4:0. საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი მეორე ტაიმში გატეხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე კვიპროსი 4:0 დაამარცხა.

მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და საჯარიმოდან ხრისტოფის დარტყმული ბურთი მეკარე მამარდაშვილმა მოიგერია. მეათე წუთისთვის საქართველოს ნაკრები უპირატესობას დაეუფლა, ქოჩორაშვილს გატანა მეკარე მოლიმ არ დაანება. თუმცა, შემდეგ თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, მომენტები არ იქმნებოდა, ტემპი დაბალი იყო. 39-ე წუთზე ხრისტოფი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და მის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ფეხით მოიგერია და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი „ჯვაროსნებმა“ უკეთ დაიწყო და კიტეიშვილმა ჩვენი გუნდი დააწინაურა.
აქედან მოყოლებული თამაშის სურათი შეიცვალა, უფრო თვალსასეირო გახდა, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და ჩაკვეტაძის პასით კვარაცხელიამ ანგარიში გაზარდა. 82-ე წუთზე დავითაშვილის სწრაფი კონტრშეტევისას კვარაცხელიას გადაცემულ ბურთს შენგელიამ მოლის კარში მიუჩინა ადგილი. კომპენსირებულ დროში ბურთი საჯარიმოში ხელზე გოგიჩს მოხვდა და მიქაუტაძემ პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 7 ქულით მეოთხე ადგილზეა და 2 შეხვედრა აქვს დარჩენილი: 16 ნოემბერს სახლში შოტლანდიასთან და 19 ნოემბერს გასვლაზე ესპანეთთან.

თბილისი. „მიხეილ მესხი“. 15 891 მაყურებელი
საქართველო - კვიპროსი 4:0
გოლები: 1:0 კიტეიშვილი (46), 2:0 კვარაცხელია (58), 3:0 შენგელია (82), 4:0 მიქაუტაძე (90+5, პენ)

საქართველო: მამარდაშვილი, აზაროვი (შენგელია 71), კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი (კვეკვესკირი 85), მამუჩაშვილი, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 71), ქოჩორაშვილი, კვარაცხელია (მექვაბიშვილი 85), ზივზივაძე (მიქაუტაძე 59)

მკითხველის კომენტარები / 58 /
კარგია!!!
tngh
16 ოქტომბერი 2023 15:10
0
ვულოცავ ნაკრებს მოგებას.მოსაგები მოიგეს.რაც მთავარია ძველი ჩაკვე გვიბრუნდება,ხვიჩა აშქარად გუნდის ლიდერია და იმედია საპლეიფოდ საუკეთესო ფორმაში იქნება.აი რაც შეეხება სამწვრთელო შტაბს სწორად უნდა შეარჩიონ ფეხბურთელები და ათამაშონ მხოლოდ და მხოლოდ კონრეტული მატჩისთვის ფორმაში მყოფი ფეხბურთელები,ასევე ბევრი იმუშავონ ამხანაგური მატჩების დაგეგმისა და სწორი სელექციის მხრივ.
gio gio
16 ოქტომბერი 2023 11:37
4
ერთ თვეში შოტლანდია ჩამოდის და მას ბრდღვინს თუ ვადენთ ძალიან კარგი იქნება
ორდე
16 ოქტომბერი 2023 11:11
4
მამუჩაშვილი რა ტყუილად იყო მოედანზე მაგას გოჩოლეიშვილი არ ჯობდა? რა დაბალ ტემპში თამაშობენ პირველი ტაიმი საზიზღრობა იყო, ჩაკვე უმატებს ინგლისი წაადგა აშკარად, თან კარგად აზროვნებს მოედანზე ეს ბიჭი, კვარამ 3 გოლში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ბევრი წუნი ქონდა მეტი შეუძლია აშკარად, ახლა ლუქსემბურგს ვეთამაშებით ყაზახეთის მაგივრად?
Givi
16 ოქტომბერი 2023 08:52
5
მოკლედ გვყავს ნაკრები რომელიც უგებს მასზე სუსტს.
აგებს ძლიერთან.
მიზანი არის შევძლოთ ჩვენი კალიბრის ნაკრებების დამარცხებაც.

ეხლა ჩვენ ნაკრებს ნუ მოთხოვტ ევროპის ჩემპიონობას. ბრაზილიი და ინგლისის ნაკრების დამარცხებას :)
იმედია მოვა დროც მაგის. როცა ჩვენი ქვეყანა შედგება როგორც ქვეყანა.
ამ მდგომარეობაში რასაც საქართველო წარმოადგენს. საიდანაც ხალხი გარბის რათა შიმშილს დააღწიონ თავი. რასაც ვაღწევტ ფეხბურთში ესეც საოცრებაა
las
16 ოქტომბერი 2023 08:20
4
მოკლედ თამაშის მოგების მექანიზმი არის მაღალი კრლაასი მოთამაშეები.
და მწვრთნელისგან შეარჩიოს ზუსტად შემადგენლობა.
მომატებული აქვს ჩაკვეს. დავითაშვილს. კარგი იყო შენგელიაც. რამოდენიმე ახალი მოთამაშეც გამოჩნდა. ნუ ხვიჩაზე უკვე აღარაა საუბარი. ნაკრები ამ კაცზეა დამოკიდებული, თუ წაუვა თამაში ვეიგებთ.
ერთს მაინც ვიტყვი მე მაინც მგონია აზაროვის ადგილას გოჩოლეიშვილი უნდა იდგეს. იმედია შევა ფორმაში
las
16 ოქტომბერი 2023 08:16
2
ტაილანდი... კვიპროსი... ღაზას სექტორს როდის ვეთამაშებით?
Რაგბის ფანი
16 ოქტომბერი 2023 07:41
11
არანაირი ქება დიდება ამათი.მოვიგეთ კარგია მაგრამ აჟიოტაჟი და რამე ეგეთი თემები არ არის საჭირო.გადაავლეთ თვალი ბოლო 30 წელს და ნახავთ საქართველოს ნაკრები როდის იგებს თამაშს.რა თქმა უნდა როდესაც ჯგუფიდან გასვლის არანაირი შანსი არ არსებობს და თითქმის ამხანაგური მატჩის ტოლფასია.ასე რომ მოვა მარტი და ვნახავთ ერთად რა ბიჭები არიან და რისი ერთი ადგილი აქვთ.
giorgi
16 ოქტომბერი 2023 03:55
5
საუკეთესოდ დაასახელეს ხვიჩა და მთელი ევროპული პრესა წერს, რა მოკლებული აქვსო რა სისულელეებს წერთ. თუ არ გიყურებიათ და აზრზე არ ხართ, არ ტეხავს ეგ, კომენტარი არ უნდა გააკეთოთ ოღონ და თავები არ უნდა შეირცხვინოთ :დ
?
16 ოქტომბერი 2023 03:07
8
ჩემს მოპასუხეს!!!!
უამრავი კითხვა გამიჩნდა შენს კომენტარზე. 1) ვინმემ თქვა რომ ბილინგემზე არ უნდა ილაპარაკონო?2) ჰოლანდი წელს თუ ვერ არის ისეთი, როგორც შარშან, რა მერე? საერთოდ ჰოლანდი ვახსენე? 3) მოკლებული არ აქვს ხვიჩასო ამბობ და იმ წუთსავე აგრძელებ თუ რამე მოკლებული აქვს კომპეტენტური ხალხი ჰყავსო გვერდით. უკვე წინააღმდეგობაში მოდიხარ შენს თავთან. ანდა კიდევ სადმე წაიკითხე ჩემს კომენტარში, რომ ვინმე სხვამ უნდა ასწავლოსო თამაში თქო?? ასევე შენ რომ ბლოკავ ქართულ საიტებს, მე რა შუაში ვარ? დაგეხმარო რამეში? და კიდევ თუ ვინმე ბოღმა გულშემატკივარია მე რა შუაში ვარ? რამე ვთქვი ბოღმიანი? პირიქით განვიცდი მეთქი რომ ვეღარ ვხედავ ისეთივე დრიბლინგებს მეთქი. ისიც ხომ ფაქტია რომ ნაპოლიში არეულობაა და გუნდი გარსიას ხელში ისე ვეღარ თამაშობს, როგორც სპალეტის დროს. საერთოდ ვერ გავიგე მე რატომ მიპასუხე კომენტარზე. რამე ხომ არ მოგეჩვენა? თუ წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოიტანე??
დავით 67
17 ოქტომბერი 2023 01:12
0
ბელინგემზე რომ ლაპარაკობენ რა არის მაგაში ცუდი? ძაან მაგარი ბიჭია და მაგიტო ლაპარაკობენ. მარტო ერთზე ხო არ ილაპარაკებენ აბა? ხვიჩაზეც ლაპარაკობენ თუ ადევნებთ თვალს. წელს ჰალანდი ვეღარაა ისეთი თვალისმომჭრელი და რა მერე? ყველა ყოველთვის ერთ დონეზე ვერ იქნება.
მოკლებული არ აქვს ხვიჩას და თუ რამე ასპექტში აქვს მოსამატებელი ეგ თავად უკეთ იცის და მაგისთვის ჰყავს კომპეტენტური ხალხი ირგვლივ. ზედაპირული და კლავიატურაზე მოტყაპუნე ხალხი ვერ ასწავლის ფეხბურთის თამაშს.
თქვა კიდეც გასაგებად, რომ არ კითხულობს.
ნელ-ნელა ყველა ქართულ საიტს ვტოვებ და ვბლოკავ, რადგან აქაური გულშემატკივრისნაირი ბოღმა და მოძულე არ მინახავს არსად, თან უვიცი. ყველაფერს ვკითხულობ რა იწერება სხვადასხვა ფეხბურთელებზე მსოფლიოში, პრესა ყველა უგოლო და ჩავარდნილი თამაშის მერე აკრიტიკებს მოთამაშეს, მაგალითად ჰალანდს გუშინ მარა საკუთარ ქვეყანაში სპეციალურად ფორუმები იქმნებოდეს და საკუთარ ფეხბურთელს ჩასაფრებულ პოზიციაში ჰყავდეს მასის ნაწლი, პირველი შემთხვევაა მართლა.
ალბათ ამდენი უსაქმური და წარუმატებელი ადამიანი რომ ცხოვრობს ამ ქვეყანაში მაგის ბრალია, სხვა მიზეზი ვერ ვიპოვე :)
დავითს
16 ოქტომბერი 2023 09:55
5
ყველა გამოხმაურება
სათქმელი ის არი რო ვილი არ არი კარგი ტრენერი ვერ იყენებს იმას რისი შესაძლებლობაც და პოტენციალი გაჩნია ნაკრებს რა ტაქტიკა ან რა წყობა ამას ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი ხედავს როდემდე შეიძლება ამას ვუყუროთ ან რატომ ფედერაცის წარმომადგენლები ვგულისხმობ იაშვილს კობიაშვილს რომლებსაც დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ სადამდე უნდა გსუძლონ ამ ფრანგ ფოკუზნიკს დროა გადაიდგას ნაბიჯი მაინდამაინც კიპროს ან ტაილანდს უნდა ვეთამაშოთ სადაც მცბრთნელი არ გვჭირდება ისედაც ეზოს ფეხბურთს ბთამაშობთ
გიორგი
16 ოქტომბერი 2023 01:13
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული