კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთის ნაკრებთან მატჩის ბოლოს მსაჯთან საუბრის გამო გაფრთხილება მიიღო. უკვე დასრულებულ შესარჩევ ეტაპზე ეს "კვარას" მესამე ყვითელი ბარათი იყო, რაც უეფას წესების თანახმად, შემდეგი თამაშის გამოტოვებას ნიშნავს. ხვიჩა "ერთა ლიგიდან" მიღებულ ნახევარფინალს გამოტოვებს - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

რადგანაც შესარჩევში მეტი შეხვედრა არ გვაქვს, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის კი ჯგუფური ეტაპის შემდეგ პლეი-ოფი არ ინიშნება, უმრავლესობამ ჩათვალა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერს "ერთა ლიგიდან" მონიჭებულ პლეი-ოფში ნახევარფინალის გამოტოვება არ ემუქრებოდა. გარკვეული დებულებები ორაზროვნად აღიქმება და ეჭვის საბაბს ეს იძლევა. მაგალითად,
"ერთა ლიგა" დასრულდა, პლეი-ოფი კი, სადაც თამაშის საშუალება გვაქვს, ევროპის ჩემპიონატისაა და არა "ერთა ლიგის", შესაბამისად, შიში იმისა, რომ დისკვალიფიკაცია აქაც იმოქმედებს, გულშემატკივრებში გაიზარდა.

შეგახსენებთ, "ერთა ლიგიდან" ბოძებული პლეი-ოფის პირველ ეტაპზე სავარაუდოდ ლუქსემბურგის ნაკრებს (აზერბაიჯანთან შეხვედრის შანსებიც არსებობს) 2024 წლის მარტში, თბილისში დავუპირისპირდებით.

მკითხველის კომენტარები / 99 /
კომენტარი*
ხვიჩა დიდ ფეხბურთელს თავმდაბლობა უხდება, ხომ გაეხარდა მესიმ ხელი რომ ჩამოართვა, ხო და მიბაძე მას. ფეხბურთელები უნდა გააფრთხილოს ტრენერმა!, ის კი ფედერაციამ! ლიხტენშტეინი და ყაზახეთის ნაკრები ჩვენზე არანაკლები გუნდების, ნახეთ რამდენი ქულები დააგროვეს.

ს.მ
21 ნოემბერი 2023 22:01
1
ხვიჩა კარგი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა,მაგრამ უიმისოდ ლიხტენშტეინთან,ლუქსემბურგთან,ანდორასთან და თუნდაც ყაზახეთთან თამაში თუ გვეშინია,იქნებ სულაც ჯობდეს არ გავიდეთ ფინალურ ეტაპზე.წინასწარ არ ღირს ყურების ჩამოყრა.მაგაზე მარტში ვილაპარაკოთ რა და როგორ მოხდება
ჯელა
21 ნოემბერი 2023 11:46
5
ალბათ მსაჯებთან მეტი სიფრთხილე მართებს ხვიჩას! მსაჯებთან კამათში საბოლოოდ მაინც მსაჯებს აქვთ პრიორიტეტი! მაშინაც კი, როდესაც ტყუიან! რაც შეეხება მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან ურთიერთობას, აქ ისინი ხშირად ვირეშმაკურად მიზანმიმართულად ძალადობენ, რათა მეტოქე დააჩმორონ ფსიქოლოგიურად. ეს საქციელი ეტყობოდა ესპანეთის ზოგიერთ ფეხბურთელს და ამ მატჩში ხვიჩას ნათქვამი “shut up” მგონი არ იყო ზედმეტი. ზოგჯერ ასეა საჭირო! ახლა რაც შეეხება პლეიოფს, მე ვფიქრობ საჭიროა ერთი ამხანაგური თამაშის დაორგანიზება კარგ სპარინ-პარტნიორთან, სადაც თამაშის შესაძლებლობა მიეცემა არაბიძესაც და გველესიანსაც!!! ვნახოთ როგორ ითამაშებენ. ეს განსაკუთრებით საჭიროა თუ ხვიჩას მოუწია თამაშის გამოტოვება, რადგან ასეთ შემთხვევაში გარდაუვალია გარკვეული გადაწყობა! იმედია, ვისაც ეხება, არ წაუყრუებს, ამჯერად მაინც! წარმატებები საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს!
დო მაჟორი
21 ნოემბერი 2023 11:38
0
ეს რა ჭირი გვჭირს ტოო?...ფედერაციამ რაიოო...
gia
21 ნოემბერი 2023 09:56
0
ნაცმაცუნებითაა სავსე ეგ თქვენი ფედერაცია! პრეს სამსახურში გიორგაძე, მარკეტინგში ბურდული, ადმინისტრატორი კაციტაძე სულ ნაცების ტიპები არიან! რეზი არველაძესთან რო იყვნენ არჩევნების დღეს და შედეგები გამოცხადებისთანავე რომ კობიაშვილს მიეტუზენ!
დათუ
21 ნოემბერი 2023 11:47
2
ექვსი თვის უკან ვამბობდი რომ კვარამ თავი უნდა დაანებოს მოედანზე ხელების შლას,ფურთხებას და მსაჯთან კამათსო და აჰა აგიხდეს ყველაფერი ისე ვიღაცამ უნდა სტადიონზე ქცევის წესები ასწავლონ ამათ ისე ვერ გახდები დიდი ფეხბურთელი
რომანი
21 ნოემბერი 2023 09:31
1
ნამეტანი კოტრიალობს და ეჩიჩინება მსაჯს, ძალად გამოტყუა ბარათი. ვინმემ იქნებ უთხრას რომ არ შეშვენის
Bs
21 ნოემბერი 2023 08:44
0
ან იმ ესპანეთმა, რას მოიკლა თავი?! ხომ დარჩნენ გავის გარეშე ჩემპიონატზე?! ან ხვიჩას რა ძალა ადგა?!რა, ენა ამოეძრო ფედერაციას?)))
Dima
21 ნოემბერი 2023 03:59
2
წინა წელი შესანიშნავად ჩაატარა. წელს იმძლავრა გაყეყეჩებამ და საშინელი სანახავი ხდება როცა იწყებს ჭიჭყინს, ზოგჯერ ზედმეტად კოტრიალს და სიაფანდობას. ქართველ ფეხბურთელს არ უხდება და საერთოდ-არავის უხდება. კემპესი, მესი… მაგალითი გადმოიღოს. დარბაისელი უნდა იყო და არა სიაფანდი ჭიჭყინა
გიორგი
21 ნოემბერი 2023 00:10
21
ხო მაგრამ ეს მსაჯებიც მაგრა მიქარავენ ხშირად და ძნელია ემოციების შეკავება
დათო
21 ნოემბერი 2023 07:16
0
კემპეს მაიტა სხვა სპორტს უყურე ემოციური კვარა მირჩევნია უემოციო ნებისმიერ ფეხბურთელს
bejo
21 ნოემბერი 2023 01:37
13
ნეტა ის მაინც თუ იცოდით ჯგუფის ბოლო თამაში რო იყო თუ კიდე აპირებდით გასვლას ოსლოში ან სადმე იბიცაზე რონ იმ მატში არ ყოფილიყო ხვიჩა:)))). მომკალი და ისეთი საგიჟეთია ქართულ ფეხბურთში რომ არც ეს გამიკვირდება.:))) საოცარი ხალხია ქართულ ფეხბურთში. საოცრება ხდება:))) ვაი ვაი :)) ისე არ გეშველოთ თქვენ იტალიის რეგიონალურ ტელევიზიებს და ბაბუაჩემის ბაბუა დიანოზას:))))
იბერია
21 ნოემბერი 2023 00:06
3
ამოიღეთ თავი ჩირგვებიდან ვინც წერთ ლუქსემბურგი ვინ არისო ბოსნიას ორჯერ მოუგო ისლანდიას ერთი მოუგო ერთი ფრე მესამეზე გავიდა ჯფუფში და ჩვენზე ბევრად თავმოყვარე ფეხბურთს თამაშობს და 2-1 ზე და 3-1 ზე როცა აგებს მთელი გუნდით დაცვაში არ დგას. დღეს ყაზახეთი შეიძლება გავიდეს და ბოლო ტურამდე იბრძვის და არა ჩვენსავით პირველი სამი ტურის მერე აზრი რომ არ გვაქვს და აუტსაიდერები ვართ გაუსწორეთ სიმართლეს თვალი და კვარას გარეშე უშანსო და ამ დროს ასეთი იდიოტიზმი არის უბრალოდ ამდენი ხალხის სულში ჩაფურთხება და ბოდიშსაც არავინ არ იხდის დაცინვისთვის ეგეც ეზარებათ იმიტომ რომ იციან ასე ვიყიყინებთ და ისევ გააგრძელებენ. ასეთი გამწარებული არასდროს მიწერია აქ
Martali
21 ნოემბერი 2023 00:05
2
მართალი ხარ ძმაო. აბა ლუქსემბურგს ჰკითხე და გიპასუხებენ რომ საქართველო რა გუნდია ბურთს დავახევთ თავზეო.
ვანჩოპე
21 ნოემბერი 2023 00:49
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული