თემურ ქეცბაია: საქართველო ესპანეთი არაა და რაღაცის მიღწევას შევეცდებით

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში, A ჯგუფში, კვიპროსი სახლში ნორვეგიასთან 0:4 დამარცხდა, უქულოდაა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს თბილისში საქართველოს ნაკრებთან ჩაატარებს. ნამატჩევს კომენტარი კვიპროსის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:

"განსაკუთრებული არაფერი მაქვს სათქმელი. სამწუხაროდ, სათამაშოდ ძალა მხოლოდ 45-50 წუთი გვყოფნის. არ მინდა თავი ვიმართლო, მაგრამ ასეთ დონეზე, როგორზეც ნორვეგია იმყოფება, ძალიან ძნელია წინააღმდეგობის გაწევა. პირველ ტაიმში ვიბრძოლეთ, რაღაცის გაკეთებას შევეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.

იმოქმედა თუ არა პირველმა გაშვებულმა გოლმა? საქმე კიდევ ისაა, რომ არც გვიმართლებს. კარგი იქნებოდა პირველი ტაიმი
0:0 დაგვესრულებინა. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ასეთ ნაკრებებს არ შეგვიძლია 90 წუთი შევეწინააღმდეგოთ. ერთია ბურთით და მეორე უბურთოდ თამაში, როდესაც მეტოქეს დასდევ. ეს დიდ ენერგიას მოითხოვს.

2-3 დღეში ბევრი რამის შეცვლას ვერ მოვახერხებთ. გამარჯვება გვინდოდა, თუმცა ნორვეგიას მსოფლიო კლასის ფეხბურთელები ჰყავს. ყოველი მატჩის მეორე ნახევარში პრობლემა გვექმნება. საქართველოს, რა თქმა უნდა, კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ ეს ესპანეთი არაა, გავემგზავრებით და რაღაცის მიღწევას შევეცდებით".

მკითხველის კომენტარები / 17 /
ქეცბა საუკეთესო მწვრთნელი არ არის (ფეხბურთელი მაგარი იყო სამაგიეროდ) მარა სანიოლს კი ჯობია 1000ჯერ ეს ხო ანომალიაა ვიღაცა დაუნია საერთოდ. ქეცბა თუ ავტობუსს აყენებდა ეს დირკას და პრახადნოი დვორს აყენებს მოდით დაგვჭიპეთო იძახის
Zidani.
13 ოქტომბერი 2023 05:54
15
საქართველოს ნაკრებს ყავს ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი კვიპროსი კი არც ერთი ასეთი არ ყავს ასე რომ ქეცბაიას შანსი არააქ
კიკო
13 ოქტომბერი 2023 03:02
8
მე 2-ს ვხედავ,აქედან ერᲗი მეკარეა.
დიმა
13 ოქტომბერი 2023 16:21
0
კვიპროსი ალბად ვერცერთ ქულას ვერ აიღებს
გივი
13 ოქტომბერი 2023 02:51
4
აბა რა თქვას ერთი გამაგებიეთ,იმას ხოარ იტყვის საქართველოშიც წავაგებთო?!
ალიკა
13 ოქტომბერი 2023 02:47
1
ჩააყენებს ისევ ავტობუსს და მაგის იმედი აქვს. ვინც წინ წავა გოლის გასატანად, აუცილებლად შეცვლის. არ ვიცი რატომაა დღესაც ასეთი პოპულარული საქართველოში ქეცბაია ვერ ვხვდები. არავის ეგონოს სანიოლს ვაქებდე .შედეგია უბრალოდ იგივე
დავით 67
13 ოქტომბერი 2023 02:39
14
ესეც რომ ჩვენთან გეგმავს ქულის აღებას
SS
13 ოქტომბერი 2023 02:19
14

სიახლეები პოპულარული