაიას რატო არ იძახებს ხო ხედავს ყველა რო მიქაუტაძე ერთ ბურთს ვერ ინარჩუნებს, ბურთის ჰამოტანა ჩვენ არ გამოგვდის იძულებულენივართ ბურთი მოვიშოროთ მეკარის დარტყმულსსც შანსი 0 ტოლი მაგ ბურთებს ქვილითაია მიიღებდა და კვარას და სხვას გაუნაწილებდა ამოასუნთქებდა ყველას ნაგრამ რათ გინდა არ იძახებენ, პოზიტივი ის არის რო მოდის თაობა ვინც გაგვახარებს და ნაკრებს გაძლიერებს სანდრო კაკანდაძის თამადობით პირვეკათ ითამაშა ნაკრებში და თავი ხუთიანზე გსრთვა წარმატებენი ბიჭებს
გიორგი
13 სექტემბერი 2023 01:17
35
გეტყუობა კალანდაძის ახლობელი ხარ...პირველი გოლი როგორ გაგვიტანეს არ უყურე?
სიმართლე
13 სექტემბერი 2023 02:19
0
ჩვენი დაცვის ფლანგები როგორი სუსტი იყო. ეს გოჩოლეიშვილი რა აგონიაშია ყველა თამაშში! წინ აწეული თამაშობდა და არც წინ გამოსდიოდა საერთოდ არაფეი და უკან დაზღვევებზე რეები აკეთა ყველამ ვნახეთ! ეს იყო კიდევ ერთი შეცდომა სანიოლის! და საზონოვს რატომ არ ათამაშებს ეს ალბათ თვითონაც არ იცის!
gulshematkivari0703
13 სექტემბერი 2023 01:16
1
ან ლოჩოშვილს რატო არ იძახებს მაინც? დავიჯერო ზამენაზე კვირკველიაზე უარესი იქნება?
რა მაფიაა?
13 სექტემბერი 2023 03:21
0
Roca qveyana daulagebelia da areulia egrea amati fexburti xalxs kide imedi aq rom gamoswordebao da stadionze dadian amat sayureblad iaret iaret ...
289
13 სექტემბერი 2023 01:16
9
დავიჯერო არსებობს ადამიანი ვისაც სანიოლზე მეტად უნდოდა დღეს თამაშის მოგება, ჩემი აზრით არა. რო იძახით ის რატომ არ დააყენაო, დაცვა რატომ დატოვა იგივეო, მწვრთნელი ვარჯიშებზე უყურებს თავის 22-ვე ფეხბურთელს და თქვენ აქ კლავიატურაზე აწკაპუნებთ, რომელმა უფრო უკეთ იცის ვინ როგორ ფორმაშია, თქვენ თუ მწვრთნელმა?ვინ უნდა დააყენოს, ერთი შეწვი, მეორე მოხარშეა. სანამ ჩვენი ფეხბურთელები, უკლებლივ ყველა, საშუალოზე მაღალ გუნდებში არ ითამაშებენ სტაბილურად ძირითად შემადგენლობაში, მანამდე ნაკრები შედეგს ვერ დადებს
მამუკა
13 სექტემბერი 2023 01:16
38
მამუკა,ფეხბურთელებზე გასაგებია,რაც გვყავს,ეს არის და ძლიერ ნაკრებებთან,ფიზიკაშიც ვაგებთ,ტექნიკაშიც და ტაქტიკაშიც,მაგრამ ამდენი წელი რომ ნაკრების მწვრთნელი ხარ,აუტის შემოტანა და რამდენიმე შეტევითი კომბინაცია მაინც ხომ შეგიძლია დაამუშაო?ჯერ ვერ გადააქვთ ბურთი თუ გადაიტანეს,90% შემთხვევაში,ფეხბურთელები არასწორად შლიან კონტრშეტევას.არ იციან,ვინ სად უნდა წავიდეს და ამას ვინ უნდა ასწავლიდეს?ასე იყო ვაისის დროს,ასეა ახლაც და ასე იყო,მათზე ადრე მომუშავეების დროსაც.მხოლოდ დაცვაში ჯდომა და წინ კვარა,არ რომელიმე სხვა,რაღაცას მოახერხებსო,ასეთ დონეზე შედეგს რომ ვერ მოიტანს,ეს თამაშებიც კარგად გვიჩვენებს.ამდენი ხალხი აგინებს ფეხბურთელებს,თამაში არ უნდათო!ტყუილია,ყველას უნდა გამარჯვება და კარგი თამაში,მაგრამ როგორ?მანდ ვიჭედებით.ამდენი სამართლიანი თუ უსამართლო კრიტიკა,კიდევ შეიძლება აიტანონ და მიიღონ,მაგრამ ამდენი გინება რომ ადამიანს თრგუნავს და საკუთარი თავის რწმენას უკარგავს,მანდ რა არის გაუგებარი?ეშინიათ თამაშის და კიდევ უფრო უარესად ითრგუნებიან.შეშინებული კაცი,მიზანში ვერ მოარტყამს.მგონი ეს გვჭირს,ჩვენც.განსაკუთრებით ლიდერებს,ვისაც მეტ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ.
სოსო
13 სექტემბერი 2023 19:37
0
ძმა, ნახე. ფეხბურთში, ხანდახან, გადაწყვეტილებას იღებ არა მხოლოდ ფეხბურთელის ცორმის მიხედვით, არამედ მისი პერსპექტივის, მოტივაციისა და ჩემპიონატის დონის მიხედვით. მაგალითად, საზონოვი ავიღოთ. როგორ ფიქრობ, კალანდაძის დონე უფრო მაღალია თუ საზონოვის? ან ჩემპიონატების კუთხით. კაი დონეს თავი დავანებოთ. და კიდე მწვრთნელმა ისეთი თერთმეტეული უნდა ამოარჩიოს, რომელიც ერთმანეთთან შეწყობილები არიან. მოკლედ, სასტარტო შემადგენლობის ამორჩევა ბევრ რამეზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ ფეხბურთელის პრაქტიკაზე. მე შეიძლება ჰაიტის გუნდში ძირითადის წევრი ვიყო და სხვა ბრენთფორდის შეცვლებიდან შემოდიოდეს . როგორ ფიქრობ, ვინაა ძირითადის ღირსი?
ირაკლი
13 სექტემბერი 2023 10:42
0
ყველა გამოხმაურება
ერთი შესწორება კომენტატორს - სუსტი მატჩი ჩაატარაო ნაკრებმა.

