გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
ჩაკვეტაძე რატომ არ დააყენა ძირითადში ხომ შეიძლება რომ კითხოთ პრესკონფერენციაზე პირდაპირ სანიოლს ჟურნალისტებმა, საინტერესოა რა პასუხი ექნება
გია
13 სექტემბერი 2023 01:08
2
ჩაკვე ერთ ტაიმსაც ვერ თამაშობს სამწუხაროდ
ვასო
13 სექტემბერი 2023 01:26
3
მწვრთნელები 0
ლექხო
13 სექტემბერი 2023 01:07
1
პირველ რიგში ფედერაცია და ხიზანა არიან მანდედან მოსაშორებელი დიიიიდი ხანია
dato
13 სექტემბერი 2023 01:07
2
ესპანეთთან 7:1 წაგების მერე 2:1 წაგება დიდი პროცესია. ეტყობა მაგრად იმუშავა სანიოლმა. საღოლ ძმაო. მეგონა 6:0 წავაგებდით, მაგრამ, ნურას უკაცრავად.
გულშემატკივარი
13 სექტემბერი 2023 01:04
1
სანიოლი და მთელი სამწვრთნელო შტაბი, კაშია,კვირკველია მამუჩაშვილი,აბურჯანია, გაგნიძე სახლში.ჩაკვეს, ალთუნაშვილის, გადრანს, არაბიძეს, საზონოვს, ლოჩოშ ილს მეტი დრო და ადგილი ნაკრებში.
ქომაგი
13 სექტემბერი 2023 01:03
3
კაკაბაძე კაფუ გვყოლია და არ ვიცოდით)) გოჩოლეიშვილი ბავშვობიდან შემტევს თამაშობდა, მცველობა ვინ მოუგონა? ქართული რეალობა- მთელი ბავშვობა ფორვარდი ხარ და მერე, დაცვაში გაყენებენ ტანი გაქვს კაცოს ძახილით)) პირველი ბურთი,გაუჭიმე, მეტის არ მცოდნე ტრენერები.
პაჭო
13 სექტემბერი 2023 01:02
0
ძალიან მაგარი, ყველა უმაღლესი კლასის ფეხბურთელები რომ გვყავდეს, სანიოლი და ხიზანა რომ მწვრთნელად გეყოლება, რამეს უნდა ელოდო კარგს?????????/ კარგი, მაგათ ღირსება არა აქვთ და აგინე რამდენიც გინდა, ამ ხალხმა მაინც მოვიფიქროთ რამე, დაგვხოცეს ნერვიულობით........
???????????????????//
13 სექტემბერი 2023 01:02
0
ვაისი გავაგდეთ გინებით რომელმაც 1:0 წააგო კვარას, ჩაკვეტაძის და რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე გუნდით.. აი შედეგი.
ხო კიდე.. ის ვიდეო ვერ ვიპოვე ვაისის დროინდელი ნაკრების თამაშები შავ-თეთრად რომ დაამონტაჟა ვიღაც ჯიგარმა,სევდიანი მუსიკაც დაადო.. და სანიოლის ნაკრები გააფერადა.. ეს არის აღორძინება და გარდაქმნაო...

ეს გვჭირს, ემოციები გვიჯაბნის გონებას..
A
13 სექტემბერი 2023 01:02
2
რა შანსი რის ბოლო წამი??!ავლეპი სასწრაფოდ თქვენს მოსავლელად
თამაზი
13 სექტემბერი 2023 01:01
1
მართლა უცნაურად თამაშობენ ჩვენები. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ფეხბურთელები ესეთი უსუსირები არიან. მაგრად ტეხავს.

მუდამ კი ვაგებდით
13 სექტემბერი 2023 01:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული