ხვიჩა კვარაცხელია: უკვე მარტის საპლეიოფო მატჩებისთვის ვემზადებით

AutoSharing Option
კვიპროსთან 4:0 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ "პირველ არხთან" ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა:

"სასიამოვნოა, როცა შენს ქვეყანაში თამაშობ და გოლი გაგაქვს. ვეცდები, გულშემატკივრების გულები მუდამ გავახარო. მიუხედავად იმისა, რომ წინა თვეში ცუდი სანაკრებო მატჩები გვქონდა, მაინც მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს

ტაილანდთან ამხანაგური მატჩი კვიპროსისთვის მოსამზადებლად გამოვიყენეთ. ვაპირებთ, შემდეგშიც ასე გავაგრძელოთ, უკვე მარტის საპლეიოფო მატჩევისთვის ვემზადებით".

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე გოლი და საგოლე პასი იყო, აქტიური მონაწილეობა კი ოთარ კიტეიშვილის გოლშიც მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თუ სწორად წავიკითხე უეფას გვერდზე, აზერბაიჯანს ვეთამაშებიტ პლეიოფის პირველ თამაშს.
0
თუ კვეკვე-კაშია კვირკველია-აბუს და ამათ მიაშორებს და დააყენებს შემტევ შემადგენლობას + არაბიძე და წიტაიშვილი მაშინ შეიძლება გუნდი ათამაშდეს
Levani
12:28 16-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული