კვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი 2:2 დასრულდა.

პირთამდე სავსე სტადიონზე მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით . მეთხუთმეტე წუთზე კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიამ მეურვეს დაასწრო და „ჯვაროსნები“ დააწინაურა. საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი მომენტი ჰქონდა: შენგელიას მეკარემ არ გაატანინა, მიქაუტაძემ კი მიზანს ვერ უწია. მეტოქეს ხვიჩას შეჩერება უჭირდა და ორმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. შოტლანდიელებს ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ რეალური მომენტი ვერ შექმნეს და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მაკტომინეიმ ანგარიში გაათანაბრა.
საქართველოს ნაკრებმა იერიშებით უპასუხა, მიქაუტაძის მოპოვებული საჯარიმოდან შენგელიას გატანა მეკარემ არ დაანება, მერე კი კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. სტუმრებს გატანა შეეძლოთ, თუმცა მამარდაშვილმა საოცარ ნახტომში მოიგერია ბურთი. სანიოლმა ტრავმირებული ლოჩოშვილი კალანდაძით, ხოლო ჩაკვეტაძე დავითაშვილით შეცვალა. ბოლოს შოტლანდია შტურმზე გადმოვიდა, შენკლენდმა თანაფარდობა აღადგინა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში 8 ქულით მეოთხე ადგილზეა და 19 ნოემბერს ბოლო ტურში ვალიადოლიდში ესპანეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“. 45 815 მაყურებელი
საქართველო - შოტლანდია 2:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (15), 1:1 მაკტომინეი (49), 2:1 კვარაცხელია (57), 2:2 შენკლენდი (90+2)

მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი (კალანდაძე 78), ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი (მექვაბიშვილი 69), შენგელია (აზაროვი 72), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 78), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 69)

მკითხველის კომენტარები / 105 /
ტიპი ორ მეტრიანია და თავის საჯარიმოში ბურთს ვერ ხსნის, სანიოლმა კი ისეთი შეცვლები გააკეთა გოლი რომ გაუშვა, ან დებილია ან შეგნებულად არ მოიგეს
ლერი
16 ნოემბერი 2023 23:26
5
23 წლიანებმა უფრო ორგანიზებულად ითამაშეს, გუნდს თავისი სახე ჰქონდა, აქ კი ვერ დავინახე. კარგი, დაცვიდან თამაშობ მაგრამ დაცვის ხაზი ხან სად იყო ხან სად ხან სად მოირღვეოდა ხან სად. რამდენიმე ფეხბურთელის კლასის ხარჯზე გავედით ფონს.
გიორგი
16 ნოემბერი 2023 23:25
1
და არ გამომიქვეყნეს.კიდევ ერთხელ დავწერ:ამ გუნდს მომავალი არა აქვს!ამას ფეხბურთი არ ჰქვია!მხოლოდ ხვიჩას იმედად კი,მთელი მისი გენიალურობისა და ბრწყინვალებას მიუხედავად,შორს ვერ წავალთ!
წეღან დავწერე
16 ნოემბერი 2023 23:24
5
ძალით ითამაშეს ფრე წაგებას გადაურჩით...ეს მარაზმია თამაში კი არა ქუჩის ფეხბურთი იყო ასეთი ნაკრებით რას უნდა მივაღწიოთ ან რა პრეტენზია გვაქვს
ადამიანო
16 ნოემბერი 2023 23:23
8
ადრეც ვთქვი, კაკაბაძე კაფუ ყოფილა)) თავით თამაშიც რომ იცოდეს, კრაკოვიაში კიარა, კალიარიში იქნებოდა მინიმუმ))
ვატა
16 ნოემბერი 2023 23:21
0
მთელი შოტლანდიის თამაში აგებულია მაკტონიმენზე რომელსაც მართლა კარგი დარტყმა აქვს და ფლანგებიდან მაღალ ბურთებზე. ვერცერთი ვერ დავიცავით, პირველ ტაიმშიც და მეორე ტაიმშიც სტანდარტულებზე პირწმინდად დაგვჩაგრეს შოტლანდიელებმა. თამაშითაც გვაჯობა შოტლანდიამ, ცენტრში მაგრად დაგვჯაბნეს სამწუხაროდ. საზონოვი ამ სიმაღლე მოთამაშეა და მეორე სართულზე მაგრად დაუდგებოდა. რეალობა ის გვაქვს რომ კვარა + ჩაკვეს გარეშე ძალიან სუსტი ნაკრები გვეყოლებოდა. კვარას მეორე გოლზე რომ პასი მიიღო ეგეთებს ვინ უკეთებდა მანამდე? არც არავინ. ნაკრებს არ ეტყობა გუნდური თამაში. დღევანდელი ფრე კვარა + ჩაკვესია!
ზაზა
16 ნოემბერი 2023 23:20
2
სად არის ამ ვიდეოში კვარაცხელიას დუბლი?
soso
16 ნოემბერი 2023 23:20
0
1-0- ზეც და 2-1 ზეც გამოჩნდა რომ სანიოლი არის ნული. ასევე დაცვის ცენტრი არის ნული.

მადლობა კვარას. ასეთი შეგვიყვარდი :-*
amberგ
16 ნოემბერი 2023 23:19
1
100 მილიონი კი არა 100 ლარს არ გადავიხდიდი კვარაცხელიაში, რა მომენტები გააფუჭა.
აღარ შეიძლება ამის მოთმენა! კმარა კვარა! (ვარდნა)
1212
16 ნოემბერი 2023 23:19
44
ჩაკვეტაძე, კვარაცხელიას გარეშე ეს ნაკრები არაფერს წარმოადგენს!!!!ერთა ლიგის ფინალშიც მაგიტომ წავაგეთ მაკედონიასთან, რომ არც ერთი გვყავდა!!!!!!
გიორგი
16 ნოემბერი 2023 23:19
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული