თურქეთის ნაკრებს მესამე ფეხბურთელი გამოაკლდა - იტალიასთან მატჩში კაბაკმა მძიმე ტრავმა მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე თურქეთი ამხანაგურ მატჩში სტუმრად იტალიას დაუზავდა - 0:0.

42-ე წუთზე ტრავმა მიიღო თურქეთის ნაკრების მცველმა ოზან კაბაკმა (ჰოფენჰაიმი), მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და გამოკვლევის ჩასატარებლად კლინიკაში გადაიყვანეს. ადრე ცნობილი გახდა, რომ თურქეთს ევროპირველობაზე ტრავმირებულები - მცველი ჩაგლარ სიონჯუ (ფენერბაჰჩე) და თავდამსხმელი ენეს იუნალი (ბორნმუთი) ვერ დაეხმარებიან.

თურქეთი ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ ერთ სპარინგს გამართავს -10 ივნისს ვარშავაში პოლონეთს შეხვდება.

საქართველოს ევროვნული გუნდი თურქეთს ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 18 ივნისს დორტმუნდში ეთამაშება.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
იტალია - თურქეთი
0:0


altჩალჰანოღლუმ საკუთარი თავი ევროპის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა და საქართველოსთან მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჰოდა ვიღაც-ვიღაცებს გული წყდებოდათ საქართველოს ნაკრებს რატომ სამი ამხანაგური არ დაუგეგმესო. ხედავთ? ეშმაკს არ ძინავს.
ჟორა გაბრა
14:14 05-06-2024
5
კვარაცხელია არ ათამაშო ამხანაგურში დამიჯერეთ!!!
კეთილი რჩევა
10:38 05-06-2024
5

სიახლეები პოპულარული