სუსტი კი არა, უსუსური მატჩი ბანან.

90 წუთი რო ვერ დაარტყამ კარში, მგონი სხვა სპორტს ვთამაშობთ საერთოდ.
გივი
13 სექტემბერი 2023 01:15
5
გუნდს დაპრესინგება არ შეუძლია 2023 წელს, ბურთის ამოტანა არ შეუძლია 2023 წელს და სანიოლი და ხიზანა გყავს მწვრთნელებად, ფედერაციაზე საერთოდ ......... ამდენი ხალხი კი ვზივართ და ვნერვიულობთ, გვაქვს ეხლა ჩვენ თავში ტვინი?????
საბურთალო
13 სექტემბერი 2023 01:12
0
გამარჯობათ ყველას. ვწუხვარ რომ წააგო ნაკრებმა. მართლა ძალიან დათგრუნული ვარ ამ შედეგის გამო. ის რომ კვარა საუკეთესოა ამ ნაკრებში არავინ არაა მგონი წინააღმდეგი, მაგრამ ჩვენ ნაკრებს ლიდერი ჭირდება ( რაც სამწუხაროდ კვარას არ აქვს) ლიდერი რომელიც გუნდს მომართავს და დაარწმუნებს საკუთარ ძალებში. კარგია როცა კარგი ფეხბურთელები გვყავს მაგრამ ჩვენ ქართველებს ლიდერის გარეშე არაფერი გამოგვდის (ნებისმიერ საქმეში) მინდორზე ერთად. ცალ ცალკე ჩვენი ბიჭები მხოლოდ ჰაალანდს ვერ ჯობნიან და ერთად ვერაფერს ვერ ვშვრებით. მათ დღეს მინდორზე დირიჟორი და ნამდვილი კაპიტანი ყავდათ ოდეგორის სახით დანარჩენი თუნდაც ჰაალანდი სრულიად ჩვეულებრივი ფეხბურთელები. დაითვალეთ ჰაალანდის და თუნდაც ზივზივაძის შეხება ბურთთან და მარგი ქმედების კოეფიციენტები გამოიყვანეთ და მიხვდებით რომ დღეს ოდეგორი იყო ნამდვილი ლიდერი რომლის გოლმა და ბრძოლამ მინდორზე 3 ქულა მოუტანა ნორვეგიას. რაც შეეხება კაშიას ის ნამდვილი კაპიტანი არააა. კაპიტანი იყო და იქნება ჯაბა. მისი ქმედება მინდორზე ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესოდ მახსენდება და რომ ისეთი ჟილკით ეთამაშა გუნდში როგორც ნაკრებში ის საუკეთესო ჩამშლელი თუ არა ერთ ერთი საუკეთესო იქნებოდა ტოპ 5 ლიგაში. ღმერთი ჩვენსკენ
roma bejanidze
13 სექტემბერი 2023 01:12
3
ყველაფერში გეთანხმები ოღონდ რაღა დროს ჯაბაა,ბარემ მანუჩარ მაჩაიძე ათამაშეთ,ჯაბაზე უკეთესი კაპიტანი იყო.რაც შეეხება კვარაცხელიას,ადრეც ვწერდი და გავიმეორებ, მხოლოდ ნიჭიერი და პერსპექტიული ბიჭია, მაგრამ ჯერ არც დიდი ფეხბურთელი და მითუმეტეს არც დიდი სპორტსმენია. სჯობს თავის თავზე იმუშაოს, ნაკლებად ირბინოს აქეთ იქით სამოგზაუროდ ( მაგის დროც მოვა),ნუ აყვება ამ უნიჭო და უსინდისო პოლიტიკოსებს. ფიზიკურად უნდა მომძლავრდეს,მაშინ მომძლავრდება ფსიქოლოგიურადაც.მოკლედ- უნდა დადგეს პროფესიონალი.
ჟორა
13 სექტემბერი 2023 01:45
0
კიდევ ერთი უსახური თამაში, ბურთი ვერ ამოაქვთ საჯარიმოდან,ასეთი დაბნეულობა გაგიგიათ,კიტეიშვილმა პასების ნახევარზე მეტი კვირკველიაზე აკეთა, დავითაშვილი,მიქაუტაძე ადრე იყვნენ შესაცვლელები სანნნიოოოლლ!!!

alexsis
13 სექტემბერი 2023 01:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული