თემურ ქეცბაია: როდის დასრულდება ეს კოშმარი - ასე ნაკრებიდან მაშინ უნდა წავსულიყავი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ, კვიპროსის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ისაუბრა:

"არ ვიცი, როგორ დავიწყო, რა ვთქვა. პირველი ტაიმის შემდეგ ასე რატომ ვითამაშეთ. პრინციპში, მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი გავუშვით და ამან გუნდი დაშალა. ეს პირველი შემთხვევა არაა, მიმდინარე შესარჩევში გუნდი 45 წუთს, მაქსიმუმ ერთ საათს თამაშობს. ასეა, როცა შანსს ახალგაზრდებს აძლევ, ისინი შეცდომებს უშვებენ.

ველოდებით, როდის დასრულდება ის კოშმარი, რასაც ეს შესარჩევი ეტაპი ჰქვია. შანსები საქართველოს ნაკრებთანაც გვქონდა. ერთი მატჩი დაგვრჩა და შემდეგ გადასახედია,
როგორ უნდა მოვიქცეთ. ამბიციური ვარ, არც ჩემთვისაა მარტივი ამის გადატანა. ასე მაშინ უნდა წავსულიყავი, როცა ამ ქვეჯგუფში მოვხვდით, ახლა უკვე გვიანაა. 3-4 ფეხბურთელი დაგვემატება და მეტი შეგვიძლია. გვყავს ფეხბურთელები, რომელებიც კვიპროსის ჩემპიონატშიც არ თამაშობენ და ასეთ დროს ძალიან რთულია.

როგორც პირველი ტაიმი დავიწყეთ, ისე დავიწყეთ მეორეც. გოლი მალე გავიდა... ამ დონეზე უფრო მეტი გვჭირდება, თანაც მთელი მატჩი და არა ერთი ტაიმი. ამის შემდეგ კონცენტრაცია და სხვა ფაქტორები იკარგება და ყველაფერი ასე სრულდება".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ასეთი ქეცბაია გყავდეს და მწვრთნელად ბანძი სანიოლი გაჯდეს? სადაა სამართალი?
Რაგბის ფანი
16 ოქტომბერი 2023 07:27
22
ასეთი როგორი ?
....
16 ოქტომბერი 2023 12:57
0
აქ რო იყო ჩვენებიც მარტო 1 ტაიმს უძლებდენ
aq ro iyo Cvenebic marto 1 taims uZlebden
16 ოქტომბერი 2023 12:30
0
ქეცბოს გულის სიღმეში დარწმუნებული ვარ უხაროდა :)))
giorgi
16 ოქტომბერი 2023 01:05
14
არ წყენია მარა უხაროდაო ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამია,ქეცბაია არის პროფესიონალი პირობნება,ეს კომენტარი კი დილეტანტიზმის მკაფიო გამოვლინება...
MARGALONA
16 ოქტომბერი 2023 10:41
2
მაგარი კაცი ხარ თემურ, წარმატებები.
გიზოგ
15 ოქტომბერი 2023 22:57
3
ხვიჩებს ვერ დავბადავ
ქეცბა
15 ოქტომბერი 2023 20:08
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული