ვილი სანიოლი: იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, გაუჭირდათ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებთან წაგებული მატჩის (1:3) შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, თავს კარგად ვიცავდით. მეორე ტაიმში იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, ასეთი ინტენსიური ტემპის გაძლება გაუჭირდათ. მთლიანობაში, თამაშით კმაყოფილი ვარ. როგორც დე ლა ფუენტეს ვუთხარი, დღეს საფრანგეთთან ერთად ევროპაში საუკეთესო გუნდი ჰყავს და წარმატება ვუსურვე.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ნაყოფიერად ვიმუშავეთ და საერთო დონე გაიზარდა. შოტლანდიასთან კარგად ვითამაშეთ და დღეს პირველ ტაიმში, რაც თავდაჯერებისთვის კარგია.
თუმცა საქართველო ვართ და კიდევ უფრო მეტი გვინდა და გვჭირდება. მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა რაც ხალხს უნდა, ის შედეგი გვქონდეს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.

რთული ჯგუფი იყო. როცა კვიპროსს ვუგებთ, ეს ნორმალურად ითვლება, მაგრამ როცა ესპანეთთან ვაგებთ, მიზეზის ახსნას გვთხოვენ. ფეხბურთელებმა ბევრი რამ ისწავლეს ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე და მომავლისთვის ეს დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო ძლიერი გუნდი გავხდეთ".

რატი შელეგია - ვალიადოლიდიდან

მკითხველის კომენტარები / 58 /
სამწუხაროდ არასწორ ფეხბურთს თამაშობს ნაკრები ისევ. Kვარაცხელიას და ჩაკვეტაძის გარდა ბევრი საერთოდ აზრზე არ არის ან ფიზიკურად უსუსურები არიან. აზაროვი ნიჭიერი ბიჭია მაგრამ ფიზიკურად ძალიან აგებს მარცხებნა ფლანგზე ორჯერ დაკარგა მოწინააღმდეგე და ორივეჯერ გაუტანეს. ტექნიკა აქვს, მაგრამ ბევრ ნაკრებში ასეთი ფიზიკურის მონაცემების მოთამაშეს არ გამოიძახებდნნენ. კვარამ სამწუხაროდ აიკიდა ორი ყვითელო ორ თმააშში და გაზაფხულზე გუნდს ფლეი ოფში დააკლდება. მოკლედ იგივე სცენარი მეორდება როგორც წინა შესარჩევში კვარა ისევ ტრიბუნებიდან უყურებს თამაშს და ისევ წააგებს გუნდი. შუა ხაზი საერთოდ არ გვყავს ქოჩორაშვილს არა უშავს, მაგრამ კვირკველიამ მოჭამა თავისი. არის ახალგაზრდულში ერთი ორი კარგი ბიჭი თან სიმაღლეც აქვთ. რატომ არ უXძახიან საინნტერესოა. მამუჩაშვილს ნაკრებში არა ესაქმება რა. Mოკლედ საშინელი დონეა, შოტლანდიას ჩააბარეს შუა ხაზი და ბურთი, აუტის მოწოდება უჭირთ როგორც მორაგბეებს, აქაც შადრე აგდებს ბურთს? საჯარიმოს ვერ ურტყავენ, ამ დროს არაბიძეს არც აკარებენ ნაკრებს, პასიც კარგი აქვს და შორიდანაც კარგად ურტყამს, ამ გუნდში კი ვერავინ შაჯარიმოს გარედან ვერ ურტყავს. მიქაუტაძეს სამჭუხაროდ დაკარგულია და ისევ ბუდუ სჯობს ან ქვილითაია, მაგრამ ამათ ყველას გაგუა თუა არ სჯობდეს მაგ პოზიციაზე. მუშაა , თავით კარგად თამაშობს, ფეხითაც პასიც კაგრგი იცის. ალთუაშვილი, მექვაბიშვილიც არა არიან სანაკრები დონის. და ბოლოს კი სამწვრთნელო შტაბიც რადგან ასეთ უსუსურ ფეხბურთს ათამაშებს ნაკრებს. წუწუნი კარგი იცის სანიოლმა მაგრამ არა აქვს ხედვა. როგორ შეიძლებოდა მაყვეითელის აკიდება კვარასთვის თან ზედმეტი ლაპარაკის გამო. ეს ხელების შლა კიდევ რა არის ხელების შლას... დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვას... სად არის ფეოლა ეჰ
simartle
20 ნოემბერი 2023 10:28
15
სულ სხვა ტურნირია "ერთა ლიგა" და შესარჩევი, არ ინერვიულოთ
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
20 ნოემბერი 2023 10:46
2
კობი, რა ხდება პარლამენტში?
რა კანონზე მუშაობ ამჯერად?
ლავრენტი
20 ნოემბერი 2023 10:25
6
უკლებლივ ყველა მწვრთნელს ჰქონდა მსგავსი ფრაზა: ,,ამ შესარჩევს მოსამზადებლად გამოვიყენებთ,, ბოლოს ისევ ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს აბრალებენ და ისე მიდიან ნაკრებიდან
რუსთავი
20 ნოემბერი 2023 10:17
1
მექვაბიშვილი ჯერ პატარაა და ნუ შეაძულებთ მას გულშემატკივარს. არაა ჯერ სანაკრებო დონის და ნუ გამოგყავთ და აწვალებთ.
QT
20 ნოემბერი 2023 10:06
1
ჯერ არაა,სანაკრებო დონის,მაგრამ საყრდენ ზონაში,სხვა ვინ გვყავს?დაახლოებით თანაბარი,მაგრამ ნაკრებისათვის დაბალი დონის კანდიდატებიდან,სანიოლმა ის გამოარჩია,როგორც ახალგაზრდა და პერსპექტიული,რომელსაც სამომვლოდ,თანდათან აჩვევს ნაკრებს. თუ მისი უცხოეთში წასვლაც მოხერხდა,ნაკრებისათვის უკეთესი არ იქნება?!ახალგაზრდულ ნაკრებში,საკმაოდ კარგი იყო.ამჟამად ამ პოზიციაზე ვინ გვყავს?-აბურჯანია,კვეკვესკირი და ქოჩორაშვილი,რომელიც სამწლიანი ტრავმების შემდეგ,თანდათან კრეფს ფორმას.კვეკვესკირიც,ტრავმის შემდეგ,ფორმას კრეფს და გაზაფხულზე ამ ბიჭებმა თუ ჯანმრთლად მიაღწიეს,ესპანეთთან არა,მაგრამ ლუქსემბურგისთვის და პლეი ოფისათვის საკმარისი საყრდენი ზონა, კი უნდა გვყავდეს.
სოსო
20 ნოემბერი 2023 11:58
4
30 წელია გვესმის ერთი და იგივე,რომ ჩვენი ფეხბურთელები რაღაცას სწავლობენ,კარგ გაკვეთილებს იღებენ ,ეხლა ცოტაც გვაცალეთ და გავფრინებით,ამასობაში რამდენი თაობა გამოიცვალა,თუმცა შედეგი უცვლელია.ნეტა ვინმეს თუ სჯერა ამათი ზღაპრების.
დავითი
20 ნოემბერი 2023 09:59
0
იცი რა მიკვირს,ამ დავითაშვილს ჩემოდანივით რო დაატარებენ აქეთ იქეთ,მის გამოძახებას,არაბიძეს მისცენ ერთი შანსი არ შეიძლება?
თემო
20 ნოემბერი 2023 09:56
5
ძირითადად ვეთანხმები კოსტაკურტას და ალეგროს.ჩემი მხრიდან კი ვიტყოდი,რომ როცა ესპანეთთან და შოტლანდიასთან მიქაუტაძეს აყენებ,რომელსაც არ ექნება თამაშის დროს არანაირი პირობები თავისი უშუალო მოვალეობის შესრულებისა,ეს იმას ნიშნავს,რომ ერთი კაცით ნაკლები გუნდით ვუპირისპირდებით ჩვენზე კლასით ბევრად მაღლა მდგომ მეტოქეს.ასეთ შემთხვევაში ეს შედეგები მართლაც რომ დადებითად უნდა ჩაითვალოს.
არგუტი
20 ნოემბერი 2023 09:40
1
აქ ვინც წერთ, ფეხბურთელები არ გვყავს საჭოო დონისო მართლა მინდა მიპასუხოთ ყაზახეთს,მოლდოვას და კიდევ ბარე ორს, ვისაც ჩვენზე საგრძნობლად სუსტი შემადგენლობა ყავს, უკეთესი შედეგი რატომ აქვთ? ამ შემადგენლობით რომ გაცილებით უკეთესი თამაშის ჩვენება შეიძლება მართლა ვერ ხედავთ? ერთი დამუშავებული კომბინაცია დაინახეთ ვინმემ მთელი ამ ციკლის მანძილზე ან კუთხურისას, ან ჯარიმისას ან ბურთის ამოტანისას? თუ რამე კეთდებოდა ისევ ინდივიდუალურად და არა გუნდურად. გუშინდელ თამაშზე არ ვამბობ მაინცადამაინც. გიჟ ფორმაში მყოფი ესპანეთი მაჩვენებელი არ არის, მაგათთან ჩვენ კი არა ვისაც გინდა იმას გაუჭირდება. მაგრამ არც შოტლანდია არც ნორვეგია არ იყორაღაც დაუძლეველი მართლა კარგი მწვრთნელის ხელში.ხოდა რა გახდა ეს მართლა კარგი მწვრთნელი? ჯერ ვაისი, ახლა სანიოლი - სად აჩვენა ან ერთმა ან მეორემ სერიოზული შედეგი რომ ნაკრები ჩააბარეს? კარგი ვაისს კიდევ რაღაც შედეგი ქონდა ერთხელ დიდი ხნის წინ, სანიოლი კო სად იპოვეს? ვინ გაუწვრთნია საერთოდ, რა შედეგი ქონია ერთი მაინც, საკყთარ ნაკრებს პატივს თვითონ თუ არ სცემ და პრაქტიკის მისაღებ ობიექტად აქცევ ადამიანისათვის რომელსაც ოცი წელ არანირი შეხება არ ქონია სამწვრთნელო საქმესთან და იმ ოცი წლის წინაცდადებითი შედეგი არსად უჩვენებია, რაზეა ლაპარაკი საერთოდ...
არტ
20 ნოემბერი 2023 09:38
0
მერე შე მამაცხონებულო ის ბოლო წუთზე გაკეთებული ორი შეცვლა 30 წუთით ადრე გაგეკეთებინა ხო ჯობდა? ვინ გიშლიდა?
ნიკოლოზი
20 ნოემბერი 2023 09:23
0
სიმართლე ის არის, რომ 2022-2023წელს ნაკრებმა ითამაშა ყველაზე თანამედროვე ფეხბურთი როგორც ფიზმომზადებით ისე ტაქტიკურად ბოლო 30 წლის განმავლობაში.ასეთი ფეხბურთი არველაძის თაობასთან არ უთამაშია.შედეგიც ასე თუ ისე დადეს.
და ნუ გადააყოლებთ სანიოლს ესპანეთთან 7-1 ს. უფრო უარესებიც მოსვლია ჩვენს ნაკრებს.
ლაშა
20 ნოემბერი 2023 09:02
20
რა შედეგი დადეს?ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი როგორც ყოველთის.რა ფიზიკურ გამძლეობაზეა საუბარი გუნდი 60 წუთის მერე ჩერდება და ფეხბურთს ვერ თამაშობს.
თემო
20 ნოემბერი 2023 10:01
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